განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/118-18 (№041131217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე, თინათინი ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ქ---------------ე, გ---–-----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი------ თე---------ის ძე სუ-–-----–-ძე - დაბადებული 1--- წლის 2- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-------ი, ი----------ის ქ №2-.
ადვოკატი- ნა---- ჩხ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------ში, ი-----–ი ბ-----ის ქუჩა №2--ში, საცხოვრებელ სახლში გი------ სუ-–-----–-ძემ იძალადა თავის მეუღლეზე - ნა-- ფხ-----ზე, კერძოდ სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნა-- ფხ-----მ განიცადა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ნა-- ფხ----ის დაკითხვის ოქმი, მოწმეების: ლ--–ი სუ-–-----–-ძის, ლ---ნ ფხ----ის დაკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა) ერთობლიობა გი------ სუ-–-----–-ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ სუ-–-----–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი------ სუ-–-----–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გი------ სუ-–-----–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მტკიცებულებები გახადა უდავოდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ასევე მხედველობაში იღებს გი------ სუ-–-----–-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმას, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ამასთან, დაზარალებულ - ნა-- ფხ-----ს (როგორც ეს, წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტში დააფიქსირა) მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, არის ორსულად და თანაცხოვრებას აგრძელებს გი------ სუ-–-----–-ძესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, გი------ სუ-–-----–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით. გი------ სუ-–-----–-ძეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 20 თებერვლის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით ირკვევა, რომ გი------ სუ-–-----–-ძის მიმართ დაკისრებული ჯარიმა 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 2017 წლის 19 სექტემბერს.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება ,,თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ’’.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და გაანალიზებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - გი------ სუ-–-----–-ძე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
ამასთან, გი------ სუ-–-----–-ძის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გი------ სუ-–-----–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ გი------ სუ-–-----–-ძის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის მარჩენალი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გი------ სუ-–-----–-ძეს დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი------ სუ-–-----–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
გი------ სუ-–-----–-ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გი------ სუ-–-----–-ძეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გი------ სუ-–-----–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას ნა-- ფხ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქ-------ი, ი----------ის ქ. N2-, (საკადასტრო კოდი 0-----------).
ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური