გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
080210017002217443
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3863-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.03. 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ნონა ნი----–--ე

წარმომადგენელი - ხ---ა თ----ე

მოპასუხე - ვ--–--ო წ---–-----ი

წარმომადგენელი - დავით ჯ--–--–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.მარიამ წ---–-----ის სასარგებლოდ მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ზე ალიმენტის დაკისრება თვეში - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, შვილის სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე - ვ--–--ო წ---–-----თან. თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი: მარიამ წ---–-----ი - დაბადებული 2017 წლის 09 სექტემბერს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვ--–--ო წ---–-----თან ერთად აღარ ცხოვრობს, არასრულწლოვანი მარიამ წ---–-----ი კი აღსაზრდელად იმყოფება მასთან, ხოლო მამა შვილზე არ ზრუნავს.

როგორც არასრულწლოვანი შვილის დედას, სურს შვილი აღზარდოს ფიზიკურად, გონებრივად, ზნეობრივად. იზრუნოს მისი სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, შვილის უპირატესი ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. მაგრამ ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეუძლებელია მარტო მოსარჩელის სახსრებით, რადგან ის არის მარტოხელა, მცირეწლოვანი შვილის დედა, უმუშევარი. ბავშვს კი ელემენტალური საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, კვება, ჩაცმა, მედიკამენტები, განათლება და უამრავი ხარჯი ჭირდება, რათა ის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდეს, რაც მოსარჩელის ფინანსურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ის არის უმუშევარი და მარტოხელა დედა.

 

მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ამასთანავე თითოეული მშობელი ვალდებულია არჩინოს თავისი შვილები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში. თვით ბავშვის უფლებათა კონვეციის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს და აღიარებს ბავშვთა უფლებებსა და მშობლის ვალდებულებას იზრუნოს ბავშვის პირად და ოჯახურ-საცხოვრებელი პირობები დაცულ უნდა იქნას. ბავშვთა უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლი მშობელს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ცხოვრებისა და განვითარების სათანადო დონით. ბავშვებს აქვთ უფლება, რომ ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იქნან შესაბამისი საცხოვრებელი ფართით, განათლებით, ჯანდაცვით, სიცოცხლისა და განვითარების უფლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, „შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში“ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად: „მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ“.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდა მას არ შეუძლია, რადგან მისი ხელფასი შეადგენს 848 ლარს, აქედან მხოლოდ რჩება 224 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

მოპასუხის განმარტებით, თანახმაა შვილის სარჩოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 60 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1.მოსარჩელე ნონა ნი----–--ესა და ვ--–--ო წ---–-----ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, მარიამი წ---–-----ი, დაბადებული 2017 წლის 09 სექტემბერს. არასრულწლოვანი მარიამი წ---–-----ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ნონა ნი----–--ესთან.

მტკიცებულება:

დაბადების მოწმობა (ტ.1. იხ. ს.ფ. 15);

3.1.2. მოსარჩელე ნონა ნი----–--ე და ვ--–--ო წ---–-----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 01 დეკემბრიდან.

მტკიცებულება:

ქორწინების მოწმობა. (ტ.1. იხ. ს.ფ. 19);

 

3.1.3.დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვლის ცნობით, მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, მას ხელზე ასაღებად ეძლევა ხელფასი თვეში - 848,32 ლარის ოდენობით, საიდანაც - 424,16 ლარი ირიცხება სააღსრულებო ბიუროში.

მტკიცებულება:

- ცნობა.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. 2017 წლის 15 ნოემბრის ხელწერილით ირკვევა, რომ ვ--–--ო წ---–-----ის განმარტებით, მას ჰყავს ორი თვის შვილი, რომელიც იზრდება დედასთან ნონა ნი----–--ესთან და ვ--–--ო წ---–-----ი დედას, თავისი შვილის სასარგებლოდ 2017 წლის 21-დან 25-ის ჩათვლით დაეხმარება ფინანსურად 150-დან 300 ლარამდე. ამასთან განმარტავს, რომ მას სხვა საშუალება არ აქვს და სახლი სადაც ის ცხოვრობს ეკუთვნის თავის მამას, ილია წ---–-----ს, რომლის თანხმობის გარეშეც მას არ შეუძლია სახლში საცხოვრებლად დაიტოვოს თავისი ცოლი და შვილი.

მტკიცებულება:

- დაბადების მოწმობა

- ქორწინების მოწმობა

- ხელწერილი

 

3.2.2.დადგენილია, რომ 2018 წლის 02 თებერვლის ცნობით, მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ი არის ი/მ ლელა ყაყიტაშვილის „მსესხებელი“, რომლის წინაშეც აქვს დავალიანება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, გამსესხებლის სასარგებლოდ ვ--–--ო წ---–-----ი ახორციელებს გადახდას თვეში - პროცენტი 210 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

-ცნობა

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლით მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ს შპს „ქართუ კაპიტალის“ მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც შეადგენს 2923,64 ლარს. სააღსრულებო ფურცლით კრედიტორი ითხოვს, რომ ვ--–--ო წ---–-----ს შპს „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ დაუკავდეს ხელფასის 50%, რომლითაც მოხდება დავალიანების დაფარვა.

მტკიცებულება:

- სააღსრულებო ფურცელი

- სესხის გადახდის გრაფიკი

 

3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

3.2.5.სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1.სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციით.”

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.2. დადგენილია რომ მოსარჩელე ნონა ნი----–--ესა და ვ--–--ო წ---–-----ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, მარიამი წ---–-----ი, დაბადებული 2017 წლის 09 სექტემბერს. არასრულწლოვანი მარიამი წ---–-----ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ნონა ნი----–--ესთან.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის –აღზრდაში მონაწილეობის მიღება თანაბრად ეკისრებათ მის მშობლებს: ნონა ნი----–--ეს და ვ--–--ო წ---–-----ს, დადგენილია, რომ მარიამი წ---–-----ი, იზრდება დედასთან და ის ახორციელებს მის მოვლა-პატრონობასა და აღზრდას.

 

6.4.კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

6.5.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6...ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ეყრდნობა, რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციას” მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----მა, უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური პურისა და რძის ნაწარმის ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 150 ლარით, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს, მისი ახსნა-განმარტების მიუხედავად, რადგან მოპასუხე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. ამასთან, მის მიერ აღებული სხვა ფინანსური ვალდებულებები წარმოადგენს ვადიან ფინანსურ ვალდებულებებს, რაც არ გამორიცხავს შვილის სარჩოდ ალიმენტის დაკისრებას, რადგან როგორც აღინიშნა, ბავშვის აღზრდის ინტერესები უპირატესია სხვა სამოქალაქო ვალდებულებებთან შედარებით.

 

ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე ნონა ნი----–--ის თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს შვილს საარსებოდ საშუალებები, რადგან შვილების მიმართ, ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულების პრინციპი ასევე აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-18 მუხლით - მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

6.7. სასამართლო მხარეებს მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. შვილის გონებრივი და ფიზიკური განვითარება მშობლების პრიორიტეტი უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი ვერ გადაიხდის მისი შვილის სასარგებლოდ ალიმენტს 150 ლარის ოდენობით.

 

6.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რადგან მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლების საპირწონე მტკიცებულება.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%. დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სსს კოდექსის 41-ე მულით. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტით - დავის საგნის ფასი განისაზღვრება - ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სცნო 60 ლარის ნაწილში და იგი სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამ ნაწილში სას. ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე გიორგი ტოფაძეს მისი შვილის ნიკოლოზი ტოფაძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ანუ დაკისრებული (არ სცნო 90 ლარი) ალიმენტის 90X12=1080. 1080:100X3=32.40.

შესაბამისად, მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 32.40 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნონა ნი----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ს, შვილის - მარიამი წ---–-----ის (დაბ. 2017 წლის 9 სექტემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 15 დეკემბერი, შვილის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე ვ--–--ო წ---–-----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 32.40 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე