განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
010100118002363882
დავის ტიპი
276 6
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002363882

საქმე N1-273/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.04.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

1. ბრალდებული: თე-----------------ი

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 2--07.1976 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე.

მისამართი: ქ. ქობულეთი, დ. ო--------------------------------.

 

ბრალდებულის ადვოკატი - პა---------–----ე

 

თარჯიმანი - ზი----------------ნი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172140118002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 იანვარს, თე-----------------ი, მთვრალ მდგომარეობაში მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,, ნ-----------ს’’ მარკის სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომობილით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩ-------ში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობის დროს მძღოლმა თე-----------------მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31 მუხლის 18 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნა--------------ს და ამ უკანსკნელის მცირეწლოვან შვილს ფი-–-----------ეს. შეჯახების შედეგად ნა--------------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ფი-–-----------ე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

2.1 ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი ქმედება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 28 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3 ნარკოლოგი----- შემოწმების და ფსიქოტროპული ექსპერტიზის დასკვნით N 9---- 15.01.2018წ. დადგენილია, რომ თე-----------------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგი----- მასალის (შარდი) იმუნოქიმი----- სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), დადუგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

 

2.4 ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით N00268518, 15.01.2018წ. დადგენილია, რომ თე-----------------ი იმყოფებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

 

2.5 სატრანსპორტო-ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით №ს/ტ-11, 15.01.2018წ დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილზე მარცხენა კარის უკანა ნაწილზე, მარცხენა კარის ზედა ნაწილზე, მარცხენა უკანა ფრთის წინა ნაწილზე, მარცხენა შუა საყრდენზე და ძარის სახურავის მარცხენა ნაწილზე არსებული დაზიანება თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან (როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, ხოლო ავტომობილზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის.

 

წარმოდგენილი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

 

2.6 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №1---- 15.01.2018წ დადგენილია, რომ მძღოლ თე-----------------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31 მუხლის 18 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

2.7 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 26.02.2018წ დადგენილია, რომ ფი-–-----------ის სიკვდილის მიზეზია - სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი გარსის ქვეშ, ნათხემსა და მოგრძო ტვინში, ტვინის რბილ ქსოვილებზე ზეწოლით, ქალა სარქველის და ფუძის ძვლების მოტეხილობით, რაც გამოწვეულია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმის შედეგად.

გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 08 საათისა.

ფი-–-----------ის გვამზე აღენიშნებოდა პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ბლაგვი დახურული ტრავმა, ქალა სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობა. სისხლჩაქცევები რბილი საფარის ქვეშ, თავის ტვინის რბილ ქსოვილებში, ნათხემში და მოგძრო ტვინში, ტვინის მაგარი გარსის ქვეშ ტვინის რბილ ნივთიერებაზე ზეწოლით, თავის ტვინის რბილი გარსების იმბიბიცია სისხლით, მარჯვენა ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობა. მრავლობითი ჭრილობები, სისხლჩაქცევები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში /ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში/. ყველა ზემოთ აღნიშნული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთად აღებული ცოცხალ პირებში, მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დაზიანებების განვითარება შესაძლებელია ავტომანქანის შეჯახების შედეგად.

 

2.8 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 19.02.2018წ დადგენილია, რომ ნა--------------ს წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით 14.01.18წ მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარცხენა მხარის დიაფიზის მოტეხილობა, მარცხნივ კისრის მიდამოს ნაფლეტი ჭრილობა, ხელხემლის დახურული ტრავმა, I-II-III მალების განივი მორჩების მოტეხილობა მარცხნივ. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.9 მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით ( მოწმეების მირზა ასამბაძის, ნა--------------ს, მუხამედ შაინიძის, ავთანდილ ტუღუშის, მზექალა ჭაღალიძის, ბეგლარ ქამაშიძის, ლაშა ნანაძის, ადემ ბერიძის გამოკითხვის ოქმები, გვამის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნა, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა თე-----------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე-----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 14 იანვარს ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რამაც გამოიწვია ნა--------------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ფი-–-----------ის გარდაიცვალება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს; თე-----------------ი არ არის ნასამართლევი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დანაშაულებრივი ქმედებით დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თე-----------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

რაც შეეხება სასჯელის ზომას, - სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, თე-----------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, თე-----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, - ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებით დამდგარი მძიმე შედეგის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

მას ასევე განსაზღვრული დროით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს - ავტომანქანა ,,ნ-----------’’, სახელმწიფო ნომრით B--------, რომელიც განთავსებულია ქ. ქობულეთში, თა--------–---------------ში ავტოსაჯარიმოზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფი-–-----------ის, ნა--------------ს და თე-----------------ის ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული თე-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით

 

მსჯავრდებულ თე-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.

 

მსჯავრდებულ თე-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ნ-----------’’, სახელმწიფო ნომრით B--------, რომელიც განთავსებულია ქ. ქობულეთში, თა--------–---------------ში ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფი-–-----------ის, ნა--------------ს და თე-----------------ის ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე