განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002168982
საქმე #1-1000/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----–----–---------ს
ბრალდებულის - ბ------ ჯ----ის
ადვოკატის - რ--------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1711809170-- საქმე,ბრალდებულ ბ------ ჯ----ის მიმართ
მამის სახელი: მ--–-----
დაბადებული: 22.09.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 20:00 საათის შემდგომ, გ-------–----–------–---- ქუჩა N8-ში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბ------ ჯ----მა დანის გამოყენებით ფ------- წ---–-----ეს მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
2. 2017 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 20:00 საათის შემდგომ, გ-------–----–------–---- ქუჩა N8-ში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბ------ ჯ----მა დანის გამოყენებით რ----- წ---–-----ეს მიაყენა ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ბრალდებულმა ბ------ ჯ----მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ ჯ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
6. დაზარალებულების - რ----- წ---–-----ის და ფ------- წ---–-----ის ჩვენებები, მოწმეების - ს---–-------–--------–------------------------------------------------–-------–---–--------------------------------–-------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------------–---–ის ჩვენებები; 2017 წლის 18 სექტემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით; ინციდენტში მონაწილე პირების (ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმეების) ტანსაცმლის ამოღების ოქმები; 2017 წლის 19 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ფოტოცხრილით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--486717 დასკვნა, რომლის თანახმად, ფ------- წ---–-----ეს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა ღვიძლის დაზიანებით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. გულ-მკერდის ზედა ზედაპირზე მარჯვნივ და მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--485117 დასკვნა, რომლის თანახმად, რ----- წ---–-----ეს აღენიშნებოდა ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ------ ჯ----მა, 2017 წლის 18 სექტემბერს, დანის გამოყენებით, ფ------- წ---–-----ეს მიაყენა დაზიანებები, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მანვე, რ----- წ---–-----ეს მიაყენა დაზიანებები, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ------ ჯ----ის ბრალდების დადასტურება.
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება :
20. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ბ------ ჯ----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა რ----- წ---–-----ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ასევე ფ------- წ---–-----ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120 მუხლით, ამიტომ მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
21. ბ------ ჯ----ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
22. ბ------ ჯ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
2-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
29. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლი, დანაშაულის ჩადენის დღეს მოქმედი რედაქციით - ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
30. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, დაზარალებულთან შერიგების და ზიანის ანაზღაურების ფაქტი.
31. სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ------ ჯ----ს, რომელიც არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ითანამშრომლა გამოძიებასთან (მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე), სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და ვინაიდან ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
3-. საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ბ------ ჯ----ის, რ----- წ---–-----ის და ფ------- წ---–-----ის სისხლის ნიმუშები ერთ პაკეტად, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თანსაცმელი და ფეხსაცმელი, მაჯის საათი, ასევე ქეთევან გოგუაძისაგან ამოღებული ნივთები, თ------ ჯ----ისაგან ამოღებული ნივთები, ამირან ჯიჯავაძისაგან ამოღებული ნივთები, რ----- ნ--------ისაგან ამოღებული ნივთები და სულხან მელაძისაგან ამოღებული ნივთები, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილს პირებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ბ------ მ--–-----ს ძე ჯ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი (სასჯელის 1/3), სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ------ ჯ----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი (სასჯელის 1/3), სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ------ ჯ----ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან.
მსჯავრდებული დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 19 სექტებრიდან 2017 წლის 27 სექტემბრამდე.
მსჯავრდებულ ბ------ ჯ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას შოთა ჯ----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხულოს რაიონი სოფელი სკვანა, საკადასტრო ნომერი N2-.10.3-.0-- – 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ასევე ბ------ ჯ----ის, რ----- წ---–-----ის და ფ------- წ---–-----ის სისხლის ნიმუშები ერთ პაკეტად, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მაჯის საათი, ასევე ქეთევან გოგუაძისაგან ამოღებული ნივთები, თ------ ჯ----ისაგან ამოღებული ნივთები, ამირან ჯიჯავაძისაგან ამოღებული ნივთები, რ----- ნ--------ისაგან ამოღებული ნივთები და სულხან მელაძისაგან ამოღებული ნივთები, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი