გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.04.2018
საქმის ნომერი
150310018002275495
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის არარად აღიარების თაობაზე
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150310018002275495

№ 3/7-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი და---- მე-–----ე

მოსარჩელე: ნო---- კა----------ი

წარმომადგენელი: ირ---–- ბა-------ე

მოპასუხე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებული

წარმომადგენელი: შა-–-- ხუ–-–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 30 ნოემბრის #5--- ბრძანების ბათილად ცნობა;

1.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანების ბათილად ცნობა;

1.3. სამუშაოზე აღდგენა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 29 დეკემბრამდე ნო---- კა----------ი მუშაობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კულტურისა და განათლების საკითხებში უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელე დაიბარა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნა---- ირ-–---მა და იმის გამო, რომ იგი არჩევნებში მას არ ეხმარებოდა მოსთხოვა თავისი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა, რაზეც მოსარჩელემ უარი განუცხადა. ამის შემდგომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნა---- ირ-–---მა მისი ეს მოთხოვნა უფრო ფართო აუდიტორიის წინაშეც გააჟღერა, სადაც ნო---- კა----------ის გარდა კიდევ სხვა თანამშრომლებზეც განაცხადა რომ ან ნებით წავიდოდნენ ან არადა იგი თავად გაათავისუფლებდა მათ დაკავებული თანამდებობებიდან. მოპასუხემ ზეპირსიტყვიერად დაავალა თავის თანამშრომლებს თავმჯდომარის მოადგილეს რო------- ყა-----–-–---–ს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გა----- ლო----ეს, აპარატის უფროსს გო------ აკ------ს და აპარატის სპეციალისტს შა-–-- ხუ–-–---–ს, რომ მათ შეედგინათ აქტი თითქოს მოსარჩელე და კიდევ რამოდენიმე სხვა პირი 2017 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით არ ცხადდებოდნენ სამუშაოზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. აქტში ასახული გარემოება არ ყოფილა შესწავლილი აქტის ხელმომწერთა მიერ. ამ უკანონო აქტის საფუძველზე, 2017 წლის 30 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნა---- ირ-–---მა გამოსცა ასევე უკანონო #5--- ბრძანება, რითაც მოსარჩელეს სხვა პირებთან ერთად გამოეცხადა საყვედური. ამის შემდეგ 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 2017 წლის 30 ნოემბრის # 5--- ბრძანების თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანების მასზე გადაცემის დროს, რაც ხელზე მისცეს და ჩაბარებაზე ხელი არა აქვს მოწერილი. შესაბამისად, მოსარჩელე ნო---- კა----------ი ითხოვს 1) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 30 ნოემბრის #5--- ბრძანებისა და 2) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანების, ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენას.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარეთა პაექრობის სტადიაზე ნო---- კა----------მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად დამატებით მოითხოვა სამი თვის ხელფასისა და შვებულების ანაზღაურებაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლომ არ ჩათვალა სამი თვის ხელფასისა და შვებულების ანაზღაურება დავის საგნად, შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ იმსჯელებს აღნიშნულ მოთხოვნათა თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა შა-–-- ხუ–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არაა დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ კი როდესაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2017 წლის 20 ნოემბერს შედგა ახალი საკრებულო, მაშინვე ყველა თანამშრომელი იქნა გაფრთხილებული რომ დროულად ევლოთ სამსახურში, მათი მოსვლა-წასვლა ფიქსირდებოდა კომპიუტერთან. მოსარჩელე სისტემატიურად არ დადიოდა სამსახურში, მისი საქმეები სხვებს და მათ შორის მასაც კი ეწერებოდა შესასრულებლად. აღნიშნულის გამო ნო---- კა----------ი ჯერ გაფრთხილებული იქნა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება კანონის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელე მასწავლებლად მუშაობს სოფელ ალათუმნის საჯარო სკოლაში და იგი მათთან შეუთანხმებლად სისტემატიურად აცდენდა სამსახურს. საყვედურის თაობაზე ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა ოღონდ რომელი რიცხვით აქვს ჩაბარებული მოპასუხეს არ ახსოვს. საყვედურის შემდეგაც საერთოდ არ დადიოდა სამსახურში, მხოლოდ ერთხელ მივიდა და ისიც შვებულების თაობაზე განცხადება დაწერა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. მოსარჩელე 2015 წლის 18 აგვისტოდან კონკურსის შედეგად დაინიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კულტურისა და განათლების საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

- 2015 წლის 18 აგვისტოს # 2---- ბრძანება (ს.ფ. 81-82)

 

4.1.2. მოსარჩელე ნო---- კა----------ი 2014 წლის 2 დეკემბრიდან რემდე ასევე მუშაობს სოფელ ალათუმნის საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. მოსარჩელეს აღნიშნულ სკოლაში ფიზიკის გაკვეთილები აქვს დილის 9:00 საათიდან 11:00 საათის შუალედში, რის გამოც დილის 9:00 საათზე იგი ვერ გამოცხადდებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. არც ძველი შემადგენლობის და არც ახალად არჩეული საკრებულოს ხელმძღვანელობას ნება არ დაურთავს მოსარჩელისათვის, რომ სამსახურში გამოცხადებულიყო დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

- 2018 წლის 6 მარტის #22 ცნობა (ს.ფ. 96).

 

4.1.3. 2017 წლის 29 დეკემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, # 70 14 ბრძანება გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს კანონით დადგენილი წესით და გასაჩივრებულია სასამართლოში ასევე კანონით დადგენილი 1 თვიან ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

- მოწმე გო------ აკ------ის ჩვენება (სხდომის ოქმი, ს.ფ. 101-133).

 

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. 2017 წლის 28 ნოემბრის თარიღით შედგენილი, რო------- ყა-----–-–---–ის, გა----- ლო----ის, გო------ აკ------ისა და შა-–-- ხუ–-–---–ის მიერ შედგენილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის მიერ დამტკიცებული აქტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის ზეპირი დავალების საფუძველზე, შედგენილი იქნა აღნიშნული აქტი მასზედ, რომ აპარატის სპეციალისტი ნო---- კა----------ი 2017 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე არ გამოცხადებულა სამუშაოზე და არ შეუტყობინებია გაცდენის მიზეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი ს.ფ. 42-48; სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

- 2017 წლის 28 ნოემბრის რო------- ყა-----–-–---–ის, გა----- ლო----ის, გო------ აკ------ისა და შა-–-- ხუ–-–---–ის მიერ შედგენილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის მიერ დამტკიცებული აქტი (ს.ფ. 13);

 

5.2. 2017 წლის 30 ნოემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის # 58 14 ბრძანების (ახალქალაქის მუიციპალიტეტის აპარატის სპეციალისტების საყვედურის მიცემის შესახებ) თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. მიეცეს საყვედური აპარატის სპეციალისტს დისციპლინური გადაცდომისათვის/სამსახურში გამოუცხადებლობა/, ნო---- კა----------ს - უმცროსი სპეციალისტი კულტურისა და განათლების საკითხებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი ს.ფ. 42-48; სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

- 2017 წლის 30 ნოემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის # 58 14 ბრძანება (ს.ფ. 14).

 

5.3. 2017 წლის 29 დეკემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, # 70 14 ბრძანების თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური წესრიგის სისტემატურად დარღვევის გამო 2018 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საკრებულოს აპარატის უმცროსი სპეციალისტი კულტურისა და განათლების საკითხებში ნო---- კა----------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბრის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, # 70 14 ბრძანება (ს.ფ. 15-16);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი ს.ფ. 42-48; სხდომის ოქმი ს.ფ. 58-60);

 

5.4. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმე გო------ აკ------ის ჩვენებით იგი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. მოსარჩელე მათთან 2015 წლის აგვისტოს თვიდან მუშაობს. საყვედურის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ნო---- კა----------ი 21 ნოემბრიდან ერთი კვირა არ დადიოდა სამსახურში. საყვედურის თაობაზე ბრძანება პირადად მისგან ჩაიბარა 2017 წლის 27 ან 28 ნოემბერს. საყვედურის გამოცხადების შემდეგაც არ დადიოდა სამსახურში, მგონი ერთხელ იყო მოსული და მაშინაც ბრაზდებოდა პრემია რატომ არ მომცესო. ამდენი სისტემატიური გაცდენების შემდეგ მიიღეს მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება. აღნიშნული ბრძანებაც გო------ აკ------მა ჩააბარა ხელმოწერით პირადად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე გო------ აკ------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 101-133)

 

5.5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმე გა----- ლო----ის ჩვენებით იგი არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მას ნო---- კა----------ი სამსახურში არ უნახავს. მხოლოდ ერთხელ იყო მისული ძველი თავმჯდომარის შვილის ქორწილში, პრემიის გამოწერას ითხოვდა. მის მიმართ აქტი ორჯერ შეადგინეს. გა----- ლო----ე გამორიცხავს რომ მოსარჩელის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე გა----- ლო----ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 101-133).

 

5.6. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმე რო------- ყა-----–-–---–ის ჩვენებით იგი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ნო---- კა----------ს, როგორც საკრებულოს სპეციალისტს არ იცნობს. მისთვის საყვედურის გამოცხადებას წინ უძღოდა გაფრთხილება, რომ ევლოთ სამსახურში, თუმცა უშედეგოდ. ნო---- კა----------ს მხოლოდ ერთხელ, დეკემბრის ბოლოს შეხვდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე რო------- ყა-----–-–---–ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 101-133).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის,8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

 

8.1.1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 30 ნოემბრის #5--- ბრძანების ბათილად ცნობა;

8.1.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანების ბათილად ცნობა;

8.1.3. სამუშაოზე აღდგენა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 30 ნოემბრის #5--- ბრძანება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც

სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არ არსებობს მოსარჩელე მხარის - ნო---- კა----------ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 54-ე მუხლის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ბ) საყვედური; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

ამავე კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონს და არ დარღვეულა მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და 2017 წლის 28 ნოემბრის აქტით, დადგენილია რომ ნო---- კა----------ი2017 წლის 21 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით სამსახურში არ ცხადდებოდა. რაიმე დოკუმენტი გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩასათვლელად მას არ წარუდგენია არც სამსახურში და არც სასამართლოში. შესაბამისად საკრებულოს ხელმძღვანელობამ გამოიყენა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით და 96-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მას გამოუცხადა „საყვედური“. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. იგი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-54-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოწმე თა ჩვენებებით, ასევე მოსარჩელის აღნიშნულ ბრძანებაზე ხელმოწერით დასტურდება, რომ მან სადავო ბრძანება ჩაიბარა, ე.ი. დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ აქტის მხარისათვის გაცნობის თაობაზე. ასევე უდავოა, რომ მას ეს აქტი არ გაუსაჩივრებია. მოწმეთა ჩვენებებით ასევე უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე არც საყვედურის მიღების შემდეგ არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად იგი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. ამ შემთხვევაშ დამსაქმებელი მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში. სამსახურში გამოუცხადებლობა 98-ე მუხლის თანახმად მართებულად იქნა მიჩნეული მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და საფუძვლად დაედო მოსარჩელის გათავისუფლებას. ორივე შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი უფლებას ანიჭებდა მოსარჩელეს სამსახურში გამოუცხადებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში მოპასუხის მხრიდან ჩაეთვალა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და პირველივე შემთხვევაში გაეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ნო---- კა----------ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან 2017 წლის 30 ნოემბრის # 5--- ბრძანების თაობაზე მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2017 წლის 29 დეკემბერს, როდესაც ჩააბარეს გათავისუფლების ბრძანება, რის გამოც შეეზღუდა 30 ნოემბრის ბრძანების გასაჩივრების უფლება. მოსარჩელის ხელმოწერით ასევე მოწმე გო------ აკ------ის ჩვენებით უდავოდ დასტურდება, რომ 30 ნოემბრის საყვედურს შესახებ ბრძანება მან პირადად ჩააბარა მოსარჩელეს. მოწმე გო------ აკ------ის ჩვენებით ასევე დასტურდება რომ აღნიშნული საყვედურის გამო მოსარჩელემ წლის ბოლოს სამსახურის გაცდენებისა და საყვედურის გამო ვერ მიიღო პრემია, რის თაობაზეც ასევე ცნობილი იყო ნო---- კა----------ისათვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს ნო---- კა----------ი, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ არ დარღვეულა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე, მე-601-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ნო---- კა----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებითა და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნო---- კა----------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, 1) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 30 ნოემბრის #5--- ბრძანების, 2) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნა---- ირ-–---ის 2017 წლის 29 დეკემბრის #7--- ბრძანების, ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 (ორასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე