განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.03.2020
საქმის ნომერი
050310020003491683
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
24.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310020003491683 (№3/ბ-101-20წ.)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი - გ------ შ----–----ე

წარმომადგენელი - ა---- თ----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - მ------ ხ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- მ-------ე

წარმომადგენელი - კ--- ჩ---–-–---–ი

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

1.საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2020 წლის 24 თებერვალს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ------ შ----–----ემ და მისმა წარმომადგენელმა ა---- თ----ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოსა და მ--- მ-------ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ხ--------ის მიერ 2020 წლის 18 თებერვალს გამოცემული №0----- შემ---ვებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

 

1.1.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გ------ შ----–----ე 2014 წლის 03 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- მ-------ესთან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში 2015 წლის 16 თებერვალს შეეძინათ შვილი დ-----– შ----–----ე. 2017 წლის გაზაფხულის პერიოდიდან მოპასუხე მ--- მ-------ეს დაეძაბა ურთიერობა მოსარჩელის მშობლებთან და ამავე წლის მაისის თვეში იგი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების ოჯახში, რის შემდეგაც უარი განაცხადა მოსარჩელესთან ოჯახში დაბრუნებაზე. მ--- მ-------ის ინიციატივით დაწყებულ სამოქალაქო დავას 2019 წლის 05 ივლისს მოჰყვა მხარეთა შორის განქორწინების გადაწყვეტილების მიღება. ამავე გადაწყვეტილებით გ------ შ----–----ეს, როგორც მამას, შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 120 ლარის გადახდა, ამასთან განისაზღვრა მისი შვილთან ურთიერთობის წესი, სახელდობრ, შვილთან ურთიერთობის მიზნით გ------ შ----–----ეს განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი და ხუთშაბათი დღე 18:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათ დღეს კი -11:00 საათიდან მეორე დღის(კვირა) 11:00 საათამდე. მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მ--- მ-------ის მიერ გ------ შ----–----ის შვილთან ურთიერთობის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება შვილის ღამისთევით წაყვანას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი არც სხვა ნაწილში არ ასრულებს გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც, მან საერთოდ აუკრძალა მოსარჩელეს შვილთან კონტაქტი და ამ მიზნით დაბლოკა მისი მობილური ტელეფონიც. ამავე მიზნით ბავშვი არც საბავშვო ბაღში აღარ დაჰყავს, რასაც გ------ შ----–----ე მტკივნეულად განიცდის. მოცემული საკითხი მ--- მ-------ის წინააღმდეგობის გამო მოწესრიგებულ ვერ იქნა ვერც სოციალური სამსახურის მუშაკების ჩართულობით. ყველა მცდელობა შვილთან ურთიერთობის აღდგენისა, უშედეგო აღმოჩნდა.

 

1.2. ზემოხსენებული სასამართლო გაადწყვეტილების მიღებამდე -2019 წლის 15 ივნისს , დაახლოებით 20:00 საათზე იმყოფებოდა რა ქ. ოზურგეთში სავაჭრო სივრცეში გიორგი შ----–----ე შემთხვევით შეხვდა მოპასუხე მ--- მ-------ეს შვილის თანხლებით, რა დროსაც მცირეწლოვანმა შვილმა მამის დანახვაზე გამოხატა აშკარა აღტაცების რეაქცია და ლტოლვა მასთან მისვლისა და მოფერებისა, რაც განახორციელა კიდეც. მ--- მ-------ისათვის მამა-შვილის ასეთი დამოკიდებულება აღმოჩნდა რა მიუღებელი, ამ უკანასკნელ;მა ჯერ მარკეტის თანამშრომლებს მოთხოვა დახმარება და შვილის ჩამოსაცილებლად და ვერ მიიღო რა მათგან სათანადო ,,დახმარება“, დაუკავშირდა შინაგან სამინისტროს ცხელ ხაზს და მოითხოვა გ------ შ----–----ის მხრიდან ფსიქიკური ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე რეაგირების მოხდენა, რასაც 2019 წლის 17 ივნისს მოჰყვა გ------ შ----–----ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც, როგორც უკანონო, მისი საჩივრის საფუძველზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა.

 

1.3. მიუხედავად ზემოთქმულისა, მ--- მ-------ე კვლავ აგრძელებს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს და ამკრძალავი ხერხების გამოყენებით არ აძლევს გ------ შ----–----ეს შვილთან მცირე დროით დაკონტაქტების საშუალებას. უფრო მეტიც, მ--- მ-------ის მიერ მამა-შვილის კონტაქტი იმ სახით იქნა შეზღუდული, რომ 2020 წლის 16 თებერვალს -შვილის დაბადების დღეს, გ------ შ----–----ის მცდელობა იუბილარი 5 წლის შვილისათვის პირადად მიელოცა დაბადების დღე და გადაეცა მისთვის საჩუქრები უშედეგო აღმოჩნდა ამ უკანასკნელის კატეგორიული წინააღმდეგეობის გამო.

 

1.4.2020 წლის 18 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე, გ------ შ----–----ე მივიდა მ--- მ-------ის კერძო სტომატოლოგიურ კლინიკაში იმის გასარკვევად, თუ რატომ არ მისცა მან საშუალება დაბადების დღეზე მოენახულებინა შვილი, ამასთან მოსარჩელე გ------ შ----–----ე ბანკის თანხის გადასახდელის საკითხის გასარკვევადაც იყო მისული მოპასუხესთან. სახელდობრ, მათ ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ოჯახური ბიზნესის სახით გახსნილი სტომატოლოგიური კაბინეტი, რომლის მოსაწყობად და სათანადო ინვენტარით აღსაჭურვად ბანკის მიმართ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აღებული აქვს მოსარჩელე გ------ შ----–----ეს, დაშორების შემდეგ კი მ--- მ-------ე დამოუკიდებლად ამუშავებს სტომატოლოგიურ კაბინეტს და ვინაიდან ლომბარდი ფუნქციონირებს უშუალოდ გ------ შ----–----ის სახელზე, ყოველთვიური გადასახადის მოკითხვის მიზნითაც იყო მისული მოპასუხესთან, რაზედაც მ--- მ-------ე გაღიზიანდა და დარეკა 112-ში, თითქოს და გ------ შ----–----ე მას ხელს უშლიდა პაციენტებთან მუშაობაში, რის შემდეგაც გ------ შ----–----ე წაიყვანეს სამმართველოში, შეადგინეს გამოკითხვის ოქმი და განუმარტეს, რომ დამატებით აცნობებდნენ გადაწყვეტილების შესახებ, ამის შემდეგ კი 2020 წლის 19 თებერვალს გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ხ--------ის მიერ 2020 წლის 18 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც 30 დღის განმავლობაში გ------ შ----–----ეს აეკრძალა: 1. იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან მ--- მ-------ეზე არ განხორციელებულა არანაირი ძალადობა, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მას არ ეძლევა შესაძლებლობა მოინახულოს შვილი, რომლის ნახვის დღეებიც განსაზღვრული აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

2.1.მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ 2020 წლის 18 თებერვლის გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი მ--- მ-------ის განცხადებიდან გამომდინარე. ორდერი გამოცემულ იქნა კანონიერად და არ უნდა გაუქმდეს. საქართველოში ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები და ვინაიდან მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

2.2. მოპასუხე მ--- მ-------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ--- მ-------ეს ყოფილ მეუღლეთან ამ დრომდე აქვს სასამართლო დავა ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სასამართლო განხილვა სააპელაციო სასამართლოში.მიუხედავად ამისა, გ------ შ----–----ე ჯიუტად აგრძელებს მისვლას მისი მარწმუნებლის სამსახურში სხვადასხვა მიზეზებით, თხოვს მას ლომბარდის თანხას 90 ლარს, რომელსაც იხდის სამი წელია, ბოლო მისვლისას ვინაიდან მის მარწმუნებელს არ ჰქონდა თანხა, უარი უთხრა თანხის მიცემაზე, ეს საუბარი მიმდინარეობა მაშინ, როცა მ--- მ-------ეს ყავდა პაციენტი და მას უტარებდა პროცედურას, ამ დროს კლინიკაში იყო სხვა პირებიც, გ------ შ----–----ის ქცევამ პაციენტზე იმოქმედა ცუდად და აპირებდა წასვლას.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გ------ შ----–----ის ქმედება მის მარწმუნებელში იწვევს დაძაბულობას და ვარდება პანიკაში, უკანკალებს ხელები და ვეღარ ახერხებს მუშაობას, კვირის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ მაინც აკითხავს სამსახურში და სულ დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა.

 

მოპასუხე მ--- მ-------ის განმარტებით, მისი ყოფილი მეუღლე ითხოვს ბავშვის ნახვას, რის გამოც არ აქვს მოსვენება ტელეფონზე და რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების (არის სტომატოლოგი) გამო ვერ პასუხობს. ამასთან გ------ შ----–----ეს შეუძლია სამუშაო საათების დასრულების შემდგომ მივიდეს სახლში ბავშვის სანახავად, თუმცა როდესაც გ------ შ----–----ე მასთან მიდის სახლში, აწყობს სკანდალს, მას და დედამისს აბრალებს ოჯახის დანგრევას და ვერ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას. ბავშვის ნახვა და ლომბარდში გადასახდელი ფულის მოთხოვნა არის უბრალოდ მიზეზები იმისა, რომ იგი მივიდეს მასთან სამსახურში და მოაწყოს სკანდალი. 2020 წლის 16 თებერვალს ბავშვის დაბადების დღესაც მივიდა მასთან სახლში გ------ შ----–----ე და მოითხვა შვილის ნახვა. ვინაიდან მათი შვილი დ-----– შ----–----ე უარზე იყო ენახა მამა, განაწყენებულმა 2020 წლის 18 თებერვალს მიაკითხა კლინიკაში, რა დროსაც ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რაც ფსიქოლოგიურაცდ ცუდად მოქმედებს მასზე და რადგან გ------ შ----–----ე ნებაყოფლობით არ დათანხმდა დაეტოვებინა კლინიკა, იგი იძულებული გახდა დაერეკა 112-ში. ამდენად, შემაკავებელი ორდერი გ------ შ----–----ესთან მიმართებით გამოცემული იქნა სავსებით კანონიერად.

 

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით გ------ შ----–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ხ--------ის მიერ 2020 წლის 18 თებერვალს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.

 

ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილით ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა1" პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია: ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ამავე კანონის 31 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით; განასხილველი კანონის მე-5 მუხლის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილში მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ადგილი აქვს ხშირ კონფლიქტს, რომლის დაწყებისა და გამწვავების მიზეზი არის გ------ შ----–----ე. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------ შ----–----ის მხრიდან ადგილი აქვს მ--- მ-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს და მის მიმართ გამოცემული ორდერი არის კანონიერი და არ უნდა გაუქმდეს.

 

4.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა გ------ შ----–----ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასაკმარისად და არასრულადაა დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება, კონვენციით გათვალისწინებული პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს. ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (ღუიზ თორიჯა ვ. შპაინ, §§29-30). მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება განიხილება სამართალწარმოების ,,სამართლიანობის” ჭრილში (Hირვისაარი ვ. Fინლანდ §§30-33), სტრუქტურულად, ის ასევე შეესაბამება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, ვინაიდან ორივე მოითხოვს კონკრეტულ საქმეში აპლიკანტის მიერ წამოჭრილი შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დადგენას (ჩჰერვოლ ვ.Fრანცე). დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს (Fომინ ვ. Mოლდოვა §§22-34). უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში (შუომინენ ვ. Fინლანდ §§25-38). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (Fომინ ვ. Mოლდოვა §§22-34). ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ, რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას (შერყავინ ანდ ოტჰერს ვ. Uკრაინე §§ 55-62).

 

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემოიფარგლება მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ - „საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება მხარეთა შორის ადგილი აქვს ხშირ კონფლიქტს, რომლის დაწყებისა და გამწვავების მიზეზი არის გ------ შ----–----ე. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ შ----–----ის მხრიდან ადგილი აქვს მ--- მ-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს და მის მიმართ გამოცემული ორდერი არის კანონიერი და არ უნდა გაუქმდეს.“

 

საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს ამ მსჯელობითი ნაწილიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ შეფასების „ობიექტი“ გახდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტებები და აქედან სასამართლომ გაიზიარა და მხედველობაში მიიღო მხოლოდ მოპასუხე მხარის განმარტებანი, რაც არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და იმ მტკიცებულებებთან, რომელთა ავთენტურობა და რელევანტურობა დავის საგანთან მიმართებაში საეჭვო არაა. კერძოდ, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ------ შ----–----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- მ-------ესთან 03.07.14 წლიდან, რის შემდეგაც მხარეები ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლების ოჯახში - ქ. ოზურგეთი, ი. გრიშაშვილის ქ. №34. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - დ-----– შ----–----ე, დაბ. 16.02.15 წელს. 2017 წლის გაზაფხულის პერიოდიდან მოპასუხეს დაეძაბა რა ურთიერთობა მოსარჩელის მშობლებთან, იმავე წლის მაისის თვეში იგი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების ოჯახში - ქ. ოზურგეთი, ჩოხატაურის ქ. №23, რის შემდეგაც უარი განაცხადა მოსარჩელესთან ოჯახში დაბრუნებაზე. საბოლოოდ კი, საერთოდ გამორიცხა მოსარჩელესთან ერთად ცხოვრებისა და ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობა და 08.01.19 წელს სარჩელით მიმართა კიდევაც სასამართლოს განქორწინებისა და ბავშვის სარჩოდ საალიმენტო გადასახდელის დაკისრების მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც ამჟამად მოსარჩელე გ. შ----–----ის მხრიდან დაყენებული იქნა შეგებებული სარჩელი შვილთან გარკვეული პერიოდულობით ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზედ. სასამართლო განხილვის პროცესში, სასამართლოსვე მოთხოვნით, დავის სამართლიანად და სწორად გადაწყვეტისათვის, რამეთუ მხარეთა შეთანხმება მამის მხრიდან შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზედ მიღწეული ვერ იქნა (დავის დანარჩენ ნაწილში მხარეები ფაქტიურად შეთანხმდნენ, კერძოდ განქორწინებასა და ალიმენტის გადახდაზე), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმეში ჩართული იქნა სოციალური სამსახური (მათ შორის ამავე სამსახურის ფსიქოლოგი), რომელსაც სასამართლოს მოთხოვნით დაევალა სათანადო დასკვნების მომზადება და წარდგენა, რაც მოითხოვდა გარკვეული დროითა და პერიოდულობით სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის კონტაქტურობის უზრუნველყოფას. მცირეწლოვან დ-----– შ----–----ესთან, ამ პროცესშიც ბავშვის მონაწილეობას ხელი შეუშალა დედამ - მოპასუხე მ--- მ-------ემ, რაც აისახა კიდევაც სოცმუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ წარდგენილ დასკვნებში. გამომდინარე აქედან საქმის არსებითი განხილვისას თავად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დახურულ სხდომაზე ჯერ Mმხოლოდ მშობლების, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოეკვლიათ ბავშვის ქცევა, რეაქცია და მიდრეკილება მშობლებთან ურთიერთობაში, ხოლო შემდეგ კი, მშობლების გარეშეც ჰქონოდათ თავისუფალი დაკვირვებისა და გამოკითხვის შესაძლებლობა სპეციალისტებს, რის შემდეგაც საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, უპირველესად ბავშვის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ 05.07.19 წელს მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც შეწყდა ქორწინება მხარეებს შორის, მამას დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით ალიმენტის გადახდა 120 ლარის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდის და განისაზღვრა მოსარჩელე-მამის შვილთან ურთიერთობის პირობები: - ყოველი კვირის სამშაბათ და ხუთშაბათ Dდღეს 18:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ დღეს კი 11:00 სთ-დან მეორე დღის (კვირა) 11:00 სთ-მდე პერიოდი, ანუ ამ დროითა და პერიოდულობით მიეცა უფლება მოსარჩელე-მამას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. ასევე, ზაფხულის არადადეგების პერიოდში 15 დღით წაიყვანოს შვილი შესაბამის კურორტზე დასასვენებლად. სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება მოპასუხე მ--- მ-------ემ გაასაჩივრა მხოლოდ შვილის მამასთან ყოფნის ღამისთევით ნაწილში. დღეის მდგომარეობით კი, საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია და ჯერ-ჯერობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მ--- მ-------ე სასამართლოს ასეთმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააღიზიანა და მას შემდეგ საერთოდ აუკრძალა მოსარჩელეს არა თუ ბავშვთან კონტაქტი, არამედ „შორიდან თვალის შევლების“ შესაძლებლობაც კი. ამასთან დაბლოკა მოსარჩელის მობილური ტელეფონი და არც სხვა ნომრით დარეკილზე პასუხობს. როგორც კი ხვდება, რომ ყოფილი მეუღლე უკავშირდება, მომენტალურად წყვეტს საუბარს და თიშავს ტელეფონს. ბავშვის ნახვაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ამ მიზნით მ. მ-------ეს ბავშვი ბაღშიც კი აღარ დაჰყავს, რომ იქაც არ მიეცეს მამას შესაძლებლობა ინახულოს შვილი. ყოველივე აღნიშნულს მტკივნეულად განიცდის თავად გ. შ----–----ე. ამ უკანასკნელის მიერ სოც. მუშაკების ჩართულობამ, რომ დაეხმარონ შვილის თუნდაც მოკლე პერიოდით ნახვაში, ჯერ-ჯერობით დადებითი შედეგი ვერ გამოიღო მოპასუხე მ. მ-------ის წინააღმდეგობის გამო.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, სანამ პირველი ინსტაციის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა (05.07.19წ), გ. შ----–----ე 15.06.19 წელს დაახლოებით 20:00 სთ-ზე იმყოფებოდა ქ. ოზურგეთში, ე.წ „ჩემი მარკეტის“ სავაჭრო სივრცეში მეორე სართულზე განთავსებულ ე.წ ფიტნეს კლუბში, სადაც შემთხვევით შეხვდა მოპასუხე მ--- მ-------ეს შვილის თანხლებით, რა დროსაც მცირეწლოვანმა შვილმა მამის დანახვაზე გამოხატა რა აშკარა აღტაცების რეაქცია და ლტოლვა მასთან მისვლისა და მოფერებისა, რაც განახორციელა კიდევაც, მამა-შვილის ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა მოპასუხე მ. მ-------ემ, რომელმაც ჯერ მარკეტის თანამშრომლებისაგან მოითხოვა დახმარება მამისგან შვილის ჩამოსაცილებლად, რომ თითქოსდა ეს უკანასკნელი არ აძლევდა საშუალებას წასულიყო სახლში შვილთან ერთად, რაზედაც ვერ მიიღო რა სათანადო „დახმარება,“ შემდგომში დაუკავშირდა პოლიციას ცხელ ხაზზე და მოითხოვა გ. შ----–----ის „ფსიქიკურ ზეწოლაზე“ რეაგირების გაკეთება, რასაც შედეგად შ.ს.ს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მხრიდან, საქმის გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე 17.06.19 წლის №0----- შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოჰყვა. შ.ს.ს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 17.06.19 წლის №0----- შემაკავებელი ორდერი დადგენილი წესის თანახმად გასაჩივრდა რა სასამართლოში, სადაც მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნა მარკეტის შიდა სივრცისა და გარეპერიმეტრის ვიდეოთვალის ჩანაწერები, სასამართლომ ამ და სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, თავისი 24.06.19 წლის გადაწყვეტილებით, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გააუქმა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი (შემაკავებელი ორდერი) იმის დასაბუთებით, რომ გ. შ----–----ის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოდავე მხარეებს არც კი გაუსაჩივრებიათ და სადაოდ გაუხდიათ სააპელაციო ინსტანციაში. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი დადგენილია სასამართლოს 24.06.19 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმებული იქნა მოპასუხე მ. მ-------ის „ცრუ განგაშის“ საფუძველზე გაცემული შემაკავებელი ორდერი, და სასამართლოს 05.07.19 წლის გადაწყვეტილებით, რომლითაც შეწყდა მხარეთა ქორწინება, განისაზღვრა გადასახდელი ალიმენტის ოდენობა და მამის შვილთან ურთიერთობის პირობები, რა გადაწყვეტილებაც შესულია ასევე კანონიერ ძალაში, გარდა მამის შვილთან ღამისთევით ურთიერთობის ნაწილისა.

 

საჩივრის ავტორის მტკიცებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მ. მ-------ე არათუ ზღუდავს, არამედ საერთოდ გამორიცხავს მამის შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობას დგინდება საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელე გ. შ----–----ის 08.10.19 წლის, 24.10.19 წლის, 24.01.20 წლის და 21.02.20 წლის განცხადებების შინაარსით გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, რომლითაც ითხოვს დახმარებას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილის ნახვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე ამავე სააგენტოდან გაცემული 17.10.19 წლისა და 01.11.19 წლის პასუხებით. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ №6 ბავშვთა ბაღის აღსაზრდელი დ-----– შ----–----ე 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მხოლოდ ექვსჯერ იმყოფებოდა ბაღში, ხოლო გასული წლის ნოემბრის თვიდან დღემდე კი, არც ერთხელ. ანუ, მოპასუხე მ. მ-------ემ, ამ მხრივაც კი გამორიცხა და აღკვეთა მამის შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამდენად, მოპასუხე მ. მ-------ის მხრიდან, მიუხედავად ყოველივე ზემოხსენებული ხელშემშლელი გარემოებებისა, რომლითაც იგნორირებული და უგულებელყოფილია მშობელი მამის თანასწორი უფლებები შვილთან ურთიერთობაში, მოსარჩელე ერთხელაც კი არ გასცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს და რაიმე სახის დაუშვებელი ზემოქმედება არ განუხორციელებია მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც, მოსარჩელეს თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარი არ დაუკარგავს და დაურღვევია იმ შემთხვევაშიც კი, რა ანალოგიურ შემთხვევებშიც სამწუხაროდ ხშირია საპასუხოდ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები, კერძოდ: მ/წლის 16 თებერვალს გახლდათ რა მცირეწლოვან დ-----– შ----–----ის დაბადების დღე (5 წელი შეუსრულდა), მოსარჩელემ, რომელსაც გასული წლის 22 ოქტომბრის შემდეგ, მოპასუხე მ. მ-------ისა და ამ უკანასკნელის მშობლების უკანონო ქმედებების შედეგად და რაც მთავარია ბავშვის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, აღკვეთილი აქვს შვილთან, არათუ ახლო ურთიერთობის, არამედ თუნდაც დისტანციურად თვალის შევლების შესაძლებლობაც კი, ხსენებულ დღეს, მთელი დღის განმავლობაში კვლავ ვერ შეძლო რა მ. მ-------ესთან დაკონტაქტება ამ უკანასკნელის მხრიდან მისი მობილური ტელეფონის ნომრის დაბლოკვის გამო, დაახლოებით 19:00 სთ-ზე მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში, ჩოხატაურის ქუჩაზე და შეეცადა თუნდაც იქვე სახლის ეზოში დროებით მოენახულებინა შვილი დაბადების დღის მისალოცად და საჩუქრების გადასაცემად. გ. შ----–----ისთვის ცნობილი იყო ასევე იმ გარემოების თაობაზედაც, რომ მის მეზობლად (გრიშაშვილის ქუჩა) მცხოვრები დედა-შვილი ნ---- ქ-----–---–ი და თ---- დ---–--ე ხსენებული დროისათვის აპირებდნენ დ-----– შ----–----ის დაბადების დღეზე სტუმრად მისვლას მ. მ-------ის ოჯახში (თ---- დ---–--ის შვილის ნათლიაა მოპასუხე მ--- მ-------ე), რა ვითარების გამოყენებითაც უნდოდა ესარგებლა და მათი დახმარებითა და უშუალო ჩართულობით მიეღწია იუბილარი შვილის ნახვისათვის, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან მიუხედავად ხსენებული პირების მოწადინებისა (იხ. ნ---- ქ-----–---–ისა და თ---- დ---–--ის ოზურგეთის შ.ს. რაიონულ სამმართველოში გამოკითხვის ოქმები), რომ მოპასუხის ჭიშკართან მისულ მამას მისცემოდა შესაძლებლობა სახლში თუ არა, გარეთ დროებით გაყვანით მაინც ენახა იუბილარი შვილი, მოპასუხე მ. მ-------ისა და ამ უკანასკნელის დედის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, მამის მხრიდან ბავშვის ნახვის შესაძლებლობა ამჯერადაც გამოირიცხა. თავად მოსარჩელე კი ყოველივე აღნიშნულით თავმოყვარეობაშელახული, პატივდაღირსებააყრილი, განდეგილივით მორჩილად იდგა მოპასუხის ჭიშკართან და მოწყალების თვალებით გაჰყურებდა მოპასუხის სახლს, სადაც მისი იუბილარი შვილი იმყოფებოდა და საიდანაც ისმოდა საუბილეო სუფრაზე შეკრებილ „თანამეინახეთა და ლხინისუფალთა“ ჟრიამული, რომ იქნებ მათ ხმაურში გამოერჩია და შეეცნო შვილის ხმა და ამით დროებით მაინც დაეოკებინა მისი ნახვის უკმარისობით გამოწვეული განცდა. ხსენებულ დღეს მამის მიერ შვილის ნახვის შეუძლებლობა თავად მოპასუხე მ. მ-------ემ სასამართლო სხდომაზე იმით ახსნა, რომ თურმე თავად ბავშვი - დ-----– შ----–----ე ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი მამის ნახვისა, მაშინ როდესაც ამ გარემოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის შ.ს სამმართველოში გამოკითხული ნ. ქ-----–---–ი და თ. დ---–--ე განმარტავენ, რომ ბავშვის დაბადების დღეზე მამის მხრიდან შვილის ნახვის შესაძლებლობა, მათი მხრიდან არაერთი თხოვნისა და მცდელობის მიუხედავად, ცალსახად აღკვეთილი იქნა მოპასუხისა და მისი დედის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო - სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება ვერ ვანახებ დ-----–სო (სასამართლო გადაწყვეტილება კი 05.07.19 წლიდან არსებობს და თანაც მამის მიერ შვილის ნახვის ნაწილში კანონიერ ძალაში შესული). მოპასუხე მ. მ-------ისა და მისი მშობლების ასეთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქმედებების მიუხედავად, მოსარჩელეს მაინც არ დაუკარგავს თავშეკავებისა და თვითკონტროლის უნარი, არ გაცდენია სამართლებრივ ჩარჩოს და სხვა, რომ ვერაფერი მოიფიქრა, იმავე დღეს სათანადო რეაგირებისთვის განცხადებით მიმართა ოზურგეთის შ.ს.ს რაიონულ სამმართველოს (იხ. გამოთხოვილი მასალები). მ/წლის 18 თებერვალს კი, რომელიც იყო სამშაბათი დღე, ანუ სასამართლოს 05.07.19 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის შვილის ნახვის დღედ განსაზღვრული 18:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დროის შუალედი, დაახლოებით 17:30 სთ-ზე გ. შ----–----ე მივიდა მოპასუხე მ. მ-------ის კერძო სტომატოლოგიურ კლინიკაში მდებარე ქ. ოზურგეთი, ვ. დ---–--ის ქ, №---ში, რათა გაერკვია თუ, რატომ არ მიეცა შესაძლებლობა დაბადების დღეზე, ანუ 16 თებერვალს ენახა შვილი, როდესაც სახლში მიაკითხა. ასევე გაერკვია, აპირებდა თუ არა იმ დღეს 18:00 სთ-დან მისთვის შვილის ნახვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, მათი ერთად ცხოვრების პერიოდში მითითებულ მისამართზე ერთობლივი ძალისხმევით ჰქონდათ რა ოჯახური ბიზნესის სახით გახსნილი სტომატოლოგიური კაბინეტი, რომლის მოსაწყობად და სათანადო ინვენტარით აღსაჭურვად გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული ბანკიდან და ლომბარდიდან, რომელ კაბინეტსაც, მათი დაცილების შემდგომ მოპასუხე მ. მ-------ე ამუშავებს, ამ პერიოდული გადასახადის გადახდის მოკითხვის მიზნითაც (ლონბარდი გაკეთებულია მოსარჩელე გ. შ----–----ის სახელზე) იყო მისული მოპასუხესთან, მაგრამ ამ უკანასკნელს ჰყავდა რა პაციენტი, იგი დაელოდა მეუღლეს მოსაცდელში და პაციენტის წასვლის შემდეგ ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით დაიწყო მოკითხვა, რამაც გააღიზიანა მოპასუხე - „ხომ გითხარი და გაგაფრთხილე ჩემთან არ მოხვიდე სამსახურშიც კიო“ და კატეგორიულად მოსთხოვა სტომატოლოგიური კაბინეტის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა 112-ში დარეკვით, მაგრამ მოსარჩელის კითხვაზე, სად და რა ვითარებაში აპირებდა მისთვის შვილის ნახვას და არ წავიდოდა მანამ, სანამ ამაზე კონკრეტულ პასუხს არ მიიღებდა, ამის საპასუხოდ მოპასუხემ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება, რომ თითქოსდა მოსარჩელე მასზედ ძალადობდა და ხელს უშლიდა პაციენტებთან მუშაობაში, რის შემდგომაც გ. შ----–----ე პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს სამმართველოში, შეადგინეს გამოკითხვის ოქმი და განუმარტეს, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით აცნობებდნენ. მეორე დღეს, ანუ 19 თებერვალს კი გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას, როგორც მოძალადეს, 30 დღის განმავლობაში ეკრძალება მოპასუხე-მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე აკრძალული აქვს მოპასუხე-მსხვერპლთან ყოველგვარი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ეს პოლიციიდან გამოთხოვილი მასალებით ირკვევა, მოსარჩელის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი იქნა 18.02.20 წელს მოსარჩელე გ. შ----–----ისა და მოპასუხე მ--- მ-------ის ზეპირი გამოკითხვების საფუძველზე, რაც დაადასტურა კიდევაც სასამართლო სხდომაზე შ.ს.ს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ-ნმა მ------ ხ--------ემ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უნდა ემსჯელა რამდენად კანონიერად, დასაბუთებულად და საფუძვლიანად იქნა მოსარჩელე მოძალადედ მიჩნეული, ხოლო მოპასუხე კი მსხვერპლად. ანუ, არსებობდა თუ არა შემაკავებელი ორდერის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მაშინ როდესაც ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებანი, რაც დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით და რასაც სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, არათუ სათანადო შეფასების, არამედ საერთოდ მსჯელობის მიღმა ტოვებს, საპირისპიროზე მეტყველებს. კერძოდ იმაზე, რომ თავად მოსარჩელეა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან საერთო შვილის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედებების მსხვერპლი, რომელსაც მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა არ ეძლევა შვილის ნახვის შესაძებლობა, რომ მთელ ამ პროცესში მოსარჩელე არ გაცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს და მხოლოდ სამართლებრივი გზით ცდილობს მისი, როგორც მშობლის, უფლებების დაცვას, რომელიც სრულ თანხვედრაშია საკუთრივ ბავშვის კანონიერ ინტერესებთან. ბავშვისა, რომელზედაც ინტესიურად ფსიქოლოგიურად ძალადობს მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები, რათა დაავიწყონ მშობელი მამის არსებობაც კი, ამასთან ის „თუ ვისი გორისაა,“ რამეთუ შეკითხვაზე თუ რა გვარისაა, დ-----–ი, მანამდე სანამ პასუხის გაცემას დააპირებს, თვალს აპარებს დედისკენ და ამბობს, რომ მ-------ეა (იხ. სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნები). მაშინ როდესაც მოპასუხე მხარის ქმედებები მხოლოდ პროვოკაციაზეა აგებული, რაც ერთხელ უკვე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 24.06.19 წლის გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმებული იქნა უსაფუძვლოდ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, ანუ მაშინაც აპელირებდა მოპასუხე მ. მ-------ე მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, მაგრამ მოსარჩელის ყველა ეს შესაძლო ძალადობის ფაქტი ცალსახად გამოირიცხა მარკეტის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალის ჩანაწერებით, რაც წარდგენილი იქნა სასამართლო სხდომაზე და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მაშინაც პოლიციის იგივე თანამშრომელი დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ზეპირ განმარტებას, რაც რეალობას მოკლებული აღმოჩნდა. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, შემაკავებელი ორდერის გაცემა ეყრდნობა მოპასუხის ზეპირ განმარტებას მასზედ, რომ 18.02.20 წელს მოსარჩელემ მასთან მიმართებაში განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ სამუშაო კაბინეტში მოუწყო სკანდალი და ხელი შეუშალა პაციენტებთან მუშაობაში. მოპასუხე არ განმარტავს, რომ მას მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა, ან დაამცირა ან კიდევ შანტაჟი მოუწყო. შესაბამისად საჩივრის ავტორიასთვის გაუგებარია, თუ რა მიიჩნია სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობად.

 

ამდენად, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაცემა, რომლითაც მოსარჩელე მოძალადის სტატუსის მატარებელია, ხოლო მოპასუხე კი, მსხვერპლის, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პატივისა და ღირსების შემლახველია თავად მოსარჩელისთვის, რამეთუ როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი, მიუხედავად მოპასუხე მ. მ-------ის მხრიდან არაერთგზის მაპროვოცირებელი ქმედებების განხორციელებისა, არ გაცდენილა სამართლებრივ ჩარჩოებს და თუ კი განსახილველ დავაში რაიმე ძალადობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარის ქმედებებია. გამომდინარე აქედან, მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედების ვადა შემოიფარგლება მ/წლის 20 მარტამდე პერიოდით, იმ მიზნის მიღწევას კი არ ემსახურება, რა მიზნის მიღწევისთვისაც სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იგი იცემა საერთოდ და უნდა გაიცეს კიდევაც, არამედ ფაქტიურად წარმოადგენს მაპროვოცირებელ ქმედებას იმისას, რომ მოსარჩელემ თავი იგრძნოს დაუცველად და მისი უფლებების დასაცავად გასცდეს მართლზომიერებისა და სამართლებრივი რეგულირების სფეროს.

 

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ გ------ შ----–----ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოცემული იქნეს შემაკავებელი ორდერი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

განსახილველი კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ხოლო მოხმობილი ნორმის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი იძულება არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ხ--------ის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის მიხედვით პალატას დადგენილად მიაჩნია გ------ შარაძენიძის მიერ მ--- მ-------ეზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. პალატის მოსაზრებით შემაკავებელ ორდერში ფიქსირებული ფაქტის უტყუარობა გარდა მსხვერპლის - მ--- მ-------ის მიერ მიცემული ჩვენებისა, დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მაია კაშანიანის ჩვენებითაც, რაც ერთობლიობაში სასამართლოს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობა, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება გ------ შ----–----ის მხრიდან მ--- მ-------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი, რა მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო საჩივრის ავტორის არგუმენტები არის უსაფუძვლო. შესაბამისად გ------ შ----–----ის საჩივარი შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ შ----–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე