განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002364412
№1/73-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გე-–- სი--–---–ის
ადვოკატ - მა-- უტ--–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გე-–- სი--–---–ი
მამის სახელი: გო-------
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ძი-------
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ძი-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: გე-–- სი--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გე-–- სი--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, თავის საცხოვრებელ ბინაში სახისა და თავის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - ირ--- სი--–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გე-–- სი--–---–ი თანაცხოვრების პერიოდში, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ირ--- სი--–---–ს და შვილს - თო------ სი--–---–ს. 2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 14:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გე-–- სი--–---–მა თავის საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი და შეანჯღრია მეუღლე ირ--- სი--–---–ი და შვილი თო------ სი--–---–ი, რომელსაც სახეში ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც ირ--- სი--–---–ს სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. გე-–- სი--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა თო------ სი--–---–ის და ირ--- სი--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
გე-–- სი--–---–ი 2018 წლის 24 თებერვალს 19:35 საათზე დააკავეს და 2018 წლის 25 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გე-–- სი--–---–მა გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, თავის საცხოვრებელ ბინაში სახისა და თავის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - ირ--- სი--–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გე-–- სი--–---–ი თანაცხოვრების პერიოდში, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ირ--- სი--–---–ს და შვილს - თო------ სი--–---–ს. 2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 14:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გე-–- სი--–---–მა თავის საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი და შეანჯღრია მეუღლე ირ--- სი--–---–ი და შვილი თო------ სი--–---–ი, რომელსაც სახეში ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც ირ--- სი--–---–ს სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. გე-–- სი--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა თო------ სი--–---–ის და ირ--- სი--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 2 იანვრის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ირ--- სი--–---–ის, თო------ სი--–---–ის,მარ--- ყა-–-----–---–ის, ია---- მო------ის, ზუ---- მა------ის, ლე--- მა------ის, თავად ბრალდებულ გე-–- სი--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- სი--–---–მა სახისა და თავის არეში ხელი ორჯერ გაარტყა მეუღლეს - ირ--- სი--–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ირ--- სი--–---–ის, თო------ სი--–---–ის, მარ--- ყა-–-----–---–ის, ია---- მო------ის, ზუ---- მა------ის, ლე--- მა------ის, თავად ბრალდებულ გე-–- სი--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი და შეანჯღრია მეუღლე ირ--- სი--–---–ი და შვილი თო------ სი--–---–ი, რომელსაც სახეში ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც ირ--- სი--–---–ს სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. გე-–- სი--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა თო------ სი--–---–ის და ირ--- სი--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
დაზარალებულ ირ--- სი--–---–ის, თო------ სი--–---–ის, მარ--- ყა-–-----–---–ის, ია---- მო------ის, ზუ---- მა------ის, ლე--- მა------ის, თავად ბრალდებულ გე-–- სი--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მხრებში ძლიერად ჩაავლო ხელი და შეანჯღრია მეუღლე ირ--- სი--–---–ი და შვილი თო------ სი--–---–ი, რომელსაც სახეში ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი, რის შემდეგაც ირ--- სი--–---–ს სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. გე-–- სი--–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა თო------ სი--–---–ის და ირ--- სი--–---–ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გე-–- სი--–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ორი პირის მიმართ ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გე-–- სი--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გე-–- სი--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გე-–- სი--–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-–- სი--–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გე-–- სი--–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის წარსულში ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, მის მიმართ შესაძლებელი და მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენება.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. გე-–- სი--–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 (ოთხი ათასი) ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. რაც ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით წინასასამართლო სხდომაზე გე-–- სი--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პირადი თავდებობით.
3. საქმეზე გე-–- სი--–---–ის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გე-–- სი--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
გე-–- სი--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გე-–- სი--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.
გე-–- სი--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 თებერვლის 19:35 საათიდან 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი