განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
090100118002369463
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე (1/ 5 –2018) 090100118002369463

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2018 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ც--------–----

ადვოკატის - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ც--------–---- მიმართ

მამის სახელი: ტ----------

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო,---------–-------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება:ა---------–-----–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ა-------–---------------–-----------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ა-------–---------------–------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.–--------–----, 2018 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ა-------–--------------------------–-------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, გვარის უმიზეზოდ შეგინებისათვის შენიშვნის მიცემის გამო, განაწყენების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა დედა– დ--–----------, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

მანვე, 2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 10 საათზე, ა-------–--------------------------–-------ში, წინა ღამით ჩადენილი ცემისათვის საყვედურის თქმის გამო, განაწყენების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ცემა და წელის არეში თოხის ტარი დაარტყა დედას – დ--–----------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 4 პრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.174–178).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.–--------–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–-------------------–------------ელოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 9 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ც--------–---- მიერ დ--–----------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა მხვერპლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვეპრლი იმყოფება(ს.ფ.17–18).

 

6.დაზარალებულ დ--–----------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მის შვილს, ც--------–---ს, სიმთვრალეში აქვს ცუდი ხასიათი და მის მიმართ ავლენს აგრესიას. მას უნდა სახლში უფროსობა, მაგრამ რადგან სახლი და ყველა საბუთი მის სახელზეა, ამის გამო ედავება, თუმც ცოლ–შვილს არ ერჩის. 2018 წლის 8 თებერვალს სახლში მივიდა ნასვამი. არ უყვარს შენიშვნები. როცა სიმთვრალის გამო უსაყვედურა, მან შეაგინა დედა და გვარი. რაც ვერ მოითმინა და შეეკამათა გინების გამო. რა დროსაც მივიდა და დამჯდარს დაუწყო ცემა. განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სიტუაცია განმუხტა რძალმა და მეზობელმა – ო---------–----- მეორე დილით უსაყვედურა ცემისა და გინების გამო, დაემუქრა, თუ მსგავს საქციელს ჩაიდენდა პოლიციაში დააბეზღებდა. რაზედაც გაბრაზდა, უთხრა რომ სახლი მისი იყო, მოუჭირა ხელი სახის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაარტყა ხელი და იქვე არსებული თოხი, ტარის მხრიდან. (დაზარალებულის დაკითხვის ოქმი ,ს.ფ.71–73).;

 

7.მოწმის სახით დაკითხული ს--–---------------ბრალდებულის მეუღლე) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით ადასტურებს 2018 წლის 8 თებერვალს ც--------–---- მიერ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის ფაქტს (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 61–63);

 

8.მოწმის სახით დაკითხული მ--–--------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 თებერვალს საღამოს საათებში და ამავე წლის 9 თებერვალს დილის საათებში ც--------–---მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა დედა – დ--–---------- (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 64–66);

 

9.2018 წლის 11 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ც--------–---მ დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე და 9 თებერვალს დაახლოებით 10 საათზე (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.84–87);

 

10.სსიპ ლ----------------–--------–----------მართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის №5--------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტსციის(ა-------–--------–---------------–----ი ჯანდაცვის ცენტრი“, ცნობა N98, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 2018 წლის 9 თებერვლით)მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე დ--–----------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 9 თებერვალს 15:30 საათიდან 16:10 საათამდე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში გარეთა ზედაპირზე.

 

დაზიანება სისხლჩაქცევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.(ს.ფ.117–118).

 

11. ც--------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 10 თებერვლის არასრულწლოვანი მოწმე ლ--------–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე ს--–--------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე მ--–--------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 10 თებერვლის მოწმე ო---------–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 11 თებერვლის მოწმე შ---------–---- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 9 თებერვლის და 10 თებერვლის დაზარალებულ დ--–----------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 10 თებერვლისა და 11 თებერვლის ბრალდებულ ც--------–---- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 9 თებერვლის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით; 2018 წლის 9 თებერვლის ც--------–---- ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით; 2018 წლის 9 თებერვლის სამედიცინო შემოწმების შესახებ უფლების განმარტების ოქმით; 2018 წლის 9 თებერვლის ოქმით ნათესავის დაკავებაზე შეტყობინების შესახებ; 2018 წლის 9 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2018 წლის 10 თებერვლის ოქმით არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 10 თებერვლის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2018 წლის 11 თებერვლის ოქმით მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 14 თებერვლის ოქმით ადვოკატის გამოცხადებისა და ორდერის წარმოდგენის შესახებ;

2018 წლის 9 თებერვლის დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 9 თებერვლის ცნობებით ც--------–---- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 12 თებერვლის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ც--------–---- შესახებ; 2018 წლის 13 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ც--------–---- შესახებ; ც--------–---- 2005 წლის 30 ივნისის განაჩენის ასლით; 2018 წლის 9 თებერვლის შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ; დ--------------- 2018 წლის 10 თებერვლის განცხადებით ავადმყოფობის ისტორიის ამოღებაზე; 2018 წლის 9 თებერვლის დ--–----------- ფორმა N100–თ; 2018 წლის 9 თებერვლის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; გ--------------–---- არასრულწლოვანების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატით; 2018 წლის 10 თებერვლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2018 წლის 11 თებერვლის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2018 წლის 13 თებერვლის ცნობით ც--------–---- შემოსახლების შესახებ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით ც--------–---- შესახებ; 2018 წლის 26 თებერვლის ცნობით ც--------–---- გათავისუფლებაზე; 2018 წლის 22 თებერვლის გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; 2018 წლის 21 მარტის ადვოკატის მიმართვითა და მასალებით გირაოს სანაცვლოდ ქონების დაყადაღებაზე; სასამართლოს განჩინებით გირაოს სანაცვლოდ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ც--------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი).

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ც--------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი).

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

15. ც--------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16. ც--------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ც--------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ც--------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ც--------–---- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ც--------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის(2018 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი)– თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ც--------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი.

 

2.მსჯავრდებულ ც--------–---ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 თებერვლის 15:00 საათიდან 2018 წლის 21 თებერვლამდე.

 

3.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი თოხი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართგველოში განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ც--------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.გაუქმდეს ბრალდებულ ც--------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ც--------–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად შ------------------ (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000(ხუთიათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას –მიწის ნაკვეთს, მდებარე ა-------–-------------------------–--------–--ში (ნაკვეთი – 022, დაზუსტებული ფართობი 50------------------–-------------------------------------------------

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი