გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-32-18
(130210118002256563)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი
შესავალი ნაწილი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელეები - ი-------------ლი, თ---------–---–---ძე და მ-------------ძე
წარმომადგენლები - ა-----–------–-–--ლი და მ------------–---–--–--ლი
მოპასუხე - ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანება
წარმომადგენლები - დ------------ძე, მ---------------ძე, თ------------–-ძე და ი------------ძე
დავის საგანი: ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა-ქმედების განხორციელების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების -საბავშვო ბაღების გაერთიანების" სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის N3 სხდომის ოქმის მე-3 და მე-4 ნაწილი, "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელი მასწავლებლისა და აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილში.
1.2. გაუქმდეს:
ა) ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N203 გადაწყვეტილება ი-------------ლის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელ პედაგოგად შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N205 გადაწყვეტილება თ---------–---–---ძის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელის თანაშემწედ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N204 გადაწყვეტილება მ-------------ძის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელ პედაგოგად შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას-საბავშვო ბაღების გაერთიანებას" დაევალოს: 1) ი-------------ლის დანიშვნა "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელი პედაგოგის პოზიციაზე ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, 2). მ-------------ძის დანიშვნა "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელი პედაგოგის პოზიციაზე ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, 3).თ---------–---–---ძის დანიშვნა "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელი თანაშემწის პოზიციაზე ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი.
მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებით - ი-------------ლი, მ-------------ძე და თ---------–---–---ძე ა(ა)იპ ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან იმყოფებოდნენ წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში, მათ მონაწილეობა მიიღეს გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში და გადალახეს ამ კონკურსის მეორე ეტაპიც, თუმცა საკონკურსო კომისიის მხრიდან, მიკერძოებულად შეფასდა მათი ბიოგრაფიული მონაცემები, პროფესიული უნარ ჩვევები დასაკავებელ თანამდებობებთან მიმართებით და აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ პირთა მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი, კერძოდ ი-------------ლს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ანნა ლ---ძემ უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს სოციალურ- ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ი-------------ლი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, (რაც არ უშლის მას შეასრულოს ბაგა-ბაღის აღმზრდელის ფუნქცია) რის გამოც მას უარი უთხრეს თანამდებობაზე წარდგენაზე, მ-------------ძის და თ---------–---–---ძის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვა კონკურსანტებთან შედარებით ჰქონდათ მეტი სამუშაო გამოცდილება და ასევე გავლილი ჰქონდათ 6 თვიანი გადამზადების კურსები - უპირატესობა მიანიჭეს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მეგობრის მეუღლეს ნ-------------–-ძეს, თანამდებობებზე შეირჩენ "ნეპოტიზმის" საფუძველზე ასევე კომისიის ერთერთი წევრის ნ-----–----ის ოჯახის წევრი- ბიძაშვილი ნ------–---ძე , რომელიც არის ასევე გამგებლის ბავშვობის მეგობარი და ქ----------------ძე, რომელიც არჩევნების დროს იყო პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორი.
მოსარჩელეები გახდნენ დისკრიმინაციისა და ნეპოტიზმის მსვერპლნი, რადგან საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები, უპირატესობა მიენიჭათ შესაბამისი სამუშაო გამოცდილების არ მქონე პირებს, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები სრულად შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს, ხოლო ერთ-ერთ კონკურსანტ -ნ------–---ძეს არ ჰქონდა წარდგენილი ავტობიოგრაფია, ხოლო ნ-------------–-ძეს სამუშაო გამოცდილებად მითითებული ჰქონდა-ძიძა, და არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო საბუთი.
მოსარჩელე ი-------------ლმა ასევე განმარტა, რომ საბუთების წარდგენის დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის # 478 - აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-4-ე მუხლით , რომლის მიხედვითაც მისი განათლება შეესაბამებოდა გამოცხადებულ საკონკურსო მოთხოვნას, ამასთან შედეგების გამოცხადების შემდეგ კომისიის წევრმა ე-–---–---–მა კითხვაზე-თუ რატომ შეარჩიეს ნ------–---ძე -რაიმე კანონიდან გამომდინარე უპირატესობა ვერ დაასახელა და უპასუხა, რომ "ლ---ძის მიმართ რა მაქვს ცუდი სათქმელი, არის ქვრივი და ზრდის 4 შვილსო," რაც არ შეიძლება შეფასების კრიტერიუმად ჩაითვალოს.
გასაუბრება უნდა ჩატარებულიყო წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით, პირველ რიგში უნდა შეეფასებინათ ცოდნის და კვალიფიკაციის და არა "სიცოცხლისუნარიანობის" მიხედვით, (რაზედაც სხდომაზე მიუთითა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა)
მოსარჩელეებმა გასაუბრებაზე სწორად უპასუხეს ყველა კითხვას, კონკურსი იყო ფორმალობა და წინასწარ იყო განსაზღვრული შედეგი.
მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ კონკურსის მსვლელობისას დაირღვა გამჭვირვალობის, სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპი და საკონკურსო კომისიის მიერ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას მოსარჩელეების მიმართ არ ეთანხმებიან, რადგანაც კონკურსი ჩატარდა სამართლიანად გამჭვირვალედ და კანონის ყველა წესის დაცვით. არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და კონკურსის მონაწილეები ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი იქნენ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და შესაბამისად, არ არსებობს 2017 წლის 22 ნოემბრის N3 სხდომის ოქმის ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, მოსარჩელეების მოთხოვნაა ოქმის ნაწილის ბათილად ცნობა. მოსარჩელეების მიერ დარღვეული იქნა აქტის გასაჩივრების 1 თვიანი ვადა, არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და სარჩელი არის ხანდაზმული
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეებს კონკურსის შედეგები და შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა განემარტათ. გაერთიანების მიერ მათ არ გამოიყენეს უფლება მიემართათ საპრეტენზიო კომისიისათვის. რაც შეეხება საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრას, გაერთიანების დირექტორის 2017 წლის 25 სექტემბრის N783 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, საპრეტენზიო კომისია იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. ეს დანაწესი დადგენილი იყო არა მარტო გაერთიანების ხელმძღვანელის მიერ, არამედ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით.
რაც შეეხება მოსარჩელის ი-------------ლის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია და მისთვის არავის გაუკეთებია განმარტება, რომ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად წარდგენაზე უარი უთხრეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოთხოვნას - იგი უსაფუძვლოა რადგანაც კონკურსი ჩატარდა ყველა წესის დაცვით ღიად, საჯაროდ, გამჭვირვალედ, ობიექტურად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულ გარემოში.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეების ი-------------ლის და მ-------------ძის მიერ წარდგენილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა გამოცხადებულ საკონკურსო მოთხოვნებს, კერძოდ; აღმზრდელი მასწავლებლის თანმდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა უმაღლესი განათლება (სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; დაწყებითიგანათლები პედაგოგიკა და მეთოდიკა) ან/დაპროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, მართალია ისინი დარღვევით იქნენ გადაყვანილი გასაუბრების ეტაპზე, მაგრამ შემდეგ კომისიამ ხმების უმრავლესობით მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კონკურსანტი ნ------–---ძე დაშვებულ იქნა გასაუბრების ეტაპზე, ისე რომ არ ჰქონდა წარმოდგენილი ავტობიოგრაფია -ე.წ CV - საკონკურსო კომისიამ ჩათვალა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და ცნობები სრულყოფილად მოიცავდა საჭირო ინფორმაციას რაც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს, რის გამოც საკონკურსო კომისიამ სწორად ჩათვალა მიზანშეწონილად მისი გასაუბრების ეტაპზე გადაყვანა.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ ი-------------ლს შესთავაზეს ბაგა-ბაღში საქმის მწარმოებლის თანამდებობა, მაგრამ გომარელმა უარი განაცხადა.
მათვე განმარტეს, რომ ქ--–----ის ბაგა ბაღში აღმზრდელ- პედაგოგისა და აღმზრდელის თანაშემწის, ან მათი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობები არ არსებობს და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და საშუალება არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის დ------------ძის მიერ 2017 წლის 25 სექტემბრის ## 783 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების -საბავშვო ბაღების გაერთიანების" სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების საკონკურსო კომისიის დებულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- დებულება;
- სარჩელი და შესაგებელი;
3.1.2. 2017 წლის 26 სექტემბერს ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორის #785 ბრძანებით სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, რომლის 1 დანართის მიხედვით განისაზღვრა ქ--–----ის #15 ბაგა-ბაღში აღმზრდელი მასწავლებლის -2 და აღმზრდელის თანაშემწის 2 ვაკანსია.
ამავე ბრძანებით აღმზრდელი მასწავლებლისათვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა;
1. უმაღლესი განათლება(სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა) ან/ და პროფესიული განათლება სკოლამდელი აღზრდის სპეციალობით;
2. სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
3. სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის მეთოდების ცოდნა;
4სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობებში ბავშვების ჩართვის გამოცდილება;
5. ადრეული სწავლებისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა;
6. სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება-1 წელი;
აღმზრდელის თანაშემწე:
1. საშუალო განათლება;
2. საკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების თავისებურებები;
3.ადრეული სწავლებისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- 2017 წლის 26 სექტემბრის N 785 ბრძანება;
- სარჩელი და შესაგებელი;
3.1.3. 2017 წლის 22 ნოემბრის სხდომის # 3 ოქმით ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების ქ--–----ის # 15 ბაგა-ბაღის აღმზრდელ მასწავლებლად წარდგენილ იქნა 1 კანდიდატი - ნ-------------–-ძე, ხოლო აღმზრდელის თანაშემწის თანამდეგობის დასაკავებლად - ქ----------------ძე და ნ------–---ძე
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: -ს.ფ. 45.
3.1.4. 2017 წლის 01 დეკემბრის # 203, 204 და 205 წერილებით მოარჩელეებს წერილობით ეცნობათ, რომ მათი კანდიდატურა არ იქნა შერჩეული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
იხ. ს.ფ 42, 43, 44.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" საკონკურსო კომისიის 22 ნოემბრის ოქმის საფუძველზე დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N203 გადაწყვეტილება ი-------------ლის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელ პედაგოგად შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" საკონკურსო კომისიის 22 ნოემბრის ოქმის საფუძველზე დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N205 გადაწყვეტილება თ---------–---–---ძის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელის თანაშემწედ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების" საკონკურსო კომისიის 22 ნოემბრის ოქმის საფუძველზე დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის N204 გადაწყვეტილება მ-------------ძის მიმართ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება N15 ქ--–----ის საბავშვო ბაღში" აღმზრდელ პედაგოგად შერჩევაზე უარის თქმის შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად
1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.
2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს:
ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა;
ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სსსკ 363 3 მუხლის მიხედვით სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას მოპასუხის მიერ ქ--–----ის N15 ბაგა-ბაღის აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის კანდიდატების შერჩევისათვის გამართული კონკურსის პროცესში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და-ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს -
უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. " საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
" დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" - საქართველოს კანონის 1 მუხლის თანახმად უზრუნველყოფილია ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ კანონის მე-2-ე მუხლის მიხედვით
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
. ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
დისკრიმინაცია არ არის სპეციალური და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.
განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა დასაშვებია, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დიპლომის მიხედვით მოსარჩელე ი-------------ლს 2000 წელს დამთავრებული აქვს ს---–----------------–---ის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი და მიენიჭა - ბიბლიოთეკადმცოდნე- ბიბლიოგრაფის კვალიფიკაცია.
ამდენად მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნილ პირობებს
სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-------------ლის განმარტებას, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის # 478 დადგენილების მე-4-ე მუხლის თანახმად საკონკურსო საკვალიოფიკაციო მოთხოვნას, რადგან ვაკანტურ თანამდებობაზე 2017 წლის 26 სექტემბერს გამოცხადებული საბუთების მიღების ვადა დამთავრდა 2017 წლის 06 ოქტომბერს, როდესაც ეს დადგენილება გამოქვეყნებულიც კი არ იყო და შესაბამისად არ იყო ძალაში და არ მოქმედებდა.
მოსარჩელე მ---------------ის ბაკალავრის დიპლომით დგინდება, რომ მას ი-–-----------ისა სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
ამდენად მ-------------ძის კავალიფიკაცია არ შეესაბამებოდა კონკურსით გამოცხადებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სასამართლო სხდომაზე საკონკურსო კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე -კენჭისყრის შედეგად რაიმე დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სხდომაზე ადგილი არ ჰქონია, კონკურსანტები შეაფასეს წინასწარ ცნობილი თემებიდან დასმული კითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად, კანდიდატები შეირჩა ხმების უმრავლესობით, გარკვეული ხმები მიიღეს ასევე მოსარჩელეებმაც, მაგრამ ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი, მათთვის არავის უთხოვია რომელიმე კონკურსანტისადმი უპირატესობის მინიჭება. გადაწყვეტილება მიიღეს ხმების უმრავლესობით და ეთანხმებიან 2017 წლის 22 ნოემბრის ოქმს.
მოწმე-კომისიის წევრმა ანა ლ---ძემ განმარტა, რომ კონკურსანტი ნ------–---ძეს არ იცნობდა და იგი მისი ნათესავი არ არის, რაც შეეხება ი-------------ლისათვის მიცემულ განმარტებას იმის შესახებ, რომ კანდიდატთა შერჩევის დროს თითქოს გათვალისწინებულ იქნა კონკურსანტთა სოციალური, ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასეთი არ ახსოვს, შეიძლება საუბრისას უთხრა ეს მაგრამ ასეთზე მსჯელობა კომისიის სხდომაზე არ ყოფილა და რაიმე დისკრიმინაციულ მიდგომებს ადგილი არ ჰქონია. (იხ.ოქმი)
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე დ------------ძემ განმარტა, რომ კონკურსში გამარჯვებული ნ-------------–-ძის მეუღლე, დაცვის თანამშრომელი ნამდვილად არის მისი მეგობარი, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია გადაწყვეტილებაზე, ნ-------------–-ძის კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა საკონკურსო მოთხოვნებს და კომისიის მიერ ხმების უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება(იხ. ოქმი)
სასამართლო თვლის რომ გასაზიარებელია მოპასუხეთა განმარტება ნ------–---ძის გასაუბრების ეტაპზე დაშვების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ავტობიოგრაფია, რადგან მას წარგდენილი ჰქონდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი, პირადობის მოწმობა, ცნობები სამუშაო გამოცდილების შესახებ სკოლიდან და სოციალური სამსახურიდან,( რაც უნდა ასახულიყო ავტობიოგრაფიაში) და ეს ინფორმაცია საკმარისი იყო ამ პიროვნების ბიოგრაფიული მონაცამების შესაფასებლად. ნ------–---ძის გასაუბრების ეტაპზე დაშვება ავტობიოგრაფიის გარეშე იყო საკონკურსო კომისის პრეროგატივა, რომელმაც წარმოდგენილი დოკუმენტები ჩათვალა საკმარის ინფორმაციის მქონედ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც არ წარმოადგენს არსებით დარღვევას.
მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტება, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ უფრო მეტი სამუშაო გამოცდილება, ამასთან გავლილი ჰქონდათ შესაბამისი ტრენინგები, რაც მათ უპირატესობას ანიჭებდა ვერ იქნება გაზიარებული, რადგან 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონკურსანტებისათვის #785 ბრძანების თანახმად წარმოადგენდა სასურველ და არა აუცილებელ პირობას, ხოლო სასწავლო კურსი რომელიც გაიარეს მოსარჩელეებმა თავიანთი ინციატივით, როგორც გაირკვა იგი არ ყოფილა მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა გულისხმობს თანასწორუფლებიანობის დაცვას, არათანაბარ პირობებში ჩაყენების აკრძალვას და რაიმე ნიშნით უპირატესობის მინიჭებას.
სასამართლო თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ზემოაღნიშნული კონკურსის ჩატარების დროს მოსარჩელეების - ი-------------ლის, თ---------–---–---ძის და მ-------------ძის მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი ვერ დადგინდა. ის ხარვეზები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკურსანტთა - ი-------------ლის და მ-------------ძის დოკუმენტების მიღება-გადარჩევის ეტაპზე ვერ განიხილება მოსარჩელეთა უფლებების დარღვევად, რადგან მოცემულ შემთხვევაში დარღვევები განხორციელდა ი-------------ლის და მ-------------ძის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნული და სხვა გარემოებების შეფასებით სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის და სხვა მოტივით ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების -საბავშვო ბაღების გაერთიანების" სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის N3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ასევე მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების - მოსარჩელეთა ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგის და აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე (ან შესაბამისი ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის დავალდებულების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეზე მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა- უნდა დარჩეს გადახდილად სახ. ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი-------------ლის, თ---------–---–---ძის და მ-------------ძის სარჩელი ა(ა)იპ "ხ-–----ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ინდივიდუალურ-სამართლ₾ებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, (ხ-–----ი კოსტავას.ქ 15)
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი