გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002242037
#2/2-18 წ.
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.04.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
მოსარჩელე: შპს „ო--–--- ფ------“
წარმომადგენელი: ნ---- გ-------–---–ი
მოპასუხე: თ--------------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გამოარკვია
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შპს „ო--–--- ფ------ “-ის (ს.ნ.4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - თ--------------–---–ის (პ.N.3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე - შპს „ო--–--- ფ------“-ის სასარჩელო მოთხოვნა თანხების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით:
1. მოსარჩელე - შპს „ო--–--- ფ------“-ის (ს.კ.4--------) სარჩელი, მოპასუხე - თ--------------–---–ის (პ.№3----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - თ--------------–---–ს, შპს „ო--–--- ფ------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 375.00 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 250.00 ლარი, პროცენტი - 49.60 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 75.40 ლარი.
3. მოპასუხე თ--------------–---–ს დაეკისროს შპს „ო--–--- ფ------“-ის სასარგებლოდ (სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა) 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. განემარტოს მოპასუხეს, რომ მას შეუძლია შეიტანოს საჩივარი საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქ. N3) ამ გადაწყვეტილებაზე 10 (ათი) დღის განმავლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ”გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მსჯელობა მოიცავდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ უმსჯელია, რაც წარმოადგენს ხარვეზს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია თავისი ინიციატივით იმსჯელოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის ირგვლივ, განიხილოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი, რის თაობაზეც დანიშნა სასამართლო სხდომა და მოიწვია მხარეები.
ამასთან მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 03 აპრილს განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის განხილვა.
სასამართლოს სხდომაზე მხარეები არ გამოცხადებულან, თუმცა წარმოდგენილი განცხადებით, სასამართლოსთვის ცნობილია, მოსარჩელე მხარის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიაჩნია, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და შპს „ო--–--- ფ------“ უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველის ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, „იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ”დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
11. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. (29.06.2007. N5124)
2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. “ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 261-ე, 284-285-ე. 414-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი;
შპს „ო--–--- ფ------“-ის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში 12 დღის განმავლობაში მოსარჩელისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან, რის შემდეგაც კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი