განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002409491 (1/22-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - მა-------------ძის,ბრალდებულ - გო-----------ას და
ადვოკატ - მთ------------ავას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა
ბრალდებულ გო-----------ას მიმართ,დაბადების თარიღი: 14-------8 წელი,პირადი ნომერი: 51--------7,საქართველოს მოქალაქე,განქორწინებული,მისამართი: ქ. წ--–------------–---------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ გო-----------ამ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 აპრილს, გო-----------ა დანით შეიარაღებული მივიდა ქ. წა-–------აში, სალიას ქუჩაზე მდებარე ი------------ მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში, რა დროსაც გო-----------ამ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა მაღაზიაში მყოფი პირების მიმართ, კერძოდ, მაღაზიაში დასაქმებულ მო-----------უას მოსთხოვა დაეტოვებინა მაღაზია, ხოლო მაღაზიაში მყოფ ი------------ სთავაზობდა მასთან სქესობრივ კავშირის დამყარებას. აღნიშნულზე ი------------ მიერ უარის თქმით გაღიზიანებულმა გო-----------ამ, ეროვნული კუთვნილების ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, სიძულვილის ენით მიუთითა ი------------, რომ იყო ჩინელი და უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, ამავე დროს დანის გამოყენებით მიაყენა მას დაზიანება მარჯვენა ხელის არეში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის პარალელურად გო-----------ა განაგრძობდა ხმამაღლა ყვირილსა და უცენზური სიტყვების გამოყენებას, რის გამოც მაღაზიაში შეგროვდნენ გამვლელები, შეფერხდა მაღაზიის მუშაობა, რამაც საბოლოო ჯამში უხეშად დააღრვია საზოგადოებრივი წესრიგი.
2018 წლის 22 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძეს, ბრალდებულ გო-----------ასა და ადვოკატ მთ------------ავას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული გო-----------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული გო-----------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული გო-----------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი მა-------------ძე შუამდგომლობს გო-----------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული გო-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გო-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
გო-----------ას დაევალოს გამოსაცდელი ვადის პერიოდში უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულ ი------------თან;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1) ბრალდებულ გო-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანის ბედი გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;
2) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
გო-----------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთ------------ავა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
გო-----------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმეების: ამ-------ო მე--იას, ალ-------რე ფა–-–იას, ჯუ--–ერ სა---–იას, მო-----------უას გამოკითხვის, დაზარალებულ ი------------ გამოკითხვის ოქმები, გო-----------ას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გო-----------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
გო-----------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
გო-----------ას მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა-------------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
ბრალდებული გო-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გო-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
გო-----------ას დაევალოს გამოსაცდელი ვადის პერიოდში უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულ ი------------თან;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
3) ბრალდებულ გო-----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანის ბედი გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;
4) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
გო-----------ას სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აპრილის 20:13 საათიდან;
გო-----------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა