გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/17241-18
(330210018002489228)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 აგვისტო, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - პ----------------–---
წარმომადგენლები: ტ------–------–---–-, მ-------------, გ--–--------–--–---–-
მოპასუხე - ე------------------
წარმომადგენელები: დ-------–--------, მ----------------
დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. დაევალოს მოპასუხე, ე------------------ს შპს ,,ი---------“-ს ეთერში, 2018 წლის 26 მარტს, გადაცემაში ,,ა---–--------“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამის უარყოფა: ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქედან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაჩაგრა, ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს. აი, შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“;
1.2. დაევალოს მოპასუხე, ე------------------ს შპს ,,ს-----–----–-------------------------“-ის ეთერით 2018 წლის 24 მარტს, გადაცემაში ,,შ------------------“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: ,,ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, - რა გითხრათ აბა, - დაშინება; ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე; იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“; ,,იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს; მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტერსში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე; აი, ეს მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მას ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“.
1.3. დაევალოს მოპასუხე, ე------------------ს შპს ,,ტ--–------------------–--“ ეთერით, 2018 წლის 28 მარტს, გადაცემაში ,,რ---–--“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“. ,,მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.
სარჩელის საფუძვლები:
მოპასუხე, ე------------------ 2004 წლიდან მუშაობდა სსიპ ს-------------------------------–-----------ში და 2016 წლის 25 იანვრამდე ე--ვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა.
სსიპ ს-------------------------------–------------ს (შემდგომში - ,,ს--------“) თავმჯდომარედ დაინიშნა 2013 წლის 25 ნოემბერს და მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხესთან ჰქონდა საქმიანი და პატივისცემაზე დამყარებული, მეგობრული ურთიერთობა. მოპასუხის მიმართ ადგილი არასდროს ჰქონია სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას.
მოპასუხის სამსახურიდან წასვლის საფუძველი გახდა მისი სხვა, მაღალანაზღაურებად სამსახურში - გ------------------–---------------–------–----- საზოგადოებაში (G--) გადასვლა, რისი ერთ-ერთი მიზეზი მოსარჩელის დადებითი რეკომენდაცია იყო.
მოპასუხესთან საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდა მისი დასახელებულ სამსახურში გადასვლის შემდეგაც, რასაც მოწმობს მოპასუხის მიერ ს---------ში გაგზავნილი წერილიც და ისიც, რომ 216 წლის ივნისში, მხარეები, და ს-------------------- თანამშრომლები, საქმიან მივლინებაში იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ს---------ში მუშაობდა ასევე მოპასუხის მეუღლე, ზ--------------- (2010 წლის 13 იანვრიდან 2016 წლის 22 აგვისტომდე), რომელიც უხეშად არღვევდა სამსახურებრივ დისციპლინას (სამუშაო გრაფიკის დარღვევა). მოსარჩელე ცდილობდა კადრის შენარჩუნებას, თუმცა მიუხედავად მისი ასეთი დამოკიდებულებისა, ზ---------------ს მხრიდან ჩადენილი იქნა ისეთი მძიმე დარღვევა, რამაც შეუძლებელი გახადა მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. კერძოდ: 2016 წლის 13 ივლისს, იგი სამსახურში გამოცხადდა მთვრალ მდგომარეობაში, ძაღლთან ერთად, რომელიც გაუშვა იუსტიციის სახლის ძირითად დარბაზში. ზ--------------- არ დაემორჩილა იუსტიციის სახლის დაცვის თანამშრომლებს და ტურნიკეტის გვერდის ავლით ავიდა ს---------ს სამუშაო სართულზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მის მიმართ დისციპლინური წარმოების ეტაპზე, მოპასუხე ბათუმში შეხვდა ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლ-----------–---ს, რომელსაც მოსარჩელესთან დააბარა, რომ, ზ---------------სათვის დისციპლინური სახდელის შემთხვევაში, იგი მიმართავდა სახალხო დამცველს, იმ საფუძვლით, რომ ს---------ში მუშაობის პერიოდში მის მიმართ ხორციელდებოდა შევიწროება.
ზ---------------ს გათავისუფლება მოხდა 2016 წლის 22 აგვისტოს.
6 დღის შემდეგ - 2016 წლის 29 აგვისტოს - მოპასუხემ, შურისძიების მიზნით, მიმართა სახალხო დამცველს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ფალსიფიცირებული და ყალბი მტკიცებულებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მოწმეების დახმარებით, შეთხზა არარსებული ამბავი და საზოგადოებას თავი წარუდგინა ძალადობის მსხვერპლად.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხისათვის ,,მოძალადე“ გახდა, მას შემდეგ, რაც დაემორჩილა მის მუქარას და სამსახურიდან გაათავისუფლა მოპასუხის მეუღლე, რაც იმითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ს---------დან წავიდა 2016 წლის იანვარში და 8 თვის შემდეგ მიმართა სახალხო დამცველს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 26 მარტს, მოპასუხის მიერ აგორებული ,,შავი პიარის“ ფონზე დაწერა განცხადება ს---------ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
მისი მითითებით, მოპასუხის მიერ წარმოებული ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა მოსარჩელის პიროვნების დისკრედიტაციას, პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვას და მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიმართ შეტევამ და ანგარიშსწორების მცდელობამ მკვეთრი პოლიტიკური ელფერი შეიძინა, მისი და მისი ოჯახის წევრთა კანონიერი ინტერესების, ს---------ს თანამშრომლებისათვის ბინძური საინფორმაციო კამპანიის შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის 27 მარტს დატოვა თანამდებობა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ,,ტ---------–--“ ეთერში მოპასუხე საუბრობს, რომ მხარეებს ურთიერთობა გაუფუჭდათ ს---------დან მოპასუხის წამოსვლამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მოსარჩელის სატელეფონო ზარის შედეგად, სხვა შემთხვევაში კი აღნიშნავს, რომ თითქოსდა მოსარჩელეს გააჩნდა არაჯანსაღი დამოკიდებულება მის და ზოგადად ყველა თანამშრომლის მიმართ, რომ ს---------ში მუშაობა იყო მისი ცხოვრების ყველაზე საშინელი პერიოდი და ა.შ.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის განცხადებები ცდება აზრის გავრცელების დისკრეციულ უფლებას და წარმოადგენს მხოლოდ ცილისწამებას - განახორციელოს ფაქტების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებით. გავრცელებული ცნობები არ ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან წარმოდგენილია არა როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, არამედ როგორც დადასტურებული ფაქტი. ე-----------------ის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე შეიცავს მოსარჩელის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ შეფასებით მსჯელობებს, რაც ერთობლივ კონტექსტში, საზოგადოების თვალში ამძაფრებს მოსარჩელის პიროვნების მაქსიმალურად უარყოფითად პერსონიფიცირებას. ე-----------------ის მიერ მოსარჩელესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს უაღრესად შეურაცხმყოფელ და შესაბამისად, დიდი მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვის მომტან ინფორმაციას.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო გამონათქვამებით მას მოპასუხე ბრალი ედება სექსუალური ძალადობის ჩადენაში, მაშინ, როდესაც მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და არ არსებობს სამართლოს განაჩენი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
ს---------ს თავმჯდომარედ დანიშვნიდან მოკლე პერიოდში, მოსარჩელე აგრესიულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდა ს---------ს მენეჯმენტის მიმართ. ფამილარული დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან, რის გამოც ათეულობით თანამშრომელმა დატოვა სამსახური. ადგილი ჰქონდა მენეჯერთა მასშტაბური რაოდენობის გადინებას. მისი აგრესია განსაკუთრებით გამოიხატებოდა მოპასუხის მიმართ, რაც გამოიხატებოდა ყოველდღიურ დამოკიდებულებაში. მოსარჩელეს ჰქონდა მისი დამონების სურვილი, ავალებდა, რომ მის ირგვლივ ყველა საკითხი მოპასუხე მოეგვარებინა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მოპასუხის მიმართ შევიწროებითი და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.
მოპასუხის განმარტებით, მისი ს---------დან წასვლის მიზეზი გახდა 2015 წლის 30 სექტემბერს მომხდარი შემთხვევა, კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, მას დაურე-- მოსარჩელემ პირად პასპორტში შენგენის ვიზის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებასაც იგი სთხოვდა მოპასუხეს. ვიზის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, მოსარჩელე მას სთხოვდა პასუხს, აღნიშნულთან დაკავშირებით. საუბრისას მოსარჩელემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა, რის შემდეგაც მოპასუხის განცხადებით, იგი გახდა ცუდად და წავიდა ე----------–---სთან, რომელიც იყო ორივეს საერთო მეგობარი. მოსარჩელე დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას და ემუქრებოდა. მოპასუხე კი მას ე------–--ის სახლში ემალებოდა.
ამ ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ, საზღვარგარეთ დაგეგმილი სასწავლო ვიზიტზე ისინი იმყოფებოდნენ ერთად, თუმცა მოპასუხე მოსარჩელეს თავს არიდებდა. წამოსვლის დღეს, მოსარჩელემ სთხოვა მას შერიგება და სამსახურში დარჩენა.
რაც შეეხება მოპასუხის მეუღლეს, მოსარჩელე ცდილობდა რომ ზ---------------ს საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა სამსახური, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხესაც დაემუქრა ახალი სამსახურიდან გაგდებით და განადგურებით.
ამ პერიოდში მოპასუხე ბათუმში შეხვდა შემთხვევით ლ-----------–---ს, რომელსაც სთხოვა მოსარჩელისათვის გადაეცა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, მართლა უჩივლებდა. აღნიშნულის პასუხად, მოსარჩელემ აცნობა, რომ ჩივილის შემთხვევაში, იგი იტყოდა, რომ მას მოპასუხესთან მარტო სამსახურებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ყველას უამბობდა, რომ მას მოპასუხესთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესახებ, მისი მხრიდან წამოვიდა უფრო მეტი აგრესია; იგი ხელს უშლიდა მოპასუხეს ახალ სამსახურში შეესრულებინა მისი მოვალეობები და ს---------ს თანამშრომლებს აუკრძალა მოპასუხესთან ურთიერთობა; მოსარჩელე უარს ამბობდა შეთანხმებულ პროექტებზე; მოპასუხის ყოფილი კოლეგები აღმოჩნდნენ ცუდ მდგომაროებაში და საშინელი სტრესის ქვეშ უწევდათ მუშაობა. აქედან, თ----------------–---–- და ტ--------------------–- (კაპანაძე) გაათავისუფლეს რეორგანიზაციის საფუძვლით, ხოლო ე---------- ე------–--ემ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური.
მოპასუხის განმარტებით, სარჩელში სახალხო დამცველისათვის სარჩელში მითითებულ ვადაში განაპირობა იმან, რომ კანონი რაიმე შემზღუდავ ვადას არ აწესებს და ასევე მტკიცებულებათა შეგროვებას და მოძიებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა; რაც ყველაზე მთავარია, მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულმა უსამართლო და სუბიექტურმა დამოკიდებულებამ და მოპასუხის მუქარამ, მოპასუხეს უბიძგა, რომ აუცილებლად ებრძოლა საკუთარი უფლებებისათვის და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მიემართა სახალხო დამცველისათვის; თუმცა მანამდე მან განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვაზე, მოპასუხემ განმარტა, რომ მას სამსახურის დაკარგვის შიში აიძულებდა ეთმინა მოსარჩელის მხრიდან სისტემატური ძალადობა, ხოლო სააგნეტოდან წასვლის შემდეგ, მას მოსარჩელესთან, გარდა მისი ახალი სამუშაო ადგილიდან გამომდინარე სამსახურებრვი ურთიერთობისა, - ისიც, იშვიათად, - რაიმე სხვა ურთიერთობა არ ჰქონია.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია სწორედ სახალხო დამცველის მიერ მიღებულ რეკომენდაციას ემყარებოდა და იგი დაეყრდნო სახალხო დამცველის მიერ დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, სადავო გამონათქვამების ნაწილი არსი შეფასებითი მსჯელობა და აზრი, ხოლო დანარჩენი - სახალხო დამცველის მიერ დადგენილი ფაქტები. შესაბამისად, ცილისწამებას ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე, ე------------------ 2004 წლიდან მუშაობდა ს---------ში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელე, პ----------------–--- 2013 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა ს---------ს თავმჯდომარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2016 წლის 25 იანვარს, ე------------------მ საკუთარი ინიციატივთ დატოვა ს--------- და სამუშაოდ გადავიდა გ------------------–---------------–------–----- საზოგადოებაში (G--) სამართლებრივ მრჩევლად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,ს----------–-----------------------------–----–-----------–-------------------------------––-–-----“ და ხელმძღვანელობს ს-------------------- კომპონენტს.
მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ახალ სამსახურში გადასვლისას გაცემული იქნა დადებითი რეკომენდაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. მოპასუხე, ე-----------------ის მეუღლე, ზ--------------- მუშაობდა სსიპ ,,ს-------------------------------–-----------ში“ 2010 წლის 13 იანვრიდან 2016 წლის 22 აგვისტომდე. ზ--------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით. კერძოდ, აღნიშნულის საფუძველი გახდა 2016 წლის 13 ივლისს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ზ--------------- ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ს---------ში ძაღლთან ერთად.
აღნიშნულის შემდგომ, ზ--------------მა სარჩელით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/28728-16), სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ზ--------------ს უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მან უხეშად დაარღვია შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც ს---------ს გადაწყვეტილება მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიჩნეული იქნა კანონიერად.
სასამართლომ არ გაიზიარა ზ---------------ს მოსაზრება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა პირად ანგარიშსწორებას, კერძოდ, ს---------ს თავმჯდომარე ავიწროებდა და ამცირებდა მის მეუღლეს და ამ უკანასკნელის საჩივარი გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 18/08/2016წ. დასკვნა (ტ.1. ს.ფ.-ები: 36-41);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის N2/28728-16 გადაწყვეტილება (ტ, II, ს.ფ-ები 115-126);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2016 წლის 29 აგვისტოს, მოპასუხე ე------------------მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მიუთითა, რომ ის გახდა შევიწროების მსხვერპლი პ------ უ-------–--ის მხრიდან.
სახალხო დამცველის მიერ დადგენილი იქნა, რომ პ------ უ-------–--ის მიერ ე-----------------ის მიმართ ჩადენილი იქნა შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. კერძოდ, სქესის ნიშნით შევიწროება გამოიხატა მოპასუხის შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში, ხოლო სექსუალური შევიწროება - ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში: კონკრეტული ფამილიარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში.
რეკომენდაციის მიხედვით, ამ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა განმცხადებელს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, სქესის ნიშნით შევიწროება დადგენილი იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2015 წლის 28 სექტემბერს გაგზავნილი შეტყობინებებით, მაგალითად - ,,გავიგე და მოგხედავ მე შენ, და მართლა ნაცემი რომ იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!“, ხოლო სექსუალური შევიწროება დადგენილი იქნა იმ გარემოების საფუძველზე, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უწოდებდა ციყვს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ პ----------------–---ს თანამშრომლებმა დაბადების დღეზე ციყვის ფორმის ტორტი მიართვეს. ასევე, ვერბალური სახით სექსუალური შევიწროების გამოხატულებად, კონკრეტულ საქმეზე სახალხო დამცველმა მიიჩნია მსხვერპლის ასაკზე ხაზგასმა, კერძოდ, პ------ უ-------–--ის აღნიშვნა, რომ მას ე-----------------ის ასაკის ქალები არ აინტერესებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- სახალხო დამცველის რეკომენდაცია (ტ. I, ს.ფ-ები: 42-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.5. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემდეგ, მოპასუხე, ე------------------მ შპს ,,ი---------”-ს ეთერში, 2018 წლის 26 მარტს, გადაცემა ,,ახალი ამბებში“ გააკეთა განცხადება, მოსარჩელის მიმართ, კერძოდ: ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში, იქიდან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად, რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაგჩაგრა ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს, აი შემიძლია უბრალოდ ესე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“.
ე------------------მ შპს ,,ს-----–----–------------------------“-ის ეთერით 2018 წლის 24 მარტს, გადაცემა შაბათის კურიერში გააკეთა განცხადება მოსარჩელის მიმართ ,,ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ ზეწოლის ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, რა გითხრათ აბა დაშინება, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე, იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ესე ვთქვათ ეს თემა შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი; იმუქრებოდა რომ იმ სამსახურიდანაც გავანთავისუფლებინებ შენ თავს, მემუქრებოდა რომ მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე; აი ეს მესაკუთრეობის ასე ვთქვათ, რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი მისი თანამშრომლის მიმართ“.
ე------------------მ შპს ,,ტ--–------------------–--“ ეთერით, 2018 წლის 28 მარტს, გადაცემა ,,რ---–--ში“ გააკეთა განცხადება მოსარჩელის მიმართ: ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას, მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა, საუბარია თითქოსდა ჩემს მიერ განხორციელებულ ზართან დაკავშირებით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- CD დისკი (ტ, I, ს.ფ. 54);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. 2018 წლის 27 მარტს, მოსარჩელე პ----------------–---მ, საკუთარი განცხადებით, მოპასუხის განცხადებების შედეგად საზოგადოებასა და მედიაში მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენების გამო, დატოვა ს---------ს თავმჯდომარის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- 2018 წლის 27 მარტის ბრძანება პ------ უ-------–--ის გათავისუფლების შესახებ (ტ, I, ს.ფ. 34);
3.1.7. სპეციალური კანონის - ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის შემდეგი განცხადებები: ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში, იქიდან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად, რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაგჩაგრა ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს, აი შემიძლია უბრალოდ ესე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“; ,,ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ ზეწოლის ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, რა გითხრათ აბა დაშინება, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე, იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ესე ვთქვათ ეს თემა შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი; იმუქრებოდა რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ შენ თავს, მემუქრებოდა რომ მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე; ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“, წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და მისთვის ზიანის მიმყენებელ, სახელის გამტეხ განცხადებებს (სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის განცხადებები: ,,აი ეს მესაკუთრეობის ასე ვთქვათ, რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი მისი თანამშრომლის მიმართ“ წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას, შეფასებით მსჯელობას, რაზედაც მოსარჩელეს გააჩნია თმენის ვალდებულება, ხოლო ,,ტელეკომპანია პირველში“ გაკეთებული განცხადება ,,მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“, მოსარჩელისვე განმარტებით, უკავშირდებოდა 2015 წლის 28 სექტემბრის მოკლეტქსტურ შეტყობინებებს, რაც მითითებულია სახალხო დამცველის დასკვნაში. შესაბამისად, ეს გამონათქვამი წარმოადგენს მითითებას ფაქტის შესახებ, თუმცა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების დარღვევად. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილებში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს(სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლი იცავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას; კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ. 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.
სპეციალური კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ე“ პუნქტით ცილისწამება დეფინირებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტით, ცილისწამება დეფინირებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
5.2. უდავოა, რომ სპეციალური კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს (საჯარო პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გამოიყენება საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, რომელიც მოცემულია სპეციალური კანონის კანონის მე-14 მუხლში: პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილია სამოქალაქო საქმეზე მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების ზოგადი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინ ამტკიცებას და არა მას, ვინ უარყოფს (სუსგ Nას-1294-1214-2015, 27/06/2016წ.), თუმცა ,,სპეციალური კანონი“, ქმნის რა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიას, ადგენს გამონაკლისს ზოგადი წესიდან და მოსარჩელეს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვის ინიციატორს, აკისრებს მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთს. კერძოდ, ,,სპეციალური კანონის“ მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორს, ეკისრებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეთა მიერ მის შესახებ გავრცელებული ცნობები შეიცავდა: 1. არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, 2. ამ განცხადებებით მას ზიანი მიადგა და 3. განცხადებული ფაქტების მცდარობა მოპასუხეთათვის წინასწარ იყო ცნობილი 4. ან მათ გამოიჩინეს უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.
5.4. გადაწყვეტილებებში, საქმეებზე ,,ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ" (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ" (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ .
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ" (Dichand and Others v. Austria“) განმარტა, რომ როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს.
საქმეზე ,,ბრაზილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ" (Case Of Brasilier v. France) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადებების უკან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე“.
საქმეზე ,,ნოვაია გაზეტა და ბორიდიანსკი რუსეთის წინააღმდეგ“ (Case Of Novaya Gazeta and Borodyanovski V. Russia), სასამართლო განმარტავს, რომ ..შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დადგენა არ ექვემდებარება დამტკიცებას და უნდა მოხდეს შეფასებითი მსჯელობის გამიჯვნა ფაქტებისგან, რომელთა არსებობის დადგენა შესაძლებელია. თუმცა, რთულია განასხვავო ფაქტის განცხადება და შეფასებითი მსჯელობა, როდესაც აზრი გამოთქმულია და განცხადება გაკეთებულია მესამე პირის მოქმედებაზე“. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად არსებობს ამ განცხადების საკმარისი საფუძველი, რადგან შეფასებითი მსჯელობაც ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული. შეფასებითი მსჯელობის შემცველი განცხადების მინიმალურ ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, საფუძვლიანი გადამოწმება ან დამოკიდებელი გამოკვლევა, როგორც ეს ადრე დაადგინა სასამართლომ“.
5.5. რაც შეეხება საჯარო მოხელეების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს, ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (§53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97) განმარტა, რომ „დასაშვები კრიტიკის საზღვრები ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ფართოა საჯარო მოხელეებისთვის ვიდრე კერძო პირებისთვის. თუმცა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საჯარო მოხელეები გამიზნულად არ ხდიან საკუთარ ქმედებებს/მოსაზრებებს ფართო საზოგადოების კრიტიკის ობიექტად, შესაბამისად საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების ქმედებების კრიტიკასთან მიმართებით არ შეიძლება არსებობდეს ერთიდაიგივე სტანდარტი.“ „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ , §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10).
5.6. ასევე, თანამდებობის პირის ცილისწამებასთან დაკავშირებით, საქმეზე ,,კელლერი უნგრეთის წინააღმდეგ“ (33352/02), ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმისათვის, რათა შეფასდეს სადავო განცხადების გამართლებულობა, განსხვავება უნდა მოიძებნოს ფაქტის შესახებ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის, კერძოდ იმაში, რამდენადაც ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობის დამტკიცება ზოგადად შეუძლებელია და არღვევს აზრის თავისუფლებას, რომელიც არის მე-10 მუხლით დაცული უფლების ფუნდამენტური ნაწილი (იხ, მაგალითად, Lingens v. Austria, 1986 წლის 8 ივლისის გაადწყვეტილება, სერია A no. 103, გვ. 28, § 46; Oberschlick v. Austria (no. 1), 1991 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, სერია A no. 204, გვ. 27, § 63). განცხადების, როგორც ფაქტის ან როგორც შეფასებითი მსჯელობის კლასიფიკაცია პირველ რიგში, ხვდება ეროვნული ხელისუფლების შეფასების ფარგლებში, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების (იხ. Prager და Oberschlick v. Austria, judgment of 26 April 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, სერია A no. 313, გვ. 18, § 36). However, even where a statement amounts to a value judgment, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი ბაზისი მის გასამყარებლად, ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული (Jerusalem v. Austria, no. 26958/95, § 43, ECHR 2001-II)“.
5.7. საქმეში ,,პერუზი იტალიის წინააღმდეგ“ (Peruzzi v Italy), სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა მოხდეს წარმოთქმული სიტყვების გამართლება, თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, თუმცა შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება შეუძლებელია. (იხ. საქმე: ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ”, (Oberschlick v. Austria (no. 2),), № ECHR 1997), ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებების წარდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მისი წარდგენის მოთხოვნა ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით განმტკიცებული უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს (იხ. საქმე: ,,მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ”, (Morice v. France), [დიდი პალატა], №29369/10, §155, ECHR 2015).
5.8. აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომა ასეთ საქმეებზე, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში" (სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
,,აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამონათქვამის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი" (სუსგ, Nას-1477-1489-2011, 03/03/2012წ.).
5.9. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მედიაში გააკეთა განცხადებები, რომლითაც ყოფილი ხელმძღვანელი, მოსარჩელე, პ----------------–--- დაადანაშაულა შრომითი ურთიერთობისას და მის შემდგომ, სისტემატურად, ყოველდღიურად განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში, რამაც ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, თუ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარებისა და შეფასებების ფონზე, ამ უკანასკნელის მიმართ საზოგადოებაში გამოიწვია მძაფრი უარყოფითი რ---–--, რომელმაც მოსარჩელის თანამდებობის გათვალისწინებით, შეიძინა ასევე პოლიტიკური ელფერიც. საბოლოოდ, მოსარჩელემ აღნიშნულიდან გამომდინარე, დატოვა თანამდებობა (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სატელევიზიო გადაცემების ელექტრონული ჩანაწერები (ტ.1. ს.ფ. 54).
5.10. წინამდებარე დავის ფარგლებში, მოპასუხემ სარჩელს დაუპირისპირა მოთხოვნის გამომრიცხავი, კვალიფიციური შესაგებელი, სადაც განმარტა, რომ ფაქტების ნაწილში ზემოაღნიშნული განცხადებები ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ დადგენილ გარემოებებს, ხოლო დანარჩენი წარმოადგენდა მის მოსაზრებებს (იხ. შესაგებელი. ტ.1. ს.ფ. 77).
5.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
5.12. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, ,,სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს„ (იხ. სუსგ Nას-698-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
5.13. როგორც ეს ზემოთაა აღნიშნული, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, სქესის ნიშნით შევიწროება დადგენილი იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2015 წლის 28 სექტემბერს გაგზავნილი შეტყობინებების (მაგალითად - ,,გავიგე და მოგხედავ მე შენ, და მართლა ნაცემი რომ იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!“), ხოლო სექსუალური შევიწროება - იმ გარემოების საფუძველზე, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უწოდებდა ციყვს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ პ----------------–---ს თანამშრომლებმა დაბადების დღეზე ციყვის ფორმის ტორტი მიართვეს. ასევე, ვერბალური სახით სექსუალური შევიწროების გამოხატულებად, კონკრეტულ საქმეზე სახალხო დამცველმა მიიჩნია მსხვერპლის ასაკზე ხაზგასმა, კერძოდ, პ------ უ-------–--ის აღნიშვნა, რომ მას ე-----------------ის ასაკის ქალები არ აინტერესებდა.
5.14. უდავოა, რომ მოწმე, ე---------- ე------–--ისათვის გაგზავნილი შეტყობინებები, რაზედაც მითითებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, როგორც ფაქტი, მოპასუხის განცხადებიდან გამომდინარე, არ გამხდარა სახალხო დამცველის შესწავლის საგანი. მოპასუხე კი შესაგებელში მიუთითებს, რომ ფაქტების ნაწილში მისი გამონათქვამები ემყარება სახალხო დამცველის რეკომენდაციას. შესაბამისად, იმ გარემოებისათვის, ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს აქ მითითებული გამონათქვამები, დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიუნიჭებია არსებითი მნიშვნელობა (იხ. ტ.1. ს.ფ.-ები: 88-95; 248-258.).
5.15. მოწმე, ა-------------–---მ აჩვენა, რომ 2013 წლიდან იყო მოსარჩელის თანაშემწე. იგი მხარეთა შორის არანაირ ინციდენტს არ შესწრებია, თუმცა დაადასტურა, რომ მხარეები მეგობრობდნენ უფრო მეტად, ვიდრე სხვა თანამშრომლები. მოწმემ მიუთითა, რომ თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელეს ყველასთან, თანამშრომლურ ფარგლებს არ გაცდენია მათი ურთიერთობა, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია არასდროს. არც თათბირზე ჰქონია ადგილია ასეთ ფაქტს. იყო ჯანსაღი კამათი მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით. 2015 წელს იყო კორპორატიული საღამო, იყო ძალიან კარგი სიტუაცია, ერთ მაგიდასთან ისხდნენ მხარეები და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ჩვეულებრივი. კვირაში ერთხელ ტარდებოდა თათბირი და ძირითადად ესწრებოდნენ მოსარჩელეც და მოპასუხეც. უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელეს მოპასუხესთან და მის ჯგუფთან. თათბირის გარდა პირად შეხვედრებს არასდროს არ დასწრებია. პირად ურთიერთობებზე მოსარჩელესთან მოწმე არ საუბრობდა. მოწმემ არ იცის მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ი-----–---------–--- და სხვა თანამშრომლები სამსახურიდან. მოწმე აღნიშნავს, რომ კორპორატიულ საღამოზე პ------ და ე-- ისხდნენ ერთ მაგიდასთან, მოწმე - გვერდით მაგიდაზე. ზოგადად, პიარი გეგმავს კორპორატიულ ღონისძიებას. პიარის უფროსი იყო ე---------- ე------–--ე რომელიც მოპასუხის მეგობარია. მოპასუხეს არასდროს არ მოუყოლია მოწმისთვის რაიმე კონფლიქტის შესახებ მოსარჩელესთან (იხ. მოწმის ჩვენება, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 10:29:40-10:52:19).
5.16. მოწმე ს------------------მ, რომელიც წარმოადგენდა ს-------------------------------–------------ს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა სამსახურის ხელმძღვანელს, აჩვენა, რომ 2006 წლიდან მუშაობს საჯარო რეესტრში. პირადად მოპასუხესა და მოსარჩელეს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, ასევე ახლო მეგობრული ურთიერთობა, ხშირად კონტაქტობდნენ. ერთად მონაწილეობდნენ შეხვედრებში. მედიასაშუალებებით რაც გავრცელდა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს (იხ. მოწმის ჩვენება, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 10:54:25-11:20:42).
5.17. მოწმე, ე---------- თ------–---–მა აჩვენა, რომ 9 წელია მუშაობს საჯარო რეესტრში, HR-ში. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ მხარეებს. თათბირზე არ იცის მათი ურთიერთობა როგორი ფორმის იყო. სამსახურში იყო სამსახურებრივი გარემო და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყველას ერთმანეთთან. არ შესწრებია მხარეთა შორის კონფლიქტურ სიტუაციას. საჯარო რეესტრში ყველა ღონისძიებას აკეთებდა თვითონ მოწმე, მათ შორის ტორტის დიზაინი და იდეაც მისი იყო. ე-- ე------–--ის იდეა იყო პ------ უ-------–--ისათვის ტორტის დამზადება. ცხენი უყვარსო და შეიძლება გამოვიყენოთო, მაგრამ მთავარი მოთხოვნა იყო რომ ,,ციყვი დაესვა“ ტორტზე. წითელი პომადით გამომწვევი ჩანთა გადაკიდებული უნდა ყოფილიყო ციყვი და რომ იკითხა მოწმემ რატომ უნდა ყოფილიყო ტორტზე დასმული ,,გაპრანჭული ციყვი“ არ უპასუხა ე------–--ემ და გაიცინა. როდესაც ტორტი შეუკვეთეს და დაბრუნდნენ, ე------------------ ე------–--ის ოთახში იყო და უთხრა ე------–--ემ ციყვიანი ტორტის შესახებ და მ------ც შემოუერთდათ ტორტის დამზადებაში. პ------ს კაბინეტში მიიტანეს ტორტი. მოწმეს არ ჰქონია არანაირი პრობლემა მოსარჩელესთან ურთიერთობაში. მისი თანდასწრებით პ------ს არცერთი თანამშრომლისთვის ტერმინით ,,ციყვი“ არ მიუმართავს (იხ. მოწმის ჩვენება, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 11:26:06-11:48:26).
5.18. მოწმე ლ-----------–---მ, ს---------ს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილემ, თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2016 წელს დასახელებული სამსახურის მიერ მიმდინარობდა სამსახურებრივი შემოწმება ზ---------------ს მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით.
მოწმე, ქალაქ ბათუმში შეხვდა ე------------------ს და მოპასუხემ მოწმეს უთხრა რომ მის მეუღლესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება და მისი მეუღლე იყო კვალიფიციური კადრი. თუ მოხდებოდა მის მიმართ დისციპლინური წარმოება და გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, მიმართავდა სახალხო დამცველს, რომ პ----------------–--- ახდენდა მოპასუხეზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ე------------------მ უთხრა, რომ მისი პოზიცია გადაეცა პ------ უ-------–--ისთვის. რაიმე კონფლიქტს მხარეთა შორის, ან სხვაგვარ ფამილარულ ურთიერთობას მოწმე არ შესწრებია.
5.19. მოწმე ე-–-----–-----–--ს ჩვენებით, 2016 წლის მარტში წამოვიდა სამსახურიდან. დაახლოებით ივნისის ბოლოს დაუკავშირდა ს-------------------- თანამშრომელი კ-----------------, მისი უშუალო უფროსი და უთხრა რომ ე-- მ------ს უნდოდა მასთან დაკავშირება. პირადად არ იცნობდა მოპასუხეს. მოპასუხე და მოწმე ე-–-----–-----–-- დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ხოლო საუბრისას მოპასუხემ უთხრა რომ აპირებდა სახალხო დამცველთან ჩივილს პ------ უ-------–--ის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო. მოპასუხე ეუბნებოდა მოწმეს და სჭირდებოდა მოწმე რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა რომ მოპასუხე წამოვიდა სამსახურიდან, მის ქმარზე ხდებოდა ზეწოლა მოსარჩელის მხრიდან. ე-–-----–-----–-- და მოპასუხე ე------------------ წავიდნენ სახალხო დამცველთან და რაც მოუყვა ე-–-----–-----–--ს კ-----------------მ და ე------------------მ, აღნიშნული უთხრა სახალხო დამცველს. ასევე უთხრა ისიც, რომ ეს ყველაფერი მისთვის კ--------------------- და ე-- მ-------გან იყო ცნობილი. შემდეგ კიდევ დაუკავშირდა მ------ მოწმეს და უთხრა რომ მეილი უნდა გაეგზავნა პრემიერმინისტრისთვის. ე-–-----–-----–--მ უთხრა რომ ვერაფრით დაეხმარებოდა. შემდგომში შეიტყო მოწმემ, რომ მ------- ქმარი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მისთვის ცნობილი გახდა გათავისუფლების რეალური საფუძვლებიც. ე-–-----–-----–--ს განცხადებით, ის ძალიან გაბრაზდა და მისწერა სახალხო დამცველს და უთხრა, რომ არ უნდოდა ის დაედასტურებინა რაშიც ეჭვი ეპარებოდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუმალა მას მისი ქმრის შესახებ გარკვეული გარემოებები. მოპასუხემ დაშტრიხვის გარეშე გაასაჯაროვა სახალხო დამცველის დასკვნა. მოწმემ არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ პ------ უ-------–--ის მხრიდან მის მიმართ რაიმე სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი.
5.20. მოწმე, ე---------- ე------–--ემ აჩვენა, რომ მეგობრობს მოპასუხესთან და აქვს ახლო ურთიერთობა. ასევე, ნათელმირონობა აკავშირებს მოსარჩელესთან. იგი მუშაობდა ს---------ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მხარეთა შორის მოხდა კონფლიქტი მათი ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს. თუმცა ინციდენტმა ჩაიარა და შერიგდნენ. 2016 წლის შემოდგომაზე, მოწმეს დაურე-- თ----------------–---–-- და უთხრა რომ მოპასუხე იყო მისახედი და მიეხედათ. მოსარჩელე სთხოვდა ე--ს, რომ მის მეორე პასპორტში ჰქონოდა შენგენის ვიზა. ამის ნიადაგზე დაიწყო მათ შორის კონფლიქტი და სულ ჩხუბობდნენ. ერთ დღეს როცა ე-- დაბრუნდა ბათუმიდან, მოწმემ გადაურე-- ე--ს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ტიროდა და ა.შ. მოვიდა მოწმესთან სახლში, ჰქონდა ნერვული შეტევა, მაღალი წნევა, კანკალი. მოწმემ იმ მომენტში ვერ გაიგო რა მოხდა, ცალკე მოსარჩელესაც ელაპარაკებოდა, რომელიც ამბობდა ,,როგორ მითხრა გიჩივლებო“. მან აგინა ე------------------ს და მიაყენა შეურაცხყოფა. დილით მეორე დღეს სთხოვა მოპასუხეს რომ ესაუბრათ. დაურე-- მოსარჩელემ ამ დროს და სხვა თემაზე გადაერთო ყველა, სამუშაო რეჟიმზე. მოწმემ აუხსნა მოსარჩელეს, რომ არ იყო მართალი და მისი საქციელი არ იყო სწორი და ბოდიში მოეხადა მოპასუხისთვის. შემდეგ იყვნენ შვედეთში სამსახურებრივ ვიზიტში დიდ ჯგუფთან ერთად ორივე მხარე. აეროპორტში მათ ისაუბრეს და დაბრუნდნენ თბილისში. დაბრუნების შემდეგ, მოწმესთან შევიდა ე--ს მეუღლე იყო ძალიან გაბრაზებული. დაუგდო ტელეფონი მაგიდაზე, რომელშიც იყო მიმოწერები პ------სა და ე--ს შორის. ე-- წერდა ნუღა მეჩხუბები, ისედაც ნაცემივით ვარო, პასუხი იყო - გცემ კი არა ხელითაც შეგეხები თუ საჭირო იქნებაო. დილითვე შევიდა მოწმე მოსარჩელესთან ოთახში და სთხოვა აერიდებინა თავი ამ კონფლიქტისთვის. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე ჩააყენა საქმის კურსში ე------------------მ რომ აპირებდა წასვლას. კარგი რეკომენდაცია მისცა მოსარჩელემ ე------------------ს ახალ სამსახურში. შესაბამისად, მოპასუხე წავიდა ახალ სამსახურში იანვრის თვიდან. აღნიშნულის შემდეგ დაიძაბა მხარეთა შორის ურთიერთობა. მოსარჩელე სთხოვდა მოწმეს ეთქვა მოპასუხისთვის რომ რადგან წავიდა სამსახურიდან გაეყოლებინა მისი მეუღლე ზ---------------ც. მოწმე უხსნიდა, რომ წავა სამსახურიდან ზ--------------- უბრალოდ ესე უცებ ვერ წავიდოდა. ამის შემდგომ ზ--------------ს შეექმნა პრობლემები სამსახურში. დაურე-- მოსარჩელემ და მიხედეთ ყიფიანს ნასვამია მოსული ძაღლთან ერთადო. მოწმემ დაინახა ლიფტთან ზურა სხვა თანამშრომლებთან ერთად და ჰკითხა რა ხდებოდა და ზ--------------მა უპასუხა არაფერიო. მოსარჩელე ეუბნებოდა მოწმეს, ჭკვიანად იყვნენ თორემ გავაშვებინებ ახალი სამსახურიდანაცო. ამის შემდეგ მოსარჩელე წერს მოწმეს, მივიღე გზავნილი ბათუმიდან და ,,მე ის მამალი ვარ რომელიც იყივლებს და გინდ გათენდეს და გინდ არაო, ჩემდა სამარცხვინოდ თუ დამისვამს ხალხი კითხვას რატომააე-- შენს მიმართ ასეთი განაწყენებული, ვიტყვი, რომ მასთან სამსახურებრივის გარდა სხვა ურთიერთობაც მქონდაო“. პ----------------–--- ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას თანამშრომლებს. ,,ციყვის“ დაძახება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისთვის და თავიდან ხალისობდნენ კიდეც ამაზე და ,,ციყვიანი“ ტორტიც გაუკეთეს დაბადების დღეზე. გაპრანჭულ გოგოებს ეძახდა ასე და ე-- ე------–--ის ინიციატივა იყო ,,ციყვის“ ფორმის ტორტის გაკეთება. ,,ციყვთან“ დაკავშირებით კონკრეტულად არავის არ უთქვამს არაფერი მაგრამ გულისწყრომას ყოველთვის გამოხატავდნენ მოსარჩელის აგრესიული ხასიათის გამო, თუმცა არანაირი ზომები არ მიუღია არცერთ თანამშრომელს (იხ. მოწმის ჩვენება, 2019 წლის 06 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:53:52-18:54:51).
5.21. ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა: თ----------------–---–-- და ტ--------------------–-- ზემოაღნიშნულ და იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ასახულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში (ტ.1. ს.ფ.-ები: 358-395; ტ. 2. ს.ფ.-ები: 14-29).
5.22. ამდენად, ერთის მხრივ, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა: ა-------------–---მ, ლ-----------–---მ, ს------------------მ, ე---------- თ------–---–მა, რომლებიც მხარეებთან ერთად მუშაობდნენ ს---------ში, აჩვენეს, რომ მათთან მოსარჩელეს მეგობრული ან სხვა ახლო ურთიერთობა, გარდა სამსახურებრივი ურთიერთობისა, არ აკავშირებდათ და მათთვის უცნობი იყო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის და/ან სხვა რომელიმე თანამშრომლის მიმართ რაიმე სახის ძალადობის შესახებ; მეორეს მხრივ, მოპასუხის მოწმეთა ჩვენებების სანდოობისა და დამაჯერებლობის თვალსაზირისთ, სასამართლო ყურადღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეები: ე---------- ე------–--ე, თ----------------–---–- და ტ--------------------–-, როგორც მათი, ისე მოპასუხის განმარტებით, არიან ერთმანეთის უახლოესი მეგობრები (იხ. 15/03/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი. 10:53, 11:25:29 სთ. 31/05/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:24:55სთ.), ხოლო ამ წრის გარეთ მოპასუხეს რომელიმე სხვა პირის, მათ შორის, სახალხო დამცველთან მოწმედ დაკითხულ პირთა, მოცემულ საქმეზე მოწმედ დაბარება არ მოუთხოვია. ამასთანავე, გარდა იმისა, რომ ტ--------------------–- და თ----------------–---–- მათი სარჩელისა გამო სასამართლო დავის რეჟიმში იმყოფებიან მოსარჩელესთან და მათი ჩვენებების ძირითადი ნაწილი სწორედ მოსარჩელესთან მათ პირად ურთიერთობას შეეხებოდა, მოპასუხის მოწმეებმა თავიანთ ჩვენებში მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რაც მათთვის ცნობილი გახდა თვით მოპასუხისაგან ან სხვა პირთა გადმოცემით (მაგ. იხ. 15/03/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 10:27-10:29:04, 12:44, 13:23 სთ.; 31/05/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:04:28 სთ.) და ისეთ გარემოებებზეც, რომელთა არსებობაც მათ ლოგიკურად ივარაუდეს (მაგ. 15/03/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:23 სთ.) ან რომელთა შესახებაც მოპასუხისათვის ამ ჩვენებების მიცემამდეც არაფერი იყო ცნობილი (31/05/2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 13:48:22-სთ.), შესაბამისად, დავის საგანთან შემხებლობა მათ ჩვენებებს ამ ნაწილში თავისთავად არ აქვთ და მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს.
5.23. საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ს---------ში მხარეთა ერთად საქმიანობის პერიოდი მოიცავს დროს 2013 წლის 25 ნოემბრიდან (მოსარჩელის ს---------ს თავმჯდომარედ დანიშვნის დღე) 2016 წლის 25 იანვრამდე (მოპასუხის გადასვლა G---ში) - 2 წელსა და 2 თვეს.
საქმეზე ასევე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ს---------სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 8 თვის შემდეგ - 2016 წლის 29 აგვისტოს - მისი მეუღლის, ზ---------------ს ს---------დან გათავისუფლებიდან (2016 წლის 22 აგვისტო) 6 დღის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ მას სამსახურის დაკარგვის შიში აიძულებდა ეთმინა მოსარჩელის მხრიდან ამ ხნის მანძილზე ყოველდღიურად განხორციელებული ძალადობა, აშკარად არადამაჯერებელია და ლოგიკურად ქმნის მოწმე, ლ-----------–---- ჩვენებაში მითითებული გარემოების გაზიარების წინაპირობას.
5.24. თავის მხრივ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხის მეუღლის, ზ---------------სათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ ყოფილა მოსარჩელის სუბიექტური გადაწყვეტილება და აღნიშნული განხორციელდა კანონიერად. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი მეუღლის მიმართ უსამართლო და სუბიექტურ დამოკიდებულებას, ასევე არ დადასტურდა (ტ.2. ს.ფ.-ები: 115-126).
5.25. სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევში, თითოეული სადავო განცხადების ინტერპრეტაცია, აზრად თუ ფაქტად კვალიფიკაციის თვალსაზრისით, უნდა მოხდეს მისი სრული ტექსტის შინაარსის ერთიანი აზრობრივი დატვირთვის ჭრილში, რამდენადაც გამონათქვამის ფაქტობრივ და შეფასებით ელემენტებად დაყოფით, ლინგვისტური თვალსაზრისითაც, მთლიანად იკარგება მისი შინააარსი, ნამდვილი აზრი და შეუძლებელი ხდება გამონათქვამის ტექსტის ადეკვატურად აღქმა.
შესაბამისად, მოპასუხის ახსნა-განმარტებასა და საპაექრო სიტყვაში (ტ.2. ს.ფ.-ები: 137-157) წარმოდგენილი მოსაზრება სადავო გამონათქვამების ცალკეული წინადადებების ჭრილში შეფასების შესახებ, არარელ----ტურია.
5.26. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“-,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შე--ვება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
დასახელებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
,,გენდერული თანასწორობის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია ა) პირის შევიწროება − სქესის ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; ბ) სექსუალური შევიწროება − სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლით, სექსუალური შევიწროება განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
5.27. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებები, როგორც მთლიანად, ისე იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად იძლევა აქ მოყვანილი გარემოებების ზემოაღნიშნული ნორმებით დეფინირებული გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტების კატეგორიისადმი მიკუთვნების საკმარის საფუძველს.
5.28. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაანალიზა რა სადავო განცხადებების მთლიანი შინაარსი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადებების: - ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქედან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაჩაგრა, ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს. აი, შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“; ,,ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, - რა გითხრათ აბა, - დაშინება; ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე; იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“; ,,იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს; მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“; ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“ - შინაარსით, გამოთქმის ფორმითა და კონტექსტით ყალიბდება მოპასუხის მხრიდან ფაქტობრივი ბრალდება მოსარჩელის მიმართ იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სისტემატურად ახდენდა მოპასუხის მიმართ სქესის ნიშნით ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას, რამაც უფრო მძაფრი ხასიათი შეიძინა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეს განცხადებები ვერ შეფასდება, როგორც მოპასუხის მიერ საკუთარი შეხედულების გამოხატვა, რაზედაც მოსარჩელეს გააჩნია თმენის ვალდებულება. ხოლო ის ფაქტები, რაზედაც დააყრდნო თავისი რეკომენდაცია სახალხო დამცველმა (მოსარჩელის 2015 წლის 28 სექტემბრის მოკლეტექსტური შეტყობინებები, სახელი ,,ციყვო" და სახალხო დამცველთან გამოკითხვისას მოსარჩელის მიერ მოპასუხის ასაკზე მითითება), არ წარმოადგენდა ადეკვატურს და საკმარისს საიმისოდ, რომ მოპასუხეს მოსარჩელე საჯაროდ დაედანაშაულებინა შრომითი ურთიერთობისას, დაქვემდებარებაში მყოფი ქალის მიმართ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში და ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ ასეთი ქმედებების უფრო გაძლიერებაში, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ ფაქტების დადასტურება.
თავისთავად, მითითება ძალადობაზე, შევიწროებაზე, არის ფაქტებზე მითითება და არა მოსაზრება. სადავო განცხადებებში მითითებული ფრაზები: ,,აგრესია“, ,,დაჩაგვრა“, ,,ფსიქოლოგიური ტერორი“, ,,ზეწოლა“, ,,ყვირილი“, ,,ჩხუბი“, ,,დამცირება“, ,,შეურაცხყოფა“, ,,მუქარა“ და ა.შ., რომელსაც მოპასუხის განცხადებით, მის მიმართ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყოველდღიურად, თავის თავში მოიცავს ინფორმაციას, ხანგძლივი დროის განმავლობაში ძალიან დიდი ინტენსივობით, სხვადასხვა ფორმით, სქესის ნიშნით განხორციელებული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ, რის შესახებაც მოპასუხემ ცნობები საჯაროდ გაავრცელა მტკიცებით ფორმაში და რისი არსებობაც, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა მონაწილეობით გადაღებული ფოტოსურათები, მაგ. ტ.1. ს.ფ-ები: 254 (ფოტო გადაღებულია ქ. მ-------–- ერთობლივი სამსახურებრივი ვიზიტის დროს, მოპასუხის ს---------სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ), 258) არ დადასტურდა.
5.29. მსგავსი ხასიათის ბრალდებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (2003 წლის 11 მარტი, №35640/97) განმარტა , რომ ,,ზემოაღნიშნული ბრალდებები, სასამართლოს აზრით, წარმოადგენს ფაქტების კონსტატაციას, რომელთა დასამტკიცებლადაც ეროვნულმა სასამართლოებმა მართებულად მოითხოვეს მტკიცებულებების წარდგენა“.
ასევე, გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,ბრაზილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ “(Case Of Brasilier V. France) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადებების უკან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე“, ხოლო საქმეზე ,,პედერსენი და ბაადსგაარდი დანიის წინააღმდეგ” (Case Of Pedersen and Raadsgaard V. Denmark) ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: ,,...სასამართლო, მსგავსად უზენაესი სასამართლოსი, ასკვნის, რომ ბრალდება კონკრეტულად დასახელებული თანამდებობის პირის მიმართ, თუმცა გაკეთებული ირიბად და კითხვა-პასუხის ფორმატში, წარმოადგენს ფაქტის შესახებ განცხადებას რომელიც ექვემდებარება მტკიცებას“.
5.30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“, მიუთითებს: ,,დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას უნდა არსებობდეს მისი დამადასტურებელი საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიჩნევა გადაჭარბებულად“.
5.31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები, რომლითაც საზოგადოებას ეცნობა, რომ რომ შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოსარჩელის მხრიდან მის მიმართ ,,ყოველდღიურად” ანუ სისტემატურად და ინტენსიურად ხორციელდებოდა სქესის ნიშნით ძალადობა და სექსუალური შევიწროება, იყო დაუსაბუთებელი, შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ეს განცხადება არის მისთვის ზიანის მიმყენებელი - რეპუტაციის შემლახველი და სახელის გამტეხი.
მაშასადამე, რამდენადაც მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.
5.32. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. შესაბამისად, სახეზეა სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც იწვევს ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
5.33. სასამართლო თვლის რომ რუსთავი 2“-ის ეთერით გასული, სადავო გამონათქვამის ბოლო წინადადება: ,,აი ეს მესაკუთრეობის ასე ვთქვათ, რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი მისი თანამშრომლის მიმართ“, წარმოადგენს მოპასუხის მოსაზრებას, შეფასებით მსჯელობას, რაზედაც მოსარჩელეს გააჩნია თმენის ვალდებულება.
ამ თვალსაზრისით, სასამართლო მოიხმობს ევროპული სასამართლოს განმარტებას, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გამოხატვის თავისუფლება, როგორადაც იგი კონვენციის მე-10 მუხლით განისაზღვრება, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა მიხედვით, იგი მოიცავს ისეთ ინფორმაციასა და იდეებს, რომელთაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან უვნებელია, ანდა ნეიტრალური, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოსა თუ საზოგადოების გარკვეული სექტორისათვის. ასეთია პლურაზმის, ტოლეტანტობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება'' (,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", N5493/72, 7 დეკემბერი, 1976 წელი).
5.34. რაც შეეხება ,,ტელეკომპანია პირველში“ მოპასუხის სადავო განცხადებას ,,მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“, მოსარჩელისვე განმარტებით, უკავშირდებოდა 2015 წლის 28 სექტემბრის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რის საფუძველზედაც სახალხო დამცველის მიერ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის სქესის ნიშნით შევიწროება. შესაბამისად, ეს გამონათქვამი წარმოადგენს მითითებას ფაქტის შესახებ, თუმცა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების დარღვევად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილებში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.35. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რამდენადაც საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ გაკეთებული, არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და არ არსებობს ამავე კანონის საფუძველზე, ცილისწამების გავრცელების მიუხედავად, მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილების 5.28 პუნქტში მითითებული განცხადებების უარყოფა.
6. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ე------------------ს მოსარჩელე, პ------ უ-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან, 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. პ------ უ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე, ე------------------ს დაევალოს:
2.1. შპს ,,ი---------“-ს ეთერში, 2018 წლის 26 მარტს, გადაცემაში ,,ა---–--------“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამის უარყოფა: ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქედან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაჩაგრა, ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს. აი, შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“.
2.2. შპს ,,ს-----–----–-------------------------“-ის ეთერით 2018 წლის 24 მარტს, გადაცემაში ,,შ------------------“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: ,,ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, - რა გითხრათ აბა, - დაშინება; ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე; იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“; ,,იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს; მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“.
2.3. შპს ,,ტ--–------------------–--“ ეთერით, 2018 წლის 28 მარტს, გადაცემაში ,,რ---–--“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“.
3. მოპასუხე, ე------------------ს დაევალოს ზემოაღნიშნული გამონათქვამების უარყოფა მოახდინოს იმავე საშუალებებითა და ფორმით, რა საშულებებითა და ფორმითაც გავრცელდა ეს ცნობები მის მიერ.
4. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე, ე------------------ს მოსარჩელე, პ------ უ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან, 50 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი