განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
140100118002355641
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002355641

N1/100-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

10.04.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორები - ნ--- გუგუტიშვილი, თეონა გურგენიშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - მევლუდ ჩოფლიანი

 

ბრალდებული - მ--------- გ------ის ძე გ-----–-ა, დაბადებული 1--- წლის 15 მარტს, საშუალო განათლებით, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ს----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–-----–------------9.

 

კვალიფიკაცია

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 140-ე კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა „სკანიას“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ,,-------“, მისაბმელის ნომრით ,,--------“, რომელსაც მართავდა მ--------- გ-----–-ა. მძღოლმა მ--------- გ-----–-ამ გასწრების მანევრის შესრულებისას ვერ უზრუნველოყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის დანართის ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1-ის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „მაზდას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ,,F--------“, რომელსაც მართავდა ავთანდილ ქ-------ია. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო „მაზდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა - ა---------– ქ-------იამ, ხოლო მისი მგზავრები - რ---–----ი ქ-------ია, ვი-------ია ლ-–--ა, ბ-------- ქ-------ია, მ--------- ქ-------ია, ნ---- ვ-----ე და გ------ი ვ-----ე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზემოაღნიშნული ქმედებით მ--------- გ-----–-ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით.

 

მ--------- გ-----–-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დადასტურებულია მ--------- გ-----–-ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მ--------- გ-----–-ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------- გ-----–-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოცხრილი, მოწმეების - ა---------– ქ-------იას, მ--------- გ-----–-ას, რ---------–------–-–---–---------------------ს, შ------- ვ-----ის, ემ----- ლ-–--ას, ნ--- ვ-----ის, ი------------–--ს, თ--------------–--------–-------------------–----------------------------------------–--------------–---–--------–-----------–---------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ მ--------- გ-----–-ას გამოკითხვის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ამოღების ოქმები, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------------------------------------------------------------------------------------ დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, ამოღებული ნივთმტკიცებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--------- გ-----–-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო მ--------- გ-----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს მის მიერ ბრალის სრულად აღიარებას და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელ მონანიებას.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახეს და მართლსაწინააღმდეგო, ლეტალურ შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მ--------- გ-----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ, მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებლობით ჩადენილ, სატრანსპორტო დანაშაულთა რიგს, რასაც შედეგად მოჰყვა ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. გარდაცვლილთა უმრავლესობა, რომელთაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. დაზარალებულის უფლებამონაცვლეთა განმარტებებით, მათ ბრალდებულის მიმართ გააჩნიათ პრეტენზია და ითხოვენ მისი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. საქმის მასალების მიხედვით, მ--------- გ-----–-ას და მის ოჯახის წევრებს არ გამოუვლენიათ მისწრაფება არათუ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, არამედ მორალური მხარდაჭერა მაინც გამოეხატათ გარდაცვლილთა ოჯახებისათვის და შერიგებოდნენ მათ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: მ--------- გ-----–-ა 49 წლისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, დაკავებამდე დასაქმებული იყო კერძო სექტორში მძღოლად. საქართველოს შსს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, დანაშაულის ჩადენამდე, უახლოეს წარსულში, მ--------- გ-----–-ა არაერთხელ დაჯარიმებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--------- გ-----–-ა შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, მან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მ--------- გ-----–-ამ თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი მართლაც გულწრფელად ნანობს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა მისი ქმედებით გამოწვეული უმძიმესი შედეგის გამო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის, დაზარალებულთა ოჯახებისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. სასამართლოს აზრით, მ--------- გ-----–-ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. ამასთან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ხასიათის გათვალისწინებით, მას 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ზემოაღნიშნული სახე და ზომა შექმნის მ--------- გ-----–-ას რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „სკანიას“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „--------, მისაბმელის ნომრით „B------L“ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - თ-------- ბ----–---ს, „მაზდას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „F--------“, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - კ------------- ჯ---–-----ას, „სკანიას“ მარკის სატვირთო ავტომობილიდან და „მაზდას“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული მიკრონაწილაკები უნდა განადგურდეს, გარდაცვლილ რ---–----ი ქ-------იას ტანსაცმელი და პირადი ნივთები, ნ---- ვ-----ის, გ------ი ვ-----ის, ვი-------ია ლ-–--ას და ბ-------- ქ-------იას ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს, მ--------- გ-----–-ას ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მ--------- გ-----–-ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ა---------– ქ-------იას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა---------– ქ-------იას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 43-ე, 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, მე-200, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. მ--------- გ-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, რაც ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.

 

2. მსჯავრდებულ მ--------- გ-----–-ას ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 იანვრის 07:40 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ მ--------- გ-----–-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულ მ--------- გ-----–-ასათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· „სკანიას“ მარკის სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „--------, მისაბმელის ნომრით „B------L“, რომელიც ინახება შპს „გორი სიტის“ საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - თ-------- ბ----–---ს;

 

· „მაზდას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „F--------“, რომელიც ინახება შპს „გორი სიტის“ საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - კ------------- ჯ---–-----ას;

 

· „სკანიას“ მარკის სატვირთო ავტომობილიდან და „მაზდას“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული მიკრონაწილაკები განადგურდეს;

 

· გარდაცვლილ რ---–----ი ქ-------იას ტანსაცმელი და პირადი ნივთები, ნ---- ვ-----ის, გ------ი ვ-----ის, ვი-------ია ლ-–--ას და ბ-------- ქ-------იას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს;

 

· მ--------- გ-----–-ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს მ--------- გ-----–-ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

· ა---------– ქ-------იას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა---------– ქ-------იას.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე