განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
200100118002352131
დავის ტიპი
151 , 126 2 ბ
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002352131

N1/78-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

11 აპრილი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ------ ხ------–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: კასპის რაიონი სოფელი კ---------ი

მცხოვრები: ქ.თელავი, ალაზნის გამზირი (ა----------–------ს მიმდებარე ტერიტორია)

დაკავების თარიღი: 20. 02. 2018 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ ძალადობის ეპიზოდში დაადგინა:

 

1. 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით, დილის 08:00 საათზე, ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩებს შორის მდებარე საცხოვრებელ ოთახში, მ-----------–---–ის მეუღლემ, მ------ ხ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, მ------ ხ------–---–მა ხელი დაარტყა და საწოლიდან გადმოაგდო მ-----------–---–ი, თმაში წაავლო ხელი და თავის არეში ურტყამდა მუშტს, რა დროსაც მ-----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ოთახიდან გასასვლელი კარისკენ გაათრია, ღამის ტანსაცმლით გააგდო გარეთ და არ უშვებდა ოთახში. მ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ოთახში იმყოფებოდა მისი რვა წლის შვილი, ს-------- ხ------–---–ი, რომელიც სთხოვდა მამას, მ------ ხ------–---–ს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები.

 

სასამართლომ მუქარის ეპიზოდში დაადგინა:

 

2. 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით, დილის 08:00 საათზე, ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩებს შორის მდებარე საცხოვრებელ ოთახში, მ-----------–---–ის მეუღლემ, მ------ ხ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, მ------ ხ------–---–მა ხელი დაარტყა და საწოლიდან გადმოაგდო მ-----------–---–ი, თმაში წააავლო ხელი და თავის არეში ურტყამდა მუშტს, რა დროსაც მ-----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ოთახიდან გასასვლელი კარისკენ გაათრია, ღამის ტანსაცმლით გააგდო გარეთ და არ უშვებდა ოთახში. მ-----------–---–ის მიმართ განნხორციელებული ძალადობის დროს ოთახში იმყოფებოდა მისი რვა წლის შვილი, ს-------- ხ------–---–ი, რომელიც სთხოვდა მამას, მ------ ხ------–---–ს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები. მ-----------–---–ის ოთახში შესვლის შემდეგ მ------ ხ------–---–მა კარადის უჯრიდან აიღო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ იგი არ წავიდოდა სახლიდან. მ-----------–---–ს შეეშინდა, რომ მ------ ხ------–---–ი სისრულეში მოიყვანდა თავის მუქარას, რადგან ფიზიკურად ძალადობდა და ასევე იყო ძალიან აგრესიული. ამიტომ თავის შვილთან ს-------- ხ------–---–თან ერთად სასწრაფოდ დატოვა სახლი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - მაია გუპრაშვილის და ს-------- ხ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმის - ი----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ მ------ ხ------–---–ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ხ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

5. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6. სასამართლოს ბრალდებულ მ------ ხ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------ ხ------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. მ------ ხ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

10. მ------ ხ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მ------ ხ------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

12. მ------ ხ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

13. მ------ ხ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 20 თებერვლიდან, 2018 წლის 11 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური