განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
340100118002367582
დავის ტიპი
303 1
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002367582

№1/74-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

გვანცა სოლოღაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - გი------ ბე–--–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029060218001)

 

ბრალდებული: გი------ ბე–--–--ლი

მამის სახელი: ელ--------

დაბადებული: 18.08.1----–--–-

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ა---–-------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ა---–-------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 იანვარს, ყვარლის რაიონის სოფელ მთ------ის სატყეო უბნის 23-ე კვარტლის N13-ში მდებარე სამცველოში, გი------ ბე–--–--ლმა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ცაცხვის ჯიშის ხე და 0,8 მეტრ კუბი წიფლის ჯიშის საშეშე მერქანი, რითაც გარემოს მიაყენა 2143 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი

გი------ ბე–--–--ლს 2018 წლის 27 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 24 იანვარს, ყვარლის რაიონის სოფელ მთ------ის სატყეო უბნის 23-ე კვარტლის N13-ში მდებარე სამცველოში, გი------ ბე–--–--ლმა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ცაცხვის ჯიშის ხე და 0,8 მეტრ კუბი წიფლის ჯიშის საშეშე მერქანი, რითაც გარემოს მიაყენა 2143 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: გი------ ლო---ის, გი------ ბე–--–--ლის, გი------ სუ-----–-–--ლის და და---- პა--–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გი------ ლო---ის მოხსენებითი ბარათები, საველე აქტები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარემოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების უწყისები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.

ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მომართვის წერილი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურიდან(01.02.2018) მოწმეების: გი------ ლო---ის, გი------ ბე–--–--ლის, გი------ სუ-----–-–--ლის და და---- პა--–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გი------ ლო---ის მოხსენებითი ბარათები, საველე აქტები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარემოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების უწყისები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.

საქმის მასალების მიხედვით გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2143 ლარი.

 

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ ბე–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გი------ ბე–--–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი------ ბე–--–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ ბე–--–--ლს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გი------ ბე–--–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ ბე–--–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გი------ ბე–--–--ლს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა-პირადი თავდებობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული -

1),,ზილ-131’’ მარკის HC-540-CH ავტომანქანა, რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედვლობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2) ბენზოხერხი, რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

3)2 ძირი ცაცხვის ჯიშის ხე და 0,8 მეტრ კუბი წიფლის საშეშე მერქანი რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედვლობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.გი------ ბე–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

2.ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

3. გი------ ბე–--–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება -

1),,ზილ-131’’ მარკის HC-540-CH ავტომანქანა, რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედვლობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2) ბენზოხერხი, რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

3)2 ძირი ცაცხვის ჯიშის ხე და 0,8 მეტრ კუბი წიფლის საშეშე მერქანი რომელიც ჩაბარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედვლობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომელს გი------ ლო---ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე