გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310017002116607
№ 3/51-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი და---- მე-–----ე
მოსარჩელე: პა------ სო-------ი
წარმომადგენელი: ლა----- შე-–----ე
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენლები: ივ--- ათ----–---–ი, ვრ-– ბე-------ი
მესამე პირები: კე-–--- ქო----ი, სუ---- ქო----ი
წარმომადგენლები: ნო------ გვ-------ე, სმ---- ხო-------ი
თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 20 ივლისის, #882017534003-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 ივლისის #423 ოქმის ბათილად ცნობა;
1.4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება ხელახლა შეისწავლოს საქმე, გასცეს დადებითი დასკვნა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დააკმაყოფილოს პა------ სო-------ის სარეგისტრაციო განცხადება ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე, 1259 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, პა------ სო-------მა #882017534003 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, ცნობა დახასიათების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, ვინაიდან არ შეესაბამება წარდგენილი აზომვითი ნახაზი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და პა------ სო-------მა მოითხოვა სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება ქმედების განხორციელებაზე, სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა) 2017 წლის 20 ივნისს #882017534003 სარეგისტრაციო განცხადებით პა------ სო-------ის მიერ მოთხოვნილია ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. ბ) უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 63.14.33.---) მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლითა და ბოსლით რეგისტრირებულია პა------ სო-------ის (პ/ნ 0----------) სახელზე. გ) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს 2017 წლის 06 თებერვალს #882017082259 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა პა------ სო-------მა და მოითხოვა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრს სარეგისტრაციოდ წარუდგინა უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დ) სარეგისტრაციო სამსახურმა 2017 წლის 22 თებერვალს მიიღო რეგისტრაციის შესახებ #882017082259-08 გადაწყვეტილება და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და მომზადა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ე) სააგენტოს საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 2017 წლის 01 მაისის #149886 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 22 თებერვლის #882017082259-08 გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.2.18 პუნქტის თანახმად: „დაინტერესებულ პირს უნდა დაევალოს მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა მუნიციპალური გზის გარეშე, ხოლო კორექტირებული ნახაზის წარდგენის შემთხვევაში ის უნდა შეესაბამებოდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთის მდებარეობას, თუ ვერ დადგინდება წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
2017 წლის 15 დეკემბერს, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად იქნენ ჩაბმულნი მამა-შვილი - კე-–--- ქო----ი და სუ---- ქო----ი (მათი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს).
2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, სრულად არის გამოკვლეული საქმეზე ყველა ფაქტობრივი გარემოება და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით #882017534003 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 26 ივნისის #243216 წერილით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის #2327/17 (14.07.2017 წ.) მომართვის თანახმად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებული ფაქტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მიერ განხილული იქნა ადგილზე. ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნა ფარავდა აღიარების კომისიის მიერ განხილულ მიწის ნაკვეთს, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის გადაწყვეტილება უარის შესახებ. ასევე დაინტერესებული პირის მეზობელმა სუ---- ქო----მა განაცხადა, რომ მოთხოვნილი ცვლილება მას უზღუდავს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას. გამგეობის წარმომადგენელს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტსა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ნივთის აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობის დადგენა შეუძლებლად მიაჩნია.
მოპასუხის პოზიციას იზიარებენ მესამე პირების წარმომადგენლები ნოდარ გვ-------ე და სმ---- ხო-------ი და განმარტავენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, აქტები გამოცემულია კანონიერად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ამასთან მათ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ პა------ სო-------ი უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე არასდროს არ ფლობდა 1259 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს მის სახელზე შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 1200 კვ.მ. მოსარჩელის მიერ მითითებულ ტექნიკურ პასპორტშიც მიწის ნაკვეთი არ შეადგენს 1259 კვ.მ-ს. ამასთან, პა------ სო-------ის დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანებული მიწის ნაკვეთი თავისი კონფიგურაციით არ შეესაბამება არც მიწის მიღება-ჩაბარების აქტში და არც ტექნიკურ პასპორტში არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას. კე-–--- ქო----ი და სუ---- ქო----ი არიან მამა-შვილი, ისინი ერთად ცხოვრობენ და საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მათი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები დასაბუთებული და კანონიერია. სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენს საჯარო გზის ნაწილს და ის მყარი სასაზღვრო მიჯნით არ არის გამოყოფილი საჯარო გზის დანარჩენი ნაწილისაგან. საზოგადოებრივი დანიშნულების გზის დაკავებით არა მარტო მათი, არამედ სხვების ინტერესიც ილახება. ამ სადავო ფართის საჯაროობა აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არის დადგენილი და ეს აქტი არ არის გასაჩივრებული და ძალაში.
3. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა ვრ-– ბე-------მა # 423-ე ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ ოთხჯერ დაათვალიერეს სადავო ადგილი. პირველად მოსარჩელემ აღიარების კომისიას მიმართა და განაცხადა, რომ არამართლზომიერი მფლობელი იყო. როდესაც სპეციალური კომისია ადგილზე გავიდა, იქ იმყოფებოდნენ მესამე პირები - ქო----ებიც, რადგანაც ის მიწა შიდა სასოფლო მუნიციპალური გზა იყო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ. აღნიშნული 2016 წლის 16 დეკემბრის, #4-33 გადაწყვეტილება, პა------ სო-------ს არ გაუსაჩივრებია და იგი ძალაშია. ამის შემდეგ მოსარჩელემ გააკეთა ნახაზი და მოითხოვა 1200 კვ.მ-ის (წინ გამოწეულის) რეგისტრაცია რეესტრში. რეესტრმა დაარეგისტრირა, რაც ქო----ების მიერ იქნა გასაჩივრებული. ქო----ების საჩივარი სააგენტოს მიერ განხილული იქნა და აღნიშნული რეგისტრაცია გაუქმდა. ამის შემდეგ ისევ რეესტრს მიმართა გაზრდილი ფართით, ტექპასპორტიც დაურთო. ისევ გავიდნენ ადგილზე და ნახეს, რომ ეს ზედმეტი ფართი იყო ის, რაზეც აღიარების კომისიამ უთხრა უარი. მოპასუხის წარმომადგენლის ვრ-– ბე-------ის განმარტებით ახლაც ფიქრობენ რომ სადავო ფართი შიდა მუნიციპალური გზაა, სადავო 57 კვ.მ-ის ქვეშ კანალიზაციაა, ხოლო მის საზღვარზე კი დენის ბოძია.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. პა------ სო-------მა, 2017 წლის 20 ივნისს, #882017534003 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, ცნობა დახასიათების შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, ვინაიდან არ შეესაბამება წარდგენილი აზომვითი ნახაზი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-17; სხდომის ოქმი ს.ფ. 235-240);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილება. (ს.ფ. 33).
4.1.2. საჯარო რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული იქნა და პა------ სო-------მა მოითხოვა სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება ქმედების განხორციელებაზე, სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-17; სხდომის ოქმი ს.ფ. 235-240);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 37-40).
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის # 006631917 დასკვნის თანახმად, 1) პა------ სო-------ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია და საზღვრები არ შეესაბამება შპს „ლავგარდანის“ მიერ 2017 წლის 16 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს (იხ.დანართი #4). კერძოდ, ფიქსირდება საჯარო გზის მხარეს მიწის ნაკვეთის კონფიგურაციული სხვაობა. პა------ სო-------ის ფაქტობრივ მფლობელობაშია 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შპს „ლავგარდანის“ აზომვითი ნახაზის მონაცემების მიხედვით ფართობი შეადგენს 1259 კვ.მ-ს (იხ. დანართი #5). 2) შპს „ლავგარდანის“ აზომვითი ნახაზის მონაცემებით მიწის ნაკვეთის საზღვარი არ გადადის სახელმწიფო საჯარო გზაზე. ეს გარემოება დასტურდება იმ ფაქტით, რომ არსებული ფაქტობრივი (ფიქსირებული) ღობე მოწყობილია საჯარო გზაზე მდებარე ელექტრო გადამცემ ბოძამდე (იხ. ფოტოილუსტრაცია). ელექტრო გადამცემი ბოძი კი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით არ შეიძლება მოეწყოს საჯარო გზის სავალი ნაწილის ტერიტორიაზე და აღნიშნული ეწყობა გზის განაპირა წერტილებში (იხ. ფოტოილუსტრაცია). 3) პა------ სო-------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „ლავგარდანის“ აზომვითი ნახაზის მონაცემებისა და #63.14.33.034 საკადასტრო კოდით კე-–--- ქო----ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის, კავშირი საერთო საგზაო ქსელთან შეადგენს 8.2-დან 7.8 მეტრამდე (იხ. დანართი #5). შესაბამისად პა------ სო-------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „ლავგარდანის“ აზომვითი ნახაზის მონაცემებით არსებული საზღვარი (ღობე) საჯარო გზის მხარეს არ უზღუდავს კე-–--- ქო----ს საჯარო გზასთან და მის ნაკვეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-17; სხდომის ოქმი ს.ფ. 235-240);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის # 006631917 დასკვნა (ს.ფ. 244-256).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვ---ლა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8-9-ე, 21-ე მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
8.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 20 ივლისის, #882017534003-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
8.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
8.1.3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 ივლისის 3423 ოქმის ბათილად ცნობა;
8.1.4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება ხელახლა შეისწავლოს საქმე, გასცეს დადებითი დასკვნა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დააკმაყოფილოს პა------ სო-------ის სარეგისტრაციო განცხადება ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე, 1259 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 20 ივლისის, #882017534003-05 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 ივლისის #423 ოქმი, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც
სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არ არსებობს მოსარჩელე მხარის - პა------ სო-------ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-8-ე მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოებასა და მისი დაწყების წესს, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით;
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 20 ივნისს #882017534003 პა------ სო-------მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას ერთოდა შპს „ლავგარდანის“ მიერ 2017 წლის 18 ივნისს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათება (#TT2017079135; თარიღი: 12.06.2017 წ.), მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა და უძრავი ნივთის ტექნიკური პასპორტი. უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ახალქალაქში, სოფელ დილისკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 63.14.33.---) მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლითა და ბოსელით, რეგისტრირებულია პა------ სო-------ის სახელზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს 2017 წლის 6 თებერვალს #882017082259 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 63.14.33.--- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. პა------ სო-------მა სარეგისტრაციოდ წარადგინა უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსაურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 22 თებერვალს მიიღო რეგისტრაციის შესახებ #882017082259-08 გადაწყვეტილება და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, მომზადდა შესაბამისი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 2017 წლის 1 მაისის #149886 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ #882017082259-08 (22.02.2017) გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.2.18 პუნქტის თანახმად: „დაინტერესებულ პირს დაევალა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა მუნიციპალური გზის გარეშე, ხოლო კორექტირეული ნახაზის წარდგენის შემთხვევაში, ის უნდა შეესაბამებოდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. თუ ვერ დადგინდება წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, დოკუმენტაცია გაგზავნილი უნდა იქნას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. ამავე კანონის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალუიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
დადგენილია და სადავო არაა ის ფაქტი, რომ #882017534003 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 26 ივნისის #243216 წერილით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის #2327/17 (14.07.2017) მომართვის თანახმად სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებული ფაქტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მიერ განხილულ იქნა ადგილზე. ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ პა------ სოროიანის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნა ფარავდა აღიარების კომისიის მიერ განხილულ მიწის ნაკვეთს, რომლის აღიარებაზეც არსებობს კომისიის გადაწყვეტილება უარის შესახებ, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამასთან დადგენილია ის ფაქტიც, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა კე-–--- და სუ---- ქო----ებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნილი ცვლილება მათ უზღუდავს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას. გამგეობის წარმომადგენელს პა------ სო-------ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტსა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ნივთის აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობის დადგენა შეუძლებლად მიაჩნია. დადგენილია და სადავო არაა ის გარემოებაც, რომ კე-–--- ქო----ი და სუ---- ქო----ი არიან მამა-შვილი, ისინი ერთად ცხოვრობენ და საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მათი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს. სასამართლოს სრულად იზიარებს მოპასუხეთა და მესამე პირთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენს საჯარო გზის ნაწილს და ის მყარი სასაზღვრო მიჯნით არ არის გამოყოფილი საჯარო გზის დანარჩენი ნაწილისაგან. საზოგადოებრივი დანიშნულების გზის დაკავებით არა მარტო მათი, არამედ სხვების ინტერესიც ილახება. აღნიშნული სადავო ფართის საჯაროობა აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არის დადგენილი რომელიც არ გასაჩივრებულა და ძალაშია. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის # 006631917 დასკვნას, იმის შესახებ, რომ „პა------ სო-------ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია და საზღვრები არ შეესაბამება შპს „ლავგარდანის“ მიერ 2017 წლის 16 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს (იხ.დანართი #4). კერძოდ, ფიქსირდება საჯარო გზის მხარეს მიწის ნაკვეთის კონფიგურაციული სხვაობა და რომ პა------ სო-------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შპს „ლავგარდანის“ აზომვითი ნახაზის მონაცემებით არსებული საზღვარი (ღობე) საჯარო გზის მხარეს არ უზღუდავს კე-–--- ქო----ს საჯარო გზასთან და მის ნაკვეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლებას“. რამდენადაც აღნიშნული სადავო ფართის საჯაროობა აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით არის დადგენილი რომელიც არ გასაჩივრებულა და ძალაშია, ამასთან მოთხოვნილი ცვლილება მესამე პირებს უზღუდავს საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზას. რაც მთავარია აღნიშნულმა ექსპერტიზამ არ გაარკვია საკითხი შეესაბამებოდა თუ არა სადავო ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ტექნიკურ პასპორტს, სადაც ნაკვეთის ზომა მითითებულია 1259 კვ.მ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს პა------ სო-------ი, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ არ დარღვეულა მე-601-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად პა------ სო-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვ---ლა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პა------ სო-------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირების - კე-–--- ქო----ისა და სუ---- ქო----ის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის #882017534003-05 გადაწყვეტილების, სააგენტოს 2017 წლის 29 აგვისტოს #353366 გადაწყვეტილების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 ივლისის #423 ოქმის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე 2017 წლის 28 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე