გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841310218002253819
საქმე N3/2-2018 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული
განყოფილება.
წარმომადგენელი - მა-- და-–--–-–---–-.
მოპასუხე - შო----- გვ---------
დავის საგანი: - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 20 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 20 (ოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
შო----- გვ--------- ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2007 წლიდან. სამ არასრულწლოვან ბავშვზე (თითოეულზე 10 ლარი) სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 30 (ოცდაათი) ლარის მიმღები იყო 2016 წლის მარტიდან 2017 წლის მარტამდე.
2017 წლის 19 აპრილის N04/24174 წერილით დაფიქსირდა შო----- გვ--------- ოჯახის წევრის ალ---- გვ--------- (პ/ნ 41----------) ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტი, რაც დაფიქსირებული არ იყო ოჯახის შემოსავლის დეკლარაციაში. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის 126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შო----- გვ--------- ოჯახმა (ს/კ 050---------) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დადასტურდა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის შეცვლის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის, ამ ცვლილებებთან ერთად ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება ეკისრებოდა ოჯახს. ზემოთხსენებული შეუსრულებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ზიანი და უკან დაებრუნებინა არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით
მოპასუხემ არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 30 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნების თაობაზე ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ გაეგზავნა გაფრთხილება და შეტყობინება , რის საფუძველზეც შო----- გვ--------- 2017 წლის 21 აგვისტოს დაწერა განცხადება N1331 ზედმეტად მიღებული მარტის თვის საარსებო შემწეობის თანხის 30 ლარის ეტაპობრივად დაფარვის თაობაზე. განცხადებას თან დაურთო ბანკის საგადახდო ქვითარი 10 ლარის ოდენობით გადახდის შესახებ, ამის შემდეგ კი შეწყვიტა თანხის აღდგენა ბიუჯეტის ანგარიშზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება მოითხოვს მოპასუხე შო----- გვ--------- დაეკისროს არასწორად მიღებული სოციალური დახმარების 20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. თანხა შეტანილ იქნეს ანგარიშზე: ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N GE24NB0330100200165022, წინა წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში 302003460, მიმდინარე წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში - 302009921.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე შო----- გვ--------- სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ფოსტის საშუალებით და ჩაბარდა პირადად, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღის ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე შო----- გვ--------- ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- განცხადებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- გადაწყვეტილებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.2. დადგენილია, რომ შო----- გვ--------- ოჯახის წევრები არიან - ალ---- გვ--------- გვ--–- გვ--------- ზა--- გვ-------- და მა----- გვ--------- ოჯახი 2016 წლის მარტიდან - 2017 წლის მარტამდე იღებდა საარსებო შემწეობას 30 ლარის ოდენობით. ( თითოეულ ბავშვზე 10 ლარი). სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №04/24174 წერილით, ამავე სააგენტოს ტყიბულის განყოფილებისათვის ცნობილი გახდა შო----- გვ--------- ოჯახის წევრის ალ---- გვ--------- მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- გადაწყვეტილებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
- 2017 წლის 19 აპრილის №04/24174 წერილი.
3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს და 03 ივლისს შო----- გვ--------- ეცნობა ბენეფიციარის ალ---- გვ--------- ლეგალური შემოსავლის გამო ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ. 2017 წლის 21 აგვისტოს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მარტის თვეში აიღო შემწეობა 30 ლარი, მისი მეუღლის მიერ მუშაობის დაწყების გამო შეუწყდა შემწეობა, შესაბამისად, 10 ლარი დააბრუნა ბიუჯეტში, ხოლო ხოლო დარჩენილ 20 ლარს დაფარავს სექტემბრის ბოლომდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 30 მაისია №04-06-05/1340 წერილი.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 03 ივლისის №04-06-05/1687 წერილი.
- 2017 წლის 21 აგვისტოს განცხადება.
3.1.5. დადგენილია, რომ შო----- გვ--------- ზედმეტად მიღებული 20 ლარი ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი და სასარჩელო განცხადება);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ხოლო მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან
დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შო----- გვ--------- ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას და ოჯახის წევრს სხვა პირებთან ერთად წარმოადგენდა ალ---- გვ--------- რომელსაც ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტი დაუფიქსირდა 2017 წლის მარტის თვეში, მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის.
ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციარის შო----- გვ--------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 20 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შო----- გვ--------- უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დ----–-------- აღძრულ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დ----–-------- გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო
აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შო----- გვ--------- დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 20 (ოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე : ციცინო კიკვაძე