გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2018
საქმის ნომერი
060310018002396586
კატეგორია
დავის ტიპი
შემაკავებელი ორდერის გამოცემა, შემაკავებელი ორდერის გამოცემა
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/27-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2018 წელი ქ. სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - რ--------- ლ-----ე

წარმომადგენელი - ნ---- გ-------------

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - მ------ მ--------

 

მესამე პირი - მ------ ლ-----ე

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ 2018 წლის 12 აპრილს გამოცემული №0121-3 შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ 2018 წლის 12 აპრილს გამოცემული №0121-3 შემაკავებელი ორდერი;

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე რ--------- ლ-----ე ცხოვრობს ქალაქ სამტრედიაში ა. კ--–---- ქ. N4-ში. ყავს სამი შვილი მათგან ერთი შვილი გ--- ლ-----ე არის გარდაცვლილი. ერთი ქალიშვილი ნ---- გ------------ გათხოვილი არის თურქეთში და იქ ცხოვრობს, ხოლო მეორე მ------ ლ-----ე ცხოვრობს მასთან შვილთან ერთად. ბოლო პერიოდში რ--------- ლ-----ესა და მ------ ლ-----ეს შორის არის დაძაბული ურთიერთობა. მისი მხრიდან ადგილი ქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს, მ------ ლ-----ე აიძულებს, რომ გაყიდოს მისი კუთვნილი სახლი. მ------ ლ-----ის მხრიდან სისტემატიურად გრძელდებოდა ძალადობის ფაქტები, ასევე მისი ვაჟის შვილები რ--------- ლ-----ე და გ--------- (გ---–-) ლ-----ე აყენებენ შეურაცხყოფას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიმართა შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მისთვის მიენიჭებიათ მსხვერპლის სტატუსი, 2018 წლის 12 აპრილს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა შემაკაებელი ორდერი სადაც მოძალადედ მითითებული იქნა რ--------- ლ-----ე, ხოლო მსხვერპლად მითითებული იქნა მ------ ლ-----ე. (იხ.სარჩელი. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენილი არ დაეთანხმა რ--------- ლ-----ის სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ 2018 წლის 1- აპრილს შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა რ--------- ლ-----ემ, რომლის საფუძველზეც შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N061--0-18001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1---1262 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიებისას გამოკითხული იქნენ რ--------- ლ-----ე და მისი შვილი ნ---- გ-------------. მათი განმარტებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის შუალედში დაახლოებით 12 საათზე მ------ ლ-----ემ ქ. სამტრედია, ა. კ--–---- ქ. N4-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა დედაზე რ--------- ლ-----ეზე, კერძოდ გვერდის გაკვრით მიანარცხა კარებს, აღნიშნულის შედეგად რ--------- ლ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული სისხლის სამართლის მასალები შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებიდან უბნის ინსპექტორების განყოფილებაში გადაგზავნილი იქნა 2018 წლის 1- აპრილს N837332 სამსახურეობრივი ბარათით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 09 დეკემბრის N45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 2018 წლის 1- აპრილს, შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ მ------ მ-------ის მიერ, ქ. სამტრედიაში ა. კ--–---- ქუჩა N4-ში მცხოვრები მ------ ლ-----ის მიმართ გამოცემულ იქნა N0121-0 შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მოძალადე მ------ ლ-----ეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, რ--------- ლ-----ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფება მსხვერპლი, ასევე რ--------- ლ-----ის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის 12 აპრილს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული იქნა მ------ ლ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ მას სისტემატიურად აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას დედა რ--------- ლ-----ე და და ნ---- გ-------------. სიტყვირი კამათისას რ--------- ლ-----ე მოიშველიებს ნაჯახს და ეუბნებოდა რომ გაჩერდეს თორემ ნაჯახს ჩაარტყამს თავში, რის გამოც იგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, 2018 წლის 12 აპრილს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებიდან გადაგზავნილ იქნა N845822 მიმართვა და მ------ ლ-----ის გამოკითხვის ოქმი, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 09 დეკემბრის N45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაგზავნილი მასალების საფუძველზე 2018 წლის 1- აპრილს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ მ------ მ-------ის მიერ ქ. სამტრედიაში ა. კ--–---- ქუჩა N4-ში მცხოვრები რ--------- ლ-----ის მიმართ გამოცემული იქნა N0121-3 შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მოძალადე რ--------- ლ-----ეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მ------ ლ-----ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფება მსხვერპლი, ასევე მ------ ლ-----ის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგივე პირობებით იქნა გამოცემული N0121-2 შემაკავებელი ორდერი ნ---- გ------------ს მიმართ, მ------ ლ-----ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. მოპასუხე მხარეს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალაში დარჩეს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის მაიორ მ------ მ------ის მიერ რ--------- ლ-----ის მიმართ 2018 წლის 12 აპრილს გაცემული N0121-3 შემაკავებელი ორდერი, მასში მითითებული პირობებით, რადგან იგი კანონიერადაა გამოცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა მ------ ლ-----ემ განმარტა, რომ იგი დედის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან მასთან საცხოვრებლად, 5 წელია რაც ერთად ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე იგი დედის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას,ხოლო შეეწინააღმდეგებისას იშველიებს ნაჯახს და ემუქრება თავში ჩარტყმით. რ--------- ლ-----ე განსაკუთრებით აგრესიული ხდება, როცა მისი და ჩამოდის თურქეთიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 1- აპრილს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა რ--------- ლ-----ემ, რომლის საფუძველზეც შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N061--0-18001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1---1262 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა განმარტება (ს.ფ. 3 )

-მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

-გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1 (ს.ფ. 32 )

 

3.1.2. 2018 წლის 12 აპრილს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული იქნა მ------ ლ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ მას სისტემატიურად აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას დედა რ--------- ლ-----ე და და ნ---- გ-------------. სიტყვირი კამათისას რ--------- ლ-----ე მოიშველიებდა ნაჯახს და ეუბნებოდა რომ გაჩერებულიყო თორემ ნაჯახს ჩაარტყამდა თავში, რის გამოც იგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მ------ ლ-----ის გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 42-44 )

 

3.1.3. 2018 წლის 12 აპრილს შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებიდან შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილებას გადაეგზავნა N845822 მიმართვა და მ------ ლ-----ის გამოკითხვის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწის მიმართვა (ს.ფ.31)

 

3.1.4. 2018 წლის 12 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ გამოცემული იქნა №0121-3 შემაკავებელი ორდერი მოქალაქე რ--------- ლ-----ის მიმართ, მსხვერპლი მ------ ლ-----ე (დაბადების თარიღი - 0-.1-.1--- წელი; პირადი №3----------). შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№0121-3 შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.14);

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----- ფ--–----ს მიერ რ--------- ლ-----ესთან 2018 წლის 10 აპრილს შედგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად რ--------- ლ-----ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ცხოვრობს ქალაქი სამტრედია, ა. კ--–---- ქ. N4-ში შვილთან მ------ ლ-----ესთან ერთად. ასევე ყავს შვილი ნ---- გ-------------, რომელიც ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. მ------ ლ-----ე არის განქორწინებული და ამიტომ ცხოვრობს მასთან, მის შვილიშვილთან არასრულწლოვან ა---------– ხ-------თან ერთად. იგი არის ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. დავა მიმდინარეობს სახლის გაყიდვაზე, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, რაზეც რ--------- ლ-----ე უარს აცხადებს და ამის გამო მას მ------ ლ-----ე სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე მ------ ლ-----ემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მხარი განზრახ გაკრა და მიანარცხა კარებს, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

რ--------- ლ-----ის გამოკითხვის ოქმი(იხ.ს.ფ. 38-40);

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----- ფ--–----ს მიერ მ------ ლ-----ესთან 2018 წლის 12 აპრილს შედგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად მ------ ლ-----ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ცხოვრობს ქალაქი სამტრედია, ა. კ--–---- ქ. N4-ში დედასთან რ--------- ლ-----ესთან და შვილიშვილთან 16 წლის ა----- ხ------თან ერთად. 2013 წლის ივნისის თვეში საცხოვრებლად ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან ქალაქ სამტრედიაში დედის რ--------- ლ-----ის დაჟინებული თხოვნით ვინაიდან ის იყო მარტო დ უნდოდა მოვლა-პატრონობა. ხოლო მეუღლე, შვილები და შვილიშვილები დატოვა რუსეთის ფედერაციაში. რამდენიმე თვის შემდეგ რ--------- ლ-----ემ დაიწყო მის მიმართ პრეტენზიები უშლიდა ამა თუ იმ საოჯახო ნივთების გადაადგილებას, როგორც მას ასევე მის შვილიშვილს უშლიდა სხვადასხვა ოთახებში შესვლას. ხოლო შეწინაღმდეგების შემთხვევაში ემუქრებოდა მას ნაჯახის თავში ჩარტყმით. ეს ფაქტი დაახლოებით ხუთი წელიწადი გრძელდება. მას არასოდეს უთქვამს რაიმე რ--------- ლ-----ისთვის სახლის გაყიდვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მ------ ლ-----ის გამოკითხვის ოქმი(იხ.ს.ფ. 42-44);

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----- ფ--–----ს მიერ 2018 წლის 10 აპრილს შედგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად ნ---- გ-------------ს მიერ განმარტებულ იქნა, რომ 1- წელიწადია ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში, არის თურქეთის მოქალაქე. საქართველოში დედასთან ჩამოდის სამ თვეში ერთხელ. 2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა დედის სანახავად, სახლში ასევე დახვდა და მ------ ლ-----ე, რომელიც ექვსი წელია ცხოვრობს დედასთან რ--------- ლ-----ესთან თავის არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. მ------ არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი. მისი ჩამოსვლიდან მესამე დღეს მ------ ლ-----ე ეკამათებოდა რ--------- ლ-----ეს სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელსაც აჩემებული აქვს, რომ უნდა გაყიდოს მამისეული სახლი, რასაც არც რ--------- ლ-----ე და არც ნ---- გ------------- არ ეთანხმებოდნენ. აღნიშნული კონფლიქტის საფუძველზე მ------ ლ-----ემ ჰკრა გვერდი რ--------- ლ-----ეს და მიანარცხა კარებს. მ------ ლ-----ე სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას რ--------- ლ-----ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნ---- გ-------------ს გამოკითხვის ოქმი(იხ.ს.ფ. 35-37)

 

3.1.8 რ--------- ლ-----ის მხრიდან მ------ ლ-----ის მიმართ ვერ დგინდება ნაჯახის გამოყენების მუქარით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმრატავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ რ--------- ლ-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მოწინააღმდეგე მხარე შემოიფარგლა გამოკითხვის ოქმში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა - განმარტებით, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ლ-----ის მიერ თავისი შვილის მ------ ლ-----ის მიმართ განხორციელებული არ ყოფილა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა რ--------- ლ-----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-4-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

6.4. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

6.5 ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

6.6 ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

6.7 ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ა) პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი.

 

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, შემაკავებელ ორდერში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მოძალადედ ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად უტყუარად ვერ იქნა დადგენილ - დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა რ--------- ლ-----ის მიერ შვილის მ------ ლ-----ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ 2018 წლის 12 აპრილს გამოცემული №0121-3 შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ არის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთსეჯერების საფუძველზე, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 21-2-ე, 21-4-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ--------- ლ-----ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიმართ ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ 2018 წლის 12 აპრილს გამოცემული №0121-3 შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ მ-------ის მიერ 2018 წლის 12 აპრილს გამოცემული №0121-3 შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლის სახით წარმოდგენილია მ------ ლ-----ე (დაბადების თარიღი -0-.1-.1--- წელი; პირადი №3----------), ხოლო მოძალადის სახით - რ--------- ლ-----ე ( დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი, პირადი № 3----------);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 0- (სამი) დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა№1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა