გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017002112484
საქმე №3/65-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03. 04.2018 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური.
წარმომადგენელი - მა------ გე–--ე
მოპასუხეები - შპს „ბ------“, შპს „ი----–----“, ბე-- ბუ--------ე, შო--- კ------ე
წარმომადგენელ - ა-- ბუ-------–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს შ.პ.ს. „ბ-------“-ის (ს/კ 4--------), შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------), ბე-- ბუ--------ის (პ/ნ 3----------) და შო--- კ------ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს „ბ------“-ს 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 18624.61 ლარის ოდენობით. საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბე-- ბუ--------ე (პ/ნ 3----------), რომლის საქმიანობის სფეროა შერეული საქონლით ვაჭრობა, ფაქტიური მის; თბილისი, დიდუბე - ჩუღურეთის რაიონი, თ--------- მ-------–-- N1-. საგადასახდო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2016 წლის თვეების (ივნისი - დეკემბერი) დღგ-ს დეკლარაციებით და 2015 წლის მოგების დეკლარაციით. 21.05.2010წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ი/მ „ბე-- ბუ--------ე“ (ს/ნ 3----------), რომელმაც 11.08.201-წ რეგისტრაციაში გაატარა სალარო აპარატი (DY 0-------) იმავე მისამართზე, სადაც ფუნქციონირებდა შპს „ ბ------“ (ს/ნ 4--------, თბილისი, თ--------- მღ-----–-- ქ. N1-) და პარალელურად გააგრძელა იგივე საქმიანობა (შერეული საქონლით ვაჭრობა).
2017 წლის 01 თებერვალს შო--- კ------ეს (პ/ნ 3----------0 სახელზე 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „ი----–----“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა. 2017 წლის 10 თებერვალს, მას შემდეგ რაც შპს „ ბ------“ -მა შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა შპს „ი----–----“-ს სახელზე დარეგისტრირდა საკონტროლო სალარო აპარატი იგივე მისამართზე (თბილისი, თ--------- მღ-----–-- ქ. N1-) და გააგრძელა იგივე სამეწარმეო საქმიანობა.
მოსარჩელის მითითებით, ი/მ „ბე-- ბუ--------ემ“ რეგისტრაციაში გაატარა საკონტროლო სალარო აპარატი (DY 0-------), რომელიც რეგისტრირებული იყო ი/მ „შო--- კ------ის“-ს სახელზე, ხოლო შპს „ბ------“-ის რომლის დამფუძნებელი და დირექტორია ბე-- ბუ--------ე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შო--- კ------ის ელ ფოსტა.
მოსარჩელის მითითებით, შპს „ბ------“-ის მიერ (რომლის საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შო--- კ------ე (პ/ნ 3----------) ელ.ფოსტა) საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, შო--- კ------ის სახელზე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------), რეგისტრაცია და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის განხორციელება პარალელურად იგივე ობიექტზე ი/მ ბე-- ბუ--------ის იგივე პროფილით საქმიანობა, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა ი/მ „შო--- კ------ის“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი (DY 0-------) მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
აღნიშნულ გარემოებები კი მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს შპს „ბ------“-ის (ს/კ 4--------), შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------), ბე-- ბუ--------ის (პ/ნ 3----------) და შო--- კ------ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შპს „ი----–-----“ და შო--- კ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა შპს „ბ------“-ის, შპს „ი----–----“-ს, ბე-- ბუ--------ის და შო--- კ------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის ერთიან საფუძველს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. ბე-- ბუ--------ე და შო--- კ------ე და ასევე მათ სახელზე რიცხული საზოგადოებები არა--ირ ურთიერთ კავშირში არც ყოფილან და არც დღეის მდგომარეობით არ არიან. მოპასუხეები ერთმანეთს იცნობენ, ვინაიდან არიან ერთი რაიონიდან წარმოშობით. ორივე პირს და ორივე შპს საქმიანობა ერთი და იგივე მისამართზე განპირობებულია იმით, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს სავაჭრო ცენტრი „თ-----“ სადაც ათეულობით სამეწარეო სუბიექტია განთავსებული, რომელთა მისამართიც არის ერთი და იგივე: თ--------- მ-------–-- 1- ნომერი. შო--- კ------ე თავდაპირველად რეგისტრირებული იყო ი/მ-ედ, თუმცა ეკონომიური საქმიანობა შეწყვიტა და მისი რეგისტრაცია გაუქმდა 2013 წლის 01.04. სალარო აპარატი, რომლითაც სარგებლობდა და გაყიდა და შეიძინა ბე-- ბუ--------ემ, რომელიც იმ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა იგივე მისამართზე - ბაზრობაზე „თ-----“-ს ტერიტორიაზე. 2017 წლის 01 თებერვლის მისი 100% წილობრივი მონაწილეობით, დაარეგისტრირა შპს „ი----–----“ რომელიც წარმოადგენს მისი ოჯახის ბიზნეს და წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროს დღესაც. ბე-- ბუ--------ე 2010 წლის 21 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირდა ი/მ-ედ ხოლო 2013 წლის 27 მარტს მის მიერ დარეგისტრირებული იქნა შპს „ბ-------“. ორივე შემთხვევაში მისი საქმიანობის ადგილმდებარეობა გახლდათ ბაზრობა - „თ-----“-ს ტერიტორია, რომელიც მოწესრიგებული იყო შესაბამის ხელშეკრულებებით. წარმოშობილი ეკონომიური სირთულეების გამო შპს „ბ------“-ს ერიცხება გარკვეული საგადასახდო დავალიანება.
მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ ფაქტობრივ გარემოებად იმის მითითება, რომ 2013 წლის შპს „ბ------“-ს რეგისტრაციისას საკონტაქტო ინფორმაციად შო--- კ------ის ელექტრონული მისამართი იქნა მითითებული, არის შემთხვევითობა. 2013 წელს შეუძლებელი იქნებოდა ბე-- ბუ--------ეს და შო--- კ------ეს წინასწარ დაეგეგმათ, 4 წლის შემდეგ წარმოშობილი საგადსახადო დავალიანებისგან თავის არიდება. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს მოპასუხეთა ცრუმაგიერობას (იხ.სხ.ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს „ბ------ “ (ს/კ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 27 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ბ--------, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბე-- ბუ--------ე (პ/ნ 3----------), მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა. ფაქტიური მისამართია: ქ. თბილისი, დიდუბე - ჩუღურეთის რაიონი, თ--------- მღ----–-- ქ. N 1-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 28-29);
- 14.09.2017 წლის საჯარო რეესტრის წერილი (იხ. ს.ფ. 48);
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
3.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „ბ------“-ს 2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 18624.61 ლარის ოდენობით. 2016 წლის 19 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება., რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2016 წლის 21 ივლისს.
საგადასახდო დავალიანება წარმოშობილია საგადსახადო დეკლარირების შედეგად 2016 წლის თვეების (ივნისი - დეკემბერი) დღგ-ს დეკლარაციებით და 2015 წლის მოგების დეკლარაციით.
2017 წლის 24 იანვარს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N021-87 ბრძანება შპს „ბ------“ (ს/კ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2017 წლის 27 იანვარს. დადგენილია, რომ შპს „ბ------ “-ს საკუთრებაში ან/და ბალანსზე რაიმე სახის უძრავ - მოძრავი ქონება, ასევე წილი და აქციები მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნია. შპს „ბ------ “-ს საკუთრებაში ერიცხება ერთი ერთეული საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც დაყადაღებულ იქნა 22.02.2017 წელს, შეფასდა 150 ლარად.
დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, შპს „ბ------“ -მა შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ .19)
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 24 იანვრის N021 - 87
ბრძანება (იხ. ს.ფ. 22);
- ელექტრონული ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20-21)
- ელექტრონული ამონაწერი (იხ. ს.ფ. 23)
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი (იხ. ს.ფ. 25)
- ამონაწერი ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.37)
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
3.3. დადგენილია, რომ 21.05.2010წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ი/მ „ბე-- ბუ--------ე“ (ს/ნ 3----------), რომელმაც 11.08.201-წ რეგისტრაციაში გაატარა სალარო აპარატი (DY 0-------) იმავე მისამართზე, სადაც ფუნქციონირებდა შპს „ ბ------“ (ს/ნ 4--------, თბილისი, თ--------- მღ-----–-- ქ. N1-) და პარალელურად გააგრძელა იგივე საქმიანობა (შერეული საქონლით ვაჭრობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30);
- ელექტრონული ამონაწერი სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)
3.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 თებერვალს შო--- კ------ეს (პ/ნ 3----------0 სახელზე 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო შპს „ი----–----“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა. 2017 წლის 10 თებერვალს, მას შემდეგ რაც შპს „ბ------“ -მა შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა შპს „ი----–----“-ს სახელზე დარეგისტრირდა საკონტროლო სალარო აპარატი იგივე მისამართზე (თბილისი, თ--------- მღ-----–-- ქ. N1-) და გააგრძელა იგივე სამეწარმეო საქმიანობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 34);
- ელექტრნული ბაზის მონაცემები (იხ. ს.ფ. 36);
- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
3.5. დადგენილია, რომ ი/მ „ბე-- ბუ--------ე“-მ რეგისტრაციაში გაატარა საკონტროლო სალარო აპარატი (DY 0-------), რომელიც რეგისტრირებული იყო ი/მ „შო--- კ------ის“-ს სახელზე, ხოლო შპს „ბ------“-ის რომლის დამფუძნებელი და დირექტორია ბე-- ბუ--------ე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შო--- კ------ის ელ ფოსტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული ბაზის მონაცემები (იხ. ს.ფ.32 );
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (იხ. ს.ფ.28 ),- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
-
3.6. დადგენილია, რომ შო--- კ------ემ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს 2013 წლის 28 მარტს ეკონომიური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. შო--- კ------ემ საქმიანობა შეწყვიტა და რეგისტრაცია გაუქმდა 2013 წლის 01 აპრილს. ასევე, შემოსავლების სასმსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ბე-- ბუ--------ემ საქმიანობა შეწყვიტა 2017 წლის 08 ნოემბერს.
ასევე, დადგენილია, რომ თ--------- მღ----–-- ქ. N 1- წარმოადგენს ბაზრობა „თ-----“-ს ტერიტორიას და აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია სხვა სამეწარმეო სუბიექტებიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები შემოსავლების სამსახურიდან (იხ. ს.ფ.1-7-1-9);
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, სალარო აპარატის ქვითრები (იხ. ს.ფ.154-159),- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
3.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით შ.პ.ს. „ბ-------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 20097,02 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „ბ------“-ს საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შო--- კ------ის ელ. ფოსტა. ასევე, საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, შო--- კ------ეს (პ/ნ 3-----------) სახელზე 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------) რეგისტრაცია და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის განხორციელება პარალელურად იგივე ობიექტზე ი/მ ბე-- ბუ--------ის მიერ იგივე პროფილით საქმიანობა, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა ი/მ ი/მ „შო--- კ------ის“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი (DY 0-------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ.146)
- რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 28);
-ელექტრონული ბაზის მონაცემები;
- მხარეთა განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს თვლის, რომ დადგენილი გარემოებები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების წინაპირობებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს,განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს „ბ-------“-ის (ს/კ 4--------), შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------), ბე-- ბუ--------ის (პ/ნ 3----------) და შო--- კ------ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები აღიარებული იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხეები საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ აღიარებულნი იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „ბ------“-ს საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულია შო--- კ------ის ელ. ფოსტა. ასევე, საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (დეკლარირების) შემდგომ საქმიანობის შეჩერება. შო--- კ------ეს (პ/ნ 3-----------) სახელზე 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------) რეგისტრაცია და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის განხორციელება პარალელურად იგივე ობიექტზე ი/მ ბე-- ბუ--------ის მიერ იგივე პროფილით საქმიანობა, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა ი/მ ი/მ „შო--- კ------ის“ სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი (DY 0-------).
დადგენილია, რომ მოცემულ პირებს შორის არ განხორციელებულა არავითარი საგადასახადო ოპერაცია. ამასთან თ--------- მღ----–-- ქ. N 1- წარმოადგენს ბაზრობა „თ-----“-ს ტერიტორიას და აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია სხვა სამეწარმეო სუბიექტებიც. მოსარჩელის მითითება - შო--- კ------ეს (პ/ნ 3-----------) სახელზე 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოს შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------) რეგისტრაცია და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის განხორციელება პარალელურად იგივე ობიექტზე ი/მ ბე-- ბუ--------ის მიერ იგივე პროფილით საქმიანობა იმავე ფაქტობრივ მისამართზე, ეს უკა--სკნელი, არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც. საწარმოს პარტნიორთა შეთანხმება პასუხისმგებლობის შემცირებაზე ბათილია მესამე პირებისათვის.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით.
6.3. საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის დ,ე,ვზ, ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
კონტროლისა და ქვემდებარეობის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში მიბმული უნდა იყოს გავლენასთან რაც დაკავშირებულია პირების საქმიანობის პირობებთან ან ეკონომიკურ შედეგებთან. ასეთი მტკიცებულება კი არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დადგენილი უნდა იყოს არა ეჭვის დონეზე არამედ ეს ფაქტი უტყუარი მტკიცებულებით უნდა იყოს უტყუარად დადასტურებული ერთობლიობაში.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ბე-- ბუ--------ის, შო--- კ------ის ,შპს „ ბ------“-ის ან შ.პ.ს ,,ი----–----“-ს მიერ ქონების გადაცემის ფაქტი ან ერთმანეთთან რაიმე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლები არ დასტურდება.
6.4.ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე პირები: არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „ბ-------“-ის (ს/კ 4--------), შპს „ი----–----“-ს (ს/კ 4--------), ბე-- ბუ--------ის (პ/ნ 3----------) და შო--- კ------ის (პ/ნ
მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი