გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.08.2019
საქმის ნომერი
820310919003110862
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310919003110862 (3-71/19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი: სოფიკო აბაშიძე

განმცხადებელი - მა-–--------------ე;

მოწინააღმდეგე მხარე - სა-----------–-ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა;

აღწერილობითი ნაწილი

2019 წლის 22 ივლისს მა-–--------------ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

ამავე დღეს მა-–--------------ეს, განჩინებით განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი მოთხოვნის დაზუსტების მიზნით.

2019 წლის 25 ივლისს მა-–--------------ემ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა ახალი განცხადება და მოითხოვა გამოიცეს დამცავი ორდერი, რომლითაც:

-შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება სა-----------–-ძეს

-სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სა-----------–-ძეს აეკრძალოს მასთან მიახლოება ან მასზე საუბარი, მასზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ტელეფონით დაკავშირება, სოციალური ქსელით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.

განცხადების თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების შენობაში, 14 საათსა და 20 წუთზე სიტყვიერი, ფიზიკური, ფსიქო-ემოციური შეურაცყოფა მიაყენა ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა სა-----------–-ძემ წინასწარ მოფიქრებულად, განზრახ, გააზრებულად დაესხა თავს და ურტყა „ფოლდერი“ გულმკერდის არეში, შემდეგ მისი შუბლის წინა ნაწილი ჩაარტყა თვალი-ბუდის არეში, თავში ურტყა მუშტები, უპირებდა მოხრჩობას და ამ მიზნით წვდა მარჯვენა ხელის „ტაკვით“ და მარცხენა ხელით და კედელზე არტყმევინა თავი, რის შედეგადაც დაკარგა გრძნობა მცირე ხნით, წაერთვა ენა, განიცდიდა ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. ვერ შეძლო დაერეკა „112“ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების მიზნით, რაშიც დაეხმარა იქვე ამ ფაქტზე შემსწრე იურისტი მა------–----ძე, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო. განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნუ---------ემ გააშველა. როცა მოვიდა პოლიცია, სა-----------–-ძემ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომელსაც ისმენდა განყოფილების უფროსი ნა-------ძე და იურისტი. სა-----------–-ძემ აღნიშნა საუბარში, რომ აპირებდა მის დახრჩობას და მოკვლას.

სა-----------–-ძის ყველა ნაბიჯი წაქეზებული იყო ნა---------ს მხრიდან. ამასთანავე, აჭარის ფილიალის უფროსი თე----------–----ე 2019 წლის 19 ივლისს დღის 15 საათზე სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, რომ თუ იგი დღეის შემდეგ ექნებოდა კომფლიქტი თანამშრომლებთან და სა-----------–-ძესთან, ის დასჯიდა. განყოფილების უფროსი ნა-------ძე აყენებს შეურაცხყოფას და მისი მიდგომა არის დამაკნინებელი.

განცხადებას თან ერთვის ფორმა N100 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დასკვნა.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მა-–--------------ემ მხარი დაუჭირა განცხადებას, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, იმ ცვლილებით, რომ დამცავი ორდერით აღარ ითხოვს -შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება სა-----------–-ძეს. დამატებით განმარტა, რომ სა-----------–-ძისაგან მის მიმართ უკანონო მოქმედების ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. რამდენიმე წლის უკან სამსახურში ყოფნის დროს სა-----------–-ძემ მისგან დაუკითხავად აიღო მისი მანქანის გასაღები და მანქანა სხვა ადგილას გადააყენა. სა-----------–-ძეს ასევე კონფლიქტი ჰქონდა მის მეუღლესთან და შესაძლებელია ეს იყოს მიზეზი ამგვარი ძალადობრივი დამოკიდებულებისა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ის არის სა-----------–-ძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც ითხოვს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას. ამასთანავე წარმოადგინა ცნობა რითაც დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, მა-–--------------ის ჩვენებით, მას მისმა თანამშრომელმა სა-----------–-ძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სა-----------–-ძე არ დაეთანხმა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი მხრიდან არანაირი ძალადობის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თავის შესაგებელში იგი მიუთითებს, რომ აგრესია პირიქით, მა-–--------------ის მხრიდან მომდინარეობს, ის არის კონფლიქტური პიროვნება, სამსახურში ყველა თანამშრომელთან და ხელმძღვანელობასთან აქვს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, ამას ადასტურებს თავისივე განცხადება, რითაც დგინდება, რომ აჭარის ფილიალის უფროსმა გააფრთხილა თუ სამსახურში კვლავ ექნება კონფლიქტი თანამშრომლებთან, გაათავისუფლებდა სამსახურიდან. განმარტა, რომ 9 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება მისი უდანაშაულობა. ასევე განმარტა, რომ ეთანხმება მოთხოვნებს, მას არ ჰქონია არავითარი კომუნიკაცია მა-–--------------ესთან და არც ამის შემდეგ არ ექნება.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მასალების შესწავლის, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა-–--------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი განიმარტება, როგორც ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა.

მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს, თავის მხრივ, ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

ამდენად, კანონის განმარტებით, ძალადობის ობიექტი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, არასრულწლოვანი, ან ქალი, ხოლო ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობას აუცილებლად გენდერული ნიშანი უნდა სდევდეს.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-31 მუხლით განმარტებულია, ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.

ამდენად, ამ კანონის მიზნებისათვის ქალთა მიმართ ძალადობის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს, გენდერული ნიშნის არსებობა.

სასამართლო განმარტავს, რომ გენდერი არის სქესობრივი განსხვავების ????????? ორგანიზაცია, ანუ ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ ????? , კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში. გენდერი, ????????? კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და ???????? სტრატეგიას, ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი ????????????? ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს ქალის და მამაკაცის ??????????? ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივ და ესთეტიკურ ნორმებს.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მა-–--------------ე (სავარაუდო მსხვერპლი) და სავარაუდო მოძალადე, სა-----------–-ძე არ არიან ერთი ოჯახის წევრები, მათი ურთიერთობა განისაზღვრება მხოლოდ თანამშრომლობით, მუშაობენ ერთ სამსახურში და სხვა ურთიერთობები მათ შორის არ დგინდება. მათ არ აკავშირებთ ის ურთიერთობა, რაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს.

განმცხადებლის მიერ მითითებული ძალადობის ის გამოხატულება, რაც მა-–--------------ის მტკიცებით, სა-----------–-ძისაგან მომდინარეობს, შეიძლება შეფასებული იქნას, როგორც საზოგადოების წევრთა შორის საყოფაცხოვრებო ურთიერთობის პროცესში წარმოშობილი მოცემულობა, რომლის გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობად შეფასების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ მოიპოვება.

ამდენად, ეს ურთიერთობა შეუძლებელია დარეგულირდეს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება განმცხადებელი მხარის მიერ მითითებას 2019 წლის 9 ივლისს მასზე განხორცილებული ძალადობისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სანამ კანონით დადგენილი წესით არ გაირკვევა სა-----------–-ძის ბრალეულობა, შეუძლებელია მის მიმართ რაიმე ღონისძიების გატარება. დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სა-----------–-ძის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძალადედ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

შესაბამისად, მხარეებზე ვერ გავრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII3 თავით, ასევე ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეგულაციები.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113 მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-9, მე-10, მე-12 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა-–--------------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე