განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
340100118002341103
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002341103

№1/61-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

გვანცა სოლოღაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პორკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულების - მა----- თა---–--ლის

ადვოკატ - თა----- ჭუ---–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: მა----- თა---–--ლი

მამის სახელი: გი--

დაბადებული: 24.07.1----–--–-

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ე-----–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, ლეონიძის ქ.N6-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ორი ეპიზოდი)1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: მა----- თა---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

 

1)ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 იანვარს ქალაქ ყვარელში, დუბის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და თავის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 იანვარს ქალაქ ყვარელში, ლეონიძის ქ. 6--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3)არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის მარტის თვიდან მა----- თა---–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზე---- ძუ-–--–--ლის მიმართ, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს ქალაქ ყვარელში, ლეონიძის ქ. 6--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლმა მეუღლეს, ზე---- ძუ-–--–--ლს, მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, თავის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მა----- თა---–--ლი 2018 წლის 11 თებერვალს 00:15 საათზე დააკავეს და 2018 წლის 12 თებერვალს და 06 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორი ეპიზოდი).

 

2018 წლის 21 მარტის განჩინებით, მა----- თა---–--ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩული -გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით -გირაო 1000(ათასი) ლარი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 27 იანვარს ქალაქ ყვარელში, დუბის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და თავის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 27 იანვარს ქალაქ ყვარელში, ლეონიძის ქ. 6--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2017 წლის მარტის თვიდან მა----- თა---–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზე---- ძუ-–--–--ლის მიმართ, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს ქალაქ ყვარელში, ლეონიძის ქ. 6--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლმა მეუღლეს, ზე---- ძუ-–--–--ლს, მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, თავის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების მი------ ძუ-–--–--ლის, გი------ ძუ-–--–--ლისა და ია---- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ზე---- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაკავების ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ქალაქ ყვარელში, დუბის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და თავის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- თა---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახისბ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების მი------ ძუ-–--–--ლის, გი------ ძუ-–--–--ლისა და ია---- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ზე---- ძუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაკავების ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- თა---–--ლმა თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლს ფულთან დაკავშირებით მოუხდა შელაპარაკება მეუღლესთან, ზე---- ძუ-–--–--ლთან და მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მა----- თა---–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ზე---- ძუ-–--–--ლის მიმართ, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს ქალაქ ყვარელში, ლეონიძის ქ. 6--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში მა----- თა---–--ლმა მეუღლეს, ზე---- ძუ-–--–--ლს, მისივე არასრულწლოვანი გერის, მი------ ძუ-–--–--ლის თანდასწრებით, თავის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მა----- თა---–--ლის გერი მი------ ძუ-–--–--ლის არის არასრულწლოვანი, იგი დაბადებულია 2005 წლის 20 თებერვალს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- თა---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- თა---–--ლმა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მა----- თა---–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

მა----- თა---–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. (სსკ-ის 1261ე მუხლის პირველი ნაწილი)

 

მა----- თა---–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე(სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მა----- თა---–--ლის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს მა----- თა---–--ლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სასჯელის დანიშვნისას არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ბრალდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ითვალისწინებს, რა ბრალდებულის გულრწფელ მონანიებას, ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში, რაც გამოიხატა ალკოჰოლური სასმელის შეწყვეტასა და დაზარალებულებთან შერიგებაში და მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც უზრუნველყოფა სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ბრალდებულის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. მა----- თა---–--ლს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით - შეერჩა გირაო 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბრალდებული გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში. გირაო არ იქნა უზრუნველყოფილი.

 

2. მა----- თა---–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული-გირაო, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----- თა---–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. მა----- თა---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით .(2018 წლის 27 იანვრის ეპიზოდი)

 

3. მა----- თა---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. ( 2017 წლის და 2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა საბოლოო დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი დასაბოლოოდ მა----- თა---–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

6. მა----- თა---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.

 

7. მა----- თა---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 თებერვლის 00:15 საათიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე