განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
190100118002370250
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

 

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გიორგი ღონღაძის,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ვ-----–----------ი, დაბადებული 30.12.1--- წელს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–--------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (სამი ეპიზოდი).

ადვოკატი - გურამ მაკარაძე

სხდომის სახე: ღია

 

თარჯიმანი - სევილ ომაროვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

_ ვ-----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------- 2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 20:15 საათზე, ფ-------–-----------–---------------------------–------------------–--------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს (2017 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი).

 

_ ვ-----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------- 2017 წლის 25 სექტემბერს, ქ-----------–---–------------------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს (2017 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი).

 

_ ვ-----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------- 2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 07:20 საათზე, ქ-----------–--------–---–--------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს (2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდი).

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შესაძლო შეძენა და გამოყენება.

 

ვ-----–----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ი----------ის პატაკი (21.12.2017) და თანდართული მასალები, მოწმეების - ი----------ის, ვ-----------------–---–---------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------- დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა (14.12.2017), შსს მომსახურების სააგენტოს წერილი (26.01.2018), ინტერპოლის წერილი (01.02.2018) და თანდართული დოკუმენტაცია, შსს ბაზიდან ამობეჭდილი დოკუმენტაცია, თავად ვ-----–----------ის გამოკითხვის ოქმები და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა და საქმის სხვა მასალები.

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-----–----------მა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 1---------- 2017 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 20:15 საათზე, ფ-------–-----------–---------------------------–------------------–--------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს. ასევე, 2017 წლის 25 სექტემბერს, ქ-----------–---–------------------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს. ასევე, 2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 07:20 საათზე, ქ-----------–--------–---–--------ზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–-------------------------–ოს თანამშრომლებს. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ვ-----–----------ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ვ-----–----------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობებით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალური დოკუმენტია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი _ განცხადება, ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა.

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისევე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა, გაყალბება.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენებაში, რაშიც იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ვ-----–----------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდებულ ვ-----–----------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

5.2. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”

 

”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ”, და ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ-----–----------ს ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილი აქვს არასრულწლოვნების პერიოდში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციულობის, სამართლიანობის და პრევენციის დაცვით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ასაკიდან გამომდინარე, უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ვ-----–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.

 

სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ვ-----–-----------ის სახელზე გაცემული ყალბი რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-----–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 25 სექტემბრის და 2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 4(ოთხი) თვის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ვ-----–----------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4(ოთხი) თვის ვადით.

 

საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ვ-----–----------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4(ოთხი) თვის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ვ-----–----------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ვ-----–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4(ოთხი) თვის ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ვ-----–----------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

 

3. ვ-----–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დუბრუნდეს მის შემტან პირებს კანონით დადგენილი წესით.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

6. სსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ვ-----–-----------ის სახელზე გაცემული ყალბი რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი