გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2018
საქმის ნომერი
130310116001535803
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130-101-6-015-580-

3-177-16 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

4 აპრილი, 2018 წელი ქ.ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი, ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გ-------–-----ძე

მოპასუხეები: - 1. შპს ,,ი-----------“, 2. ს-----------------ვი, 3. ბ------------ძე, 4.

ვ-–-------ძე, 5. თ---------------ძე, 6. შპს ,,ბ---------------“, 7.

ტ------–-------–ვილი, 8. თ--------–----შვილი, 9. შპს ,,ბ----------------------------------------------------------“, 10. ი-------–-–---ძე, 1-. შპს ,,ლ--“

წარმომადგენლები: ირაკლი ბარძიმაძე, გოჩა ღამბარაშვილი, ამირან იმერლიშვილი

დავის საგანი - ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ი-----------“, ს-----------------ვი, ბ------------ძე, ვ-–-------ძე, თ---------------ძე, შპს ,,ბ---------------“, ტ------–-------–ვილი, თ--------–----შვილი, შპს ,,ბაკურიანი 2016“, ი-------–-–---ძე, შპს ,,ლ--“ აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

სარჩელში აღნიშნულია: შპს ,,ი-------------ს“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ს-----------------ვია, აქვს აღიარებული საგადასახდო დავალიანება 104438,66 ლარი, შპს ,,ბ----------------ის“ დამფუძნებლები არიან შპს ,,ი-------------ში“ ს-----------------ვის ბიზნესპარტნიორის ბ------------ძის შვილი ვ-–-------ძე და თ---------------ძე; შპს ,,ბ----------------ს“ ასევე ერიცხება საგადასახადო დავალიანება 171-33,82 ლარი; შპს ,,ლ--“ , რომლის 100% წილის მფლობელია ტ------–-------–ვილი, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა იმავე ძირითადი საშუალებებით, მატერიალ--რი ფასეულობებით და არამატერიალ--რი აქტივების მეშვეობით, რომლებიც შპს ,,ი-------------საგან“ მიიღო, მას კი, დისტრიბუციის პროგრამა და ძირითადი საშუალებები შპს ,,ბ----------------საგან“ ჰქონდა მიღებული; ,,ნატახტრის“ სასმელების რეალიზაციაზე ექსკლ--ზიური უფლება ,,ლ---ს“ შემდეგ გადაეცა შპს ,,ბაკურიანი 2016-ს“, რომლის გარანტორია შპს ,,ი-------------ის“, დამფუძნებელი ს-----------------ვი, რომელიც შპს ,,ბ-----------------ის“ და შპს ,,ლ---ს“ სამეწარმეო საქმიანობას, ფაქტიურად, თვითონ ხელმძღვანელობდა; შპს ,,ლ---ს“ მფლობელმა და დირექტორმა ტ------–-------–ვილმა, მაშინ, როდესაც ,,ლ---ს“ დავალიანება დასაფარი ქონდა, 2016 წლის 16 მარტს შეიძინა ძვირადღირებული ავტომანქანა და ორი დღის შემდეგ მეუღლეს - თ--------–----შვილს აჩუქა;

ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახვადასხვა შპს-ებით საქმიანობა, საქმიანობის შეჩერება, დავალიანების დაფარვის ნაცვლად პირად საკუთრებაში ქონების შეძენა, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ითხოვს მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობას;

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიაჩნიათ, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ-–-------ძე და თ---------------ძე არიან 2010 წლის 29 ივნისს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ----------------ის“ პარტნიორები - თითოეული 50% წილის მესაკუთრე (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I. ს.ფ.127-128);

3.1.2. ს-----------------ვი არის 2013 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ი-------------ის“ ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I. ს.ფ.129-130);

3.1.3. ტ------–-------–ვილი არის 2014 წლის 30 დეკემბერს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ლ---ს“ ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I. ს.ფ.264-265);

3.1.4. ი-------–-–---ძე არის 2016 წლის 22 იანვარს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,------------------ს“ 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I. ს.ფ.262-263);

3.1.5. მოპასუხედ მითითებულ საწარმოებს გადასახადები არ დაუმალავთ, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, გამოცემულია შემოსავლების სამსახურის ბრძანებები შპს ,,ბ----------------ის“, შპს ,,ი-------------ის“, შპს ლ---ს“ ქონების დაყადაღების შესახებ (სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის მთავარი სხდომის ოქმი: 14:16:15-14:16:20, შემოსავლების სამსახურის ბრძანებები, ყადაღასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ტ.I. ს.ფ. 29-; 23-28; 267-268);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-10--96(კ-13);

„ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-0-);

ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ, მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთიმეორის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ჩაყენება, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა რომ „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით დეტალ--რად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განსაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში, შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვლობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას;“

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ რომელიმე საწარმოს არ გააჩნია რეალ--რი დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალ--რად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას;

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია 7 ფიზიკური პირისა და 4 იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

თ---------------ძესთან და ვაჟა და ბ------------ძეებთან მიმართებაში მოთხოვნის საფუძვლად აღნიშნულია, რომ ისინი არიან შპს ,,ბ----------------ის“ დამფუძნებლები, ამასთან, ვ-–-------ძის მამა არის შპს ,,ი-----------ში“ ს-----------------ვის ბიზნესპარტნიორის ბ------------ძის შვილი, თუმცა ბ------------ძე რომ ს-----------------ვის ბიზნესპარტნიორია, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ,,ი-----------ის“ ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორიც ს-----------------ვია (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.I. ს.ფ.129-130); ის გარემოება, რომ თ---------------ძე 2010 წელს რეგისტრირებული შპს ,,ბ----------------ის“ 50% წილის მფლობელია, რომელსაც არც საწარმოს მართვაში მიუღია მონაწილეობა მის მიმართ საჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, ისევე როგორც ვაჟა და ბ------------ძეების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის მათი ნათესაური კავშირი და ის გარემოება, რომ ვ-–-------ძე ასევე არის ,,ბ----------------ის“ 50% წილის მფლობელი და არაფრით დადასტურებული, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ბ------------ძე ს-----------------ვის ბიზნესპარტნიორია შპს ,,ი-----------ში“;

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყველა საწარმო ,,ნატახტარის“ პროდუქციის დისტრიბუციას ეწევა, შპს ,,ბ----------------ის“ მიმართ დავალიანების წარმოშობის შემდეგ შპს ,,ი----------“ , შპს ,,ლ--“ და შპს ,,ბაკურიანი 2016“ დაარსდნენ, ,,ი-----------ისაგან“ სალარო აპარატები შეიძინა ,,ბ-------------------, ,,------------------ს“ დამფუძნებელი ი-------–-–---ძე სატელეფონო საუბრებში ადასტურებს, რომ საწარმოს დაფუძნებასა და საქმიანობაში ნათესავი ს-----------------ვი დაეხმარა, ,,ლ---ს“ დამფუძნებელი ტ------–-------–ვილი ი-------–-–---ძის მინდობილი პირია, ყველა საწარმო ერთი და იგივე საშუალებებით აგრძელებდა საქმიანობას და მიაჩნია, რომ ამ გარემოებებით დასტურდება საწარმოები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები არიან, რადგან ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონიოს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორთა წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს;

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ აღნიშნული გარემოებები საკმარის საფუძველს ქმნის მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი მოსარჩელეს ავალდებულებს დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები;

სასამართლოში, მოპასუხეების საკუთრების შესახებ დოკუმენტების, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერების გარდა, წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის მუშაკების ურთიერთისადმი მიმართვები, სამი ცალი სასაქონლო ზედნადები (იხ.ტ.I.ს.ფ. 266, 272, ტ.II. ს.ფ.17) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (იხ.ტ.II. ს.ფ.18), რომელთა თანახმად, შპს ,,ლ---მ“ შპს ,,ი-----------საგან“ იყიდა საკასო აპარატები, შპს ,,ბ------------------- შპს ,,ლ---საგან“ საქონელი იყიდა, შპს ,,ბ----------------მა“ , 2012 წელს, შპს ,,კას-ს“ საქონელი მიჰყიდა;

სხვა რაიმე მტკიცებულება სარჩელში აღნიშნული გარემოებების დასადატურებლად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია;

ასეთ შემთხვევაში, ის გარემოებები, რომ შპს ,,ბ---------------“ და შემდეგ შპს ,,ი----------“ ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული, შპს ბაკურიანი 2016-ის“ დირექტორმა ი-------–-–---ძემ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ტ------–-------–ვილს მიანიჭა, არ არის საკმარისი მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ისევე როგორც ტ------–-------–ვილის მიერ მეუღლისათვის ავტომანქანის ჩუქება, თავისთავად, არ შეიძლება თ--------–----შვილის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი გახდეს;

არ დადგინდა რა იურიდიული პირების ცრუმაგიერობა, არც მათი პარტნიორების მიმართ არსებობს სარჩელი დაკმაყოფილების საფუძველი.

საწარმოთა საქმიანობაში მონაწილეობა, თავისთავად, ფიზიკური პირის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი არ არის, ასეთი აღიარებისათვის საფუძველი არც ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით და არც - საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არ არის;

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-1- მუხლზე, - აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე;

ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის, იმავდროულად, მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე;

სასამართლოს მიაჩნია, არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით, მით უმეტეს, საწარმოების დავალიანება დეკლარირებულია და მიღებულია გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალ--რთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91 მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

სარეზოლ--ციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 36--ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას:

- ს-----------------ვის (პ/ნ 1----------) კუთვნილ შემდეგ უძრავ ნივთებს: ხაშურის რაიონის სოფ. ცხრამუხაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი: 15-9.00კვ.მ., საკ. კოდით: 6-.1-.5-.0--; ხაშურის რაიონის სოფ. ცხრამუხაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი: 6-31.00 კვ.მ., საკ. კოდით: 6-.1-.55.00-; ხაშურის რაიონის სოფ. ცხრამუხაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი: 3059.00 კვ.მ., საკ. კოდით: 6-.1-.55.--0; ქალაქ ბორჯომში, შესახვევი რ---------–-ს I-----ის მიმდებარედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი: 9.00 კვ.მ., შენობა ნაგებობები: ობიექტი N1- საკ. კოდით: 64.23.--.5--- ქალაქ ბორჯომში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა N1- სართული 3, ფართით: 65.1 კვ.მ., საკ. კოდით: 64.0-.06.0--.--.5--;

- ს-----------------ვის (პ/ნ 1----------) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს: ,,OPEL ZAFI--’’, სახ. სანომრე ნიშნით DD-1-9-II; ,,ZIL 131’’, სახ. სანომრე ნიშნით VIN-3--; ,,MERCEDES-BENZ S 6-0’’ , სახ. სანომრე ნიშნით L---5--; ,,MERCEDES-BENZ S 6-0’’ , სახ. სანომრე ნიშნით SAM-864; ,,CITROEN 2 CV’’, სახ. სანომრე ნიშნით I---05-.

- თ---------------ძის (პ/ნ 4---------2) საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ახალციხეში, ა---––---- გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობი: 396.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობები: ობიექტი N1 (სავაჭრო ობიექტი), საკ. კოდით: 62.0-.5-.8--, ნაკვეთის წინა ნომერი: 62.0-.0-.0--;

-თ---------------ძის (პ/ნ 4---------2) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,NISAN ALMERA 2.0 DGX’’, სახ. სანომრე ნიშნით U---5--;

ბ------------ძის (პ/ნ 57001023772) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,selfmade LOKOMOTIVI-55’’, სახ. სანომრე ნიშნით CA-2--;

- ვ-–-------ძის (პ/ნ 5----------) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,OPEL VEQTRA 2.OI’’, სახ. სანომრე ნიშნით A-------

- შპს ,,ი----------’’-ის (ს/ნ 4--------) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,MERCEDES-BENZ 81- D’’, სახ. სანომრე ნიშნით W---6-2;

- შპს ,,ბ---------------’’-ის (ს/ნ 4-----1-8) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ,,MERCEDES-BENZ 6-9 D’’, სახ. სანომრე ნიშნით E------;

3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.N7ა ) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ.ხაშური, კოსტავას ქ.N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი