განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2018
საქმის ნომერი
120100118002384027
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/125-18წ. 25 აპრილი, 2--- წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო----- ს--------;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - მ--- ქ-–-–--- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2--0--1--- წელს ქ.ბ---------–-, პ/ნ 1---------- მცხ. ქ.ბ---------- დ----- ა----–-----–-- ქ-----.

ადვოკატი - ი----- ფ---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2--- წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ბ---------–- მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ, შემდეგ ავტობუსების გაჩერების მიმდებარედ, შემდეგ წ-------- ქუჩისა და შ----- რ---------–-- ქუჩის კვეთასთან, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, არასრულწლოვანი შვილის - 1--1--2--- წელს დაბადებული 5 წლის ს------ ქ-–-–---ს თანდასწრებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი--- მ-----–----. უცენზურო სიტყვებით ლანძღა აგინა და რამოდენიმეჯერ დაარტყა თავი სახის არეში. რამაც ი--- მ-----–---- ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა მ--- ქ-–-–---- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მ--- ქ-–-–---ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, მოწმეების ი---- გ------–----, რ----- ა--------–---–--, მ--- გ------–---- ჩვენებები, ი--- მ-----–---- ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ--- ქ-–-–---ს დაკავების ოქმი, ბრალდებულის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითარი, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა მ--- ქ-–-–---ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

მ--- ქ-–-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ისინი განაგრძობენ თანაცხოვრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, მ--- ქ-–-–--- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას. ამასთან, ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის, საშიშროების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების შესასრულებლად, სასამართლოს სავალდებულოდ მიაჩნია დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა. რაც გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ

- ი--- მ-----–---- პერანგი, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი--- მ-----–----.

- ი--- მ-----–---- სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ--- ქ-–-–--- (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით.

2. მ--- ქ-–-–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული გ------- ბ--–------ (პ/ნ 1----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ბ----------ს რაიონის სოფელ ქ--------–- ს/კ 6--2-.---3--- (2-.0-.2--- წლის განჩინება N1------18წ.).

- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2--- წლის 19 თებერვლიდან 2--- წლის 2- თებერვლის ჩათვლით.

 

3. პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ი-----დიული მისამართის) მიხედვით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება ი--- მ-----–---- პერანგი დაუბრუნდეს ი--- მ-----–----. ი--- მ-----–---- სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი