1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი №761
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის
კანონი №432
- ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №2კ-576აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2024
…სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ: მოწმეების – ა. მ–ს, ლ. ი–ს, ნ. ვ–ს ჩვენებებით დასტურდება ის გარემოება, რომ დაზარალებულ ლ. გ–ს და გარდაცვლილ რ. მ–სს ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა; 12.1. სასამართლო ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლს, რომლის თანახმად, ქალთა…
…კანონის მე-2 მუხლის,,ა1" პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია: ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ამავე კანონის 31 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის…
…მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ხოლო, მე-31 მუხლის თანახმად, 1.ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა…
…და იგი შენახულ იქნა კანონით დაგდენილი წესით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით. 6.2.,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის თანახმად, 1.ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი…
…გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე-31 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის…
მუხლი 34. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი შეფასება— სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, მუხლი 31, №3143, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 080.080.050.05.001.002.259 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26422/muxli-31/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია