განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
010100118002326441
დავის ტიპი
276 1
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002326441

საქმე №1-185/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.04.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-------------–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გე-----------–---–ი

მამის სახელი: ხ----ი

დაბადებული: 0--03.1971 წელი

პირადი ნომერი: 6---------9

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, სოფელი ქვ---------ა

 

ადვოკატი - ლა–----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172120118002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, გე-----------–---–ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მ----ს’’ მარკის სახ.ნომრით W-------- სატვირთო ავტომობილით, მოძრაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუ–-----ს საავტომობილო გზაზე ქ.ქობულეთიდან სოფელ ხუ–-----ს მიმართულებით. მსვლელობისას ავტომობილის მძღოლმა გე-----------–---–მა - ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ჯე---–----–------–ის მართვის ქვეშ მყოფ ,,მ----ს’’ მარკის სახ.ნომრით G-------- სატვირთო ავტომობილს, რის შედეგადაც ჯე---–----–------–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 06 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2018 წლის 12 იანვარს ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ჯე---–----–------–ის მართვის ქვეშ მყოფ ,,მ----ს’’ მარკის სახ.ნომრით G-------- სატვირთო ავტომობილს, რის შედეგადაც ჯე---–----–------–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2.4. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით Nს------, 26.06.2018წ დადგენილია:

1) ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილზე ,,M--’’ სახ.ნომ G-------- არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.

2) ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან, მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.

3) ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილზე ,,M--’’ სახ.ნომ W-------- არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.

4) ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან, მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. (იხ დასკვნა ს.ფ.92-95)

 

2.5. ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №1---, 29.01.2018წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გე-----------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ჯე---–----–------–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. (იხ დასკვნა ს.ფ.96-99)

 

2.6. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0--------, 29.01.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ჯე---–----–------–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. (იხ დასკვნა ს.ფ.100-103)

 

2.7. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N0--------, 29.01.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ გე-----------–---–ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. (იხ დასკვნა ს.ფ.104-107)

 

2.8. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------- 30.01.2018წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ჯე---–----–------–ი 12.01.2018წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა ტაბუხის ფოსოს უკანა კიდის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის ამოვარდნილობა, დიდი ზომის დაჟეჟილი ჭრილობა თავის არეში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა ს.ფ.108-110)

 

2.9. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: ჯე---–----–------–ის, გე-----------–---–ის, გო----------–--------------------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე-----------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე-----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 12 იანვარს ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, ჯე---–----–------–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული გამოძიებაში დაკითხვის ოქმით და სასამართლოშიც აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული გე-----------–---–ი ნასამართლობის არმქონეა. აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულს მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურა; ბრალდებულის განმარტებით მას შესაკეტებელია აქვს დაზიანებული ავტომანქანები, რომლისთვისაც მზად არის და რომელსაც შეძლებს ავტომანქანაზე ისევ საქმიანობის გაგრძელებით, რისთვისაც მისთვის მნიშვნელოვანია მართვის მოწმობა შეუნარჩუნდეს;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გე-----------–---–ის უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, გე-----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,მ----ს’’ მარკის სახ.ნომრით W-------- სატვირთო ავტომობილი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,მ----ს’’ მარკის სახ.ნომრით C-------- სატვირთო ავტომობილი; ავტომობილებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები; ჯე---–----–------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი; გე-----------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი; ჯე---–----–------–ისგან აღებული სისხლის ნიმუში და გე-----------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გე-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,M--’’-ის მარკის სახ.ნომრით W-------- სატვირთო ავტომობილი, რომელიც განთავსებულია ქ.ქობულეთი, კლდიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ,,ე------ის’’ დასახლებაში მდებარე ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,M--"-ის მარკის სახ.ნომრით C-------- სატვირთო ავტომობილი, რომელიც განთავსებულია ქ.ქობულეთი, კლდიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ,,ე------ის’’ დასახლებაში მდებარე ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომობილებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჯე---–----–------–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გე-----------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ჯე---–----–------–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გე-----------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუ–-----ს პოლიციის განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე