გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
160210018002333281
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/247-18

160210018002333281

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი’’

წარმომადგენელი - ბე------------ე

მოპასუხე - ლი--------–--–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ლი--------–--–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება (2/3 წილი, საერთო ფართით 161.20 კვ.მ. მდებარე: ქალაქი ბო-–----------–----------------–----ს ქუჩა N88, საკადასტრო კოდით 80.06.64.1--.) და აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს მოსარჩელეს სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბო-–----------–----------------–----ს ქუჩა N88, 2/3 წილი, საერთო ფართით 161.20 კვ.მ. საკადასტრო კოდით 80.06.64.1--. მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს ,,კრ----------ი’’. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: თბილისის სააღსრულებლო ბიუროს განკარგულება A1---------------, დამოწმების თარიღი 24.05.2017 და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3.1.2 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქალაქი ბო-–----------–----------------–----ს ქუჩა N88, საკადასტრო კოდით 80.06.64.1-- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ლი--------–--–---–მა სარჩელი ცნო. კერძოდ, აღიარა მის მიერ ქალაქ ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N88-ში, საკადასტრო კოდის 80.06.64.1-- მქონე უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

7. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მითითებული მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244, 248-249-ე, 264-ე, 369-ე, მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,კრ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ლი--------–--–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება (2/3 წილი, საერთო ფართით 161.20 კვ.მ. მდებარე: ქალაქი ბო-–----------–----------------–----ს ქუჩა N88, საკადასტრო კოდით 80.06.64.1--.) და აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს მოსარჩელეს სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი