განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
190100118002304448
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/97-18

(--------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ანა ადეიშვილის,ბრალდებულ - ბ--------–---------ის,ადვოკატ - ზ-----------–---–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

ბ--------------------–---------ის, (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უ-----–-----------–------------------–--------------------------------–---------------------–--------------------------------------------–-----------------------------------–------------------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

კ---------–---------ეს მისი შვილი ბ--------–---------ე წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც კ---------–---------ისათვის იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 23 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--------–---------ემ თავის დედას კ---------–---------ეს და დას - ნ-------–---------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ--------–---------ემ კ---------–---------ეს ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. გასაშველებლად მისულ დას ნ-------–---------ეს ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით ბ--------–---------ემ მიმართა დედას კ---------–---------ეს, რომ მიახლოებოდა მას რა დროსაც კვლავ ჩაარტყა მუშტი თავის არეში. ყველა ზემოხსენებული დარტყმის შედეგად კ---------–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ბრალდების მხარის მიერ ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

ნ-------–---------ეს მისი ძმა ბ--------–---------ე წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც ნ-------–---------ისათვის იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 23 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ----------–------------- ქ.-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--------–---------ემ თავის დედას- კ---------–---------ეს და დას- ნ-------–---------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ--------–---------ემ კ---------–---------ეს ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. გასაშველებლად მისულ დას-ნ-------–---------ეს კი ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით ბ--------–---------ემ მიმართა დედას-კ---------–---------ეს, რომ მიახლოებოდა მას რა დროსაც კვლავ ჩაარტყა მუშტი თავის არეში. ყველა ზემოხსენებული დარტყმის შედეგად ნ-------–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ბრალდების მხარის მიერ ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბ--------–---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 23 იანვარს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ გ---–--------ას მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 23 იანვარს ქ-----------–----------------------–- მცხოვრებმა 11.10.1--- წელს დაბადებულმა ნ-------–---------ემ განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე მისმა ძმამ 1--- წელს დაბადებულმა ბ--------–---------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი. (ტ.1. ს.ფ. 1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N178688 და N 178876 შეტყობინებების მიხედვით 2018 წლის 23 იანვარს, ქ-----------–-------------------------ში მცხოვრებმა 11.10.1--- წელს დაბადებულმა ნ-------–---------ემ განაცხადა, რომ ზემო აღნიშნულ მისამართზე მისმა ძმამ 1--- წელს დაბადებულმა ბ--------–---------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემური ხასიათი და მოითხოვა პოლიციის დახმარება. (ტ.1. ს.ფ. 2- 3)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - კ---------–---------ემ განმარტა, რომ ჰყავს ორი შვილი ბ------ და ნ-------–---------ეები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს საქმეში მითითებულ მისამართზე. მოწმის განმარტებით, ბ--------–---------ე არის განათლებული, ზრდილობიანი, წესიერი და იუმორით სავსე ადამიანი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის დალევა დაიწყო სრულიად შეიცვალა. ჯერ სახლში არ მიდიოდა, ხოლო 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო მისთვის და მისი ქალიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენება, რის შედეგადაც ჩამოუყალიბდა მსხვერპლის პოზიცია, მოთმინებით იღებდა შეურაცხყოფებს. თუმცა, ეს ყველაფერი მას ფსიქოლოგიურად ანადგურებდა, ვერ ხედავდა მომავალს და ეგონა, რომ თავადაც კარგავდა ადამიანურ თვისებებს.

 

მოწმის განმარტებით, 2018 წლის 23 იანვარს, დილით ბ--------–---------ე სახლში მივიდა მთვრალი და დაიძინა. თუმცა, მალევე გაეღვიძა და ტელეფონის შესაკეთებლად წაღების მომიზეზებით დატოვა სახლი. იმავე დღის საღამოს საათებში ბ--------–---------ე სახლში დაბრუნდა ძალიან ნასვამი. მოწმის განმარტებით, ბ--------–---------ის სახლში დაბრუნებისას მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ ბ------ ლომისანიძის კლასელი და კლასელის დედა. სტუმრების ნახვამ ბ------ი გაახარა და მათ მოწოდებას, რომ ძალიან მთვრალი იყო და დაესვენა, ადვილად დაეთანხმა, რის შემდეგაც წამოწვა იქვე მდგარ ტახტზე. თავის მხრივ თვითონ სტუმრების გამასპინძლების მიზნით დაიწყო სადილის კეთება, რა დროსაც სახლში მივიდა მისი ქალიშვილიც - ნ-------–---------ე. სახლში სუფევდა ძალიან თბილი ატმოსფერო. უეცრად ბ--------–---------ე წამოხტა ტახტიდან და მას და მის ქალიშვილს - ნ-------–---------ეს დაუწყო გინება. თუმცა, ვინაიდან შეჩვეულები იყვნენ ბ------ის მხრიდან ასეთ საქციელს, რეაქცია არ ჰქონიათ. მიუხედავად აღნიშნულისა, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ბ--------–---------ე ამ შემთხვევაში მიუახლოვდა მას და თავი ჩაარტყა თავის თმოვან ნაწილში, ხოლო შემდეგ მის ქალიშვილს - ნ-------–---------ესაც დაარტყა, თუმცა ზუსტად ვერ დაინახა მასაც თავი ჩაარტყა თუ მუშტი. სახლში მყოფი სტუმრები შეეცდნენ ბ--------–---------ის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ, მან კვლავ მოიქნია ხელი მოწმის მიმართულებით და მეორედაც თავის არეში ჩაარტყა მუშტი, რითაც მოწმემ ამჯერადაც სულიერი და ფიზიკური ტანჯვა და ტკივილი განიცადა. თავის მხრივ ბ--------–---------ე ისევ აგრძელებდა მათ გინებას და გამოხატავდა საშინელ აგრესიას.

 

მოწმის განმარტებით ბ--------–---------ის მიერ მისთვის თავის და მუშტის დარტყმები მოხდა სახლის სამზარეულო ოთახში, რის შედეგადაც ფიზიკური ტკივილის გარდა განიცადა სულიერი ტკივილი. მის მიმართ განხორციელებული დარტყმები დეტალურად დაინახა მისმა ქალიშვილმა ნ-------–---------ემ, რომელსაც შეეშინდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, ხოლო თვითონ საშველად მიმართა მეზობლებს. მოწმის განმარტებით, პოლიციის მისვლისას ბ--------–---------ე იმყოფებოდა სახლის სამზარეულო ოთახში, ხოლო თვითონ და მისი ქალიშვილი ნ-------–---------ე იყვნენ მისაღებ ოთახში, სადაც პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი წერდა შემაკავებელ ორდერს. სწორედ ამ დროს ბ--------–---------ემ სამზარეულო ოთახში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ დედას ჩავეხუტებიო, რის შემდეგაც პოლიციელების თანხლებით მიუახლოვდა მას და კიდევ ერთხელ ჩაარტყა მუშტი თავის თმიან ნაწილში. მოწმის განმარტებით, დარტყმების შედეგად მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, თუმცა განიცადა ფიზიკური და სულიერი ტკივილი და ტანჯვა.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მისმა შვილმა - ბ--------–---------ემ სამჯერ იძალადა მასზე ფიზიკურად, კერძოდ, პირველად თავი დაარტყა თავში და შემდეგ მუშტი, ხოლო მესამედ პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით ისევ მუშტი დაარტყა თავის არეში. სამივე შემთხვევაში დაარტყა თავის თმიან არეში და განიცადა ფიზიკური და ტკივილი. (ტ.2. ს.ფ.38-40)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა - ნ-------–---------ემ სრულად დაადასტურა კ---------–---------ის ჩვენება და განმარტა, რომ 2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით საღამოს 19 საათზე სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა დედა- კ---------–---------ე, ახლობლები - თ---–------------–---–------------ და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ძმა- ბ--------–---------ე. სახლში მისვლიდან მალევე მისმა ძმამ - ბ--------–---------ემ მას და დედამისს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ დედას - კ---------–---------ეს ჯერ მუშტი და მერე თავი დაარტყა თავის არეში. მისი ძალადობა ამით არ შეწყვეტილა, ბ--------–---------ემ მასაც ჯერ მუშტი და შემდეგ თავი დაარტყა შუბლ-თხემის თმიან ნაწილში. ამ დარტყმების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი ხდებოდა სახლის სამზარეულო ოთახში. ბ--------–---------ის მიერ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო დასახმარებლად გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლების მოსვლამდე სიტუაციის განსამუხტად მათთან სახლში მივიდნენ მეზობლები. პოლიციის თანამშრომლების გამოცხადებისას ბ--------–---------ე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა სახლის სამზარეულო ოთახში, ხოლო თვითონ და დედა გავიდნენ სახლის მისაღებ ოთახში. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ ბ--------–---------ემ მოისურვა დედისთვის ბოდიშის მოხდა და ჩახუტება. როდესაც ის დედას მიუახლოვდა პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით დედას-კ---------–---------ეს კვლავ დაარტყა მუშტი, თუმცა, კონკრეტულად რომელი ხელი დაარტყა არ დაუნახავს. ამ ქმედების შემდეგ მოხდა ბ--------–---------ის დაკავება და პოლიციაში გადაყვანა. მოწმის განმარტებით, ბ--------–---------ის მხრიდან მისი და კ---------–---------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი პირველი არ ყოფილა. ბ------ი რეგულარულად სვამდა არაყს, რის გამოც ხდებოდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც მის ფსიქიკაზე ძალიან უარყოფითად ისახებოდა. მოწმის განმარტებით, ბ------ი უფრო მეტად დედის მიმართ იყო აგრესიული და 2017 წლის სექტემბრიდან ინტენსიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კი მისი ქმედებები იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ გადაწყვიტა ბ------ისთვის ცალკე ეყიდა ბინა, რათა ყოფილიყო მარტო.

 

ადვოკატის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ბ--------–---------ემ დედას - კ---------–---------ეს ჯერ ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ თავით, რასაც შეესწრნენ ის და მათი ორი სტუმარი - თ---–---------------–---–------------. აღწერილი ქმედებები მოხდა სამზარეულო ოთახში. მოწმემ განმარტა, რომ პატრულს მისი პირადი ნომრიდან დაურეკა და უთხრა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე უნდოდა დახმარება, სწორედ ამ დროს მივიდნენ მეზობლები და ბ--------–---------ეს სამზარეულო ოთახში აწყნარებდნენ, თუმცა ბ------ი დამშვიდდა მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხუთივე შემთხვევაში ( სამი კ---------–---------ეზე და ორი ნ-------–---------ეზე) იყო ბ------ის მიზანმიმართული ქმედება და არ იყო შემთხვევითი. ბ--------–---------ე თავისი ქმედებებით ცდილობდა მათზე ზეგავლენის მოხდენას და დაშინებას. (ტ.2.ს.ფ.49-52)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------------ემ განმარტა, რომ

იცნობს როგორც ბრალდებულ ბ--------–---------ეს, ასევე დაზარალებულებს კ------- და ნ-------–---------ეებს, რომლებიც არიან მისი მეუღლის მეზობლები. ნ-------–---------ე არის მისი შვილის ნათლია და შესაბამისად ამ ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა. 2018 წლის 23 იანვარს საღამო საათებში, როდესაც ის იმყოფებოდა მისი მეუღლის სახლში, მათთან მივიდა კ---------–---------ე, რომელიც ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას ლომსიანიძეების სახლში მის გარდა იმყოფებოდნენ ორი მისთვის უცნობი ქალბატონი, მეზობელი ლ----------–---ა, ბ------ი, ნ----- და კ---------–---------ეები. ბ--------–---------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დედას და დას. პოლიციის მოსვლის შემდეგ ლ----------–---ამ დატოვა ლომსიანიძეების სახლი, ხოლო თვითონ დარჩა და ცდილობდა ბ. ლომსიანიძის დაწყნარებას. პოლიციის მოსვლის შემდეგ ბ------ი დამშვიდდა და მოითხოვა დედასთან შერიგების მიზნით მისაღებ ოთახში გაყვანა, სადაც ბ------ი ჩაეხუტა დედას-კ---------–---------ეს და მოულოდნელად მარჯვენა ხელი დაარტყა თავის თმიან ნაწილში. რის გამოც პოლიციელებმა დააკავეს, დაადეს ბორკილები და დაუყოვნებლივ გაიყვანეს სამზარეულოში. მოწმემ განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზე შედგა ოქმი, რაზეც ბ------მა მოაწერა ხელი. როგორც ახსოვს, აღნიშნული იყო შემაკავებელი ორდერი, რაც შეეხება სხვა საპროცესო დოკუმენტებს მათი შედგენა ვერ გაიხსენა. (ტ.2.ს.ფ.89-90)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------------–---ამ განმარტა, რომ

2018 წლის 23 იანვარს საღამოს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში რა დროსაც მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები კ---------–---------ე, რომელმაც თხოვა მის სახლში შესვლა. ლომსანიძეების საცხოვრებელ ბინაში შესვლისას სახლში დახვდნენ კ------- და ნ-------–---------ეები და ორი სტუმარი ქალბატონი. იქ მყოფებმა სთხოვეს შესულიყო სამზარეულო ოთახში. სამზარეულოში შესვლისას დახვდა ბ--------–---------ე და მეზობელი თ------------ე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბ--------–---------ეს ამშვიდებდა და ეკითხებოდა რა უნდოდა. ამ კითხვაზე ბ------ის პასუხი იყო -თავი დამანებეთ მარტო მინდა ცხოვრებაო. ამასთან, ბ------ი იგინებოდა გაურკვეველი მიმართულებით. ცოტახანში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც თვითონ დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, ნ----- და კ---------–---------ეებს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

 

მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ბ--------–---------ეს იცნობს ბავშვობიდან. ის არის მისი თანატოლი, აქვთ კარგი მეზობლობა, თუმცა ჰყავთ სხვადასხვა სამეგობრო წრე. ბოლო წლებში მისი სამსახურიდან გამომდინარე (მუშაობს საავადმყოფოში არის ექიმ-თერაპევტი), ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ნ-------–---------ისგან რომელთან ერთადაც მუშაობას იცის, რომ მისი ძმა ხშირად იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. (ტ.2.ს.ფ.100-102)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ.ს.ს. ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელმა ლ-–------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 23 იანვარს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შსს რუსთავის სამმართველოს მეორე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბ--------–---------ე ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ის გამომძიებელ გ---------------ესა და ლ-------------სთან ერთად დაახლეობით 5 წუთში გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლის სამზარეულო ოთახში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ბ--------–---------ე, რომელიც იგინებოდა უმისამართოდ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით იქ მყოფი ხალხი გაიყვანეს მისაღებ ოთახში, მაგრამ ბ--------–---------ე ისევ განაგრძობდა მისი დის და დედის მისამართით გინებას. იქ მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს შემაკავებელ ორდერის შევსება. მოწმის განმარტებით, როდესაც ბ--------–---------ე დამშვიდდა, მოითხოვა დედასთან - კ---------–---------ესთან ჩახუტება, რაზეც მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, თუმცა გაყვნენ უკან. ბ------ი მივიდა დედასთან, გადაეხვია და მოულოდნელად მუშტი დაარტყა თავის არეში, რაც გახდა ბ--------–---------ის ადგილზე დაკავების საფუძველი და იქვე სამზარეულო ოთახში შედგა მის მიმართ დაკავების ოქმი. დაკავებაში ასევე მონაწილეობდა გამომძიებელი გ---------------ე. დაკავებულ ბ--------–---------ეს ადგილზე განემარტა მისი უფლებები და გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული საქმის ირგვლივ მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს: ლ-------------, გ---------------ე, თ---------- და თ------------ე. (ტ.2.ს.ფ.90-92)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ.ს.ს. ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა გ---------------ემ და ლ-------------მ სრულად დაადასტურეს ამავე განყოფილების გამომძიებელ ლ-–------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება. (ტ.2.ს.ფ.52-53; 72-77)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულ ბ--------–---------ის დაკავების ოქმით: 2018 წლის 23 იანვრის, 20:05 საათზე, შსს ქ. რუსთავის საქალაქო. სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–------------–---–ის მიერ, ქ-----------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - ბ--------–---------ე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი გ---------------ე. ბ--------–---------ის დაკავების ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე და გადაყვანილ იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 4-9)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვ-----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 23 იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე, სსიპ 112-ზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე მის თანამშრომელთან თ-------------------ესთან ერთად გამოცხადდა ქ--–------------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა გამოძახების ინიციატორი ნ-------–---------ე და განუმარტა, რომ მისი ძმა ბ--------–---------ე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იქვე მყოფი ბ--------–---------ის დედის-კ---------–---------ისგან მიიღეს განმარტება, რომ ბ------ი ყოველდღე იღებდა ალკოჰოლს, ამტვრევდა სახლში ყველაფერს და ამასთან აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ ბ------ი სხვა ოთახში იყო გაყვანილი, ის მაინც აგრძელებდა გინებას ოჯახის წევრების მიმართ. მას შემდეგ რაც ბ--------–---------ე დამშვიდდა და მის მიმართ იწერებოდა შემაკავებელი ორდერი, ბ------მა მოითხოვა დედასთან ჩაეხუტება, თუმცა ჩახუტების შემდეგ კ---------–---------ეს მუშტი ჩაარტყა თავის არეში. ჩადენილი ქმედებებისთვის ბ--------–---------ე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ დაკავებული იქნა, ხოლო მათ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მოწმის განმარტებით, ბ--------–---------ე მოქმედებდა გააზრებულად. (ტ.2.ს.ფ.67-72)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა თ-------------------ემ თავის მხრივ სრულად დაადასტურა მოწმე ვ-----------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება. (ტ.2.ს.ფ.77-81)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელმა გ---–--------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 23 იანვარს, პოლიციაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ბ--------–---------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების წარმოებისას მოწმის სახით გამოკითხა: ნ-------–---------ე, კ---------–---------ე, ვ-----------------–---–ი, ვ-–-------------–---ა, თ-------------------ე, ლ---–-----------ა და ბრალდებული ბ--------–---------ე. მოწმის განმარტებით, მან გააცნო დაზარალებულ ნ----- და კ---------–---------ეებს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებები და განუმარტა უფლებები, მის მიერ დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, პრობაციის ბიუროდან გამოითხოვა ინფორმაცია ბ--------–---------ის შესახებ, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა განაჩენი ბ--------–---------ის მიმართ. მისი წერილის საფუძველზე ბრალდებულ ბ--------–---------ეს დაენიშნა ადვოკატი, რომელსაც გაუცვალა იმ დროს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. (ტ.2.ს.ფ.127-128)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2----–-–------------- N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: კ---------–---------ეს პირადი გასინჯვის მონაცემებით (24.01.2018) სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ. 42-44)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2----–-–------------- N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ნ-------–---------ეს პირადი გასინჯვის მონაცემებით (24.01.2018) სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ. 37-39)

 

სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ბრალდებული ბ--------–---------ე, თუმცა ამ უკანასკნელმა დასკვნით სიტყვაში ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვა ამ გარემოების გათვალისწინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას და სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოებს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება.

 

ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა).

 

საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.

 

მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება.

 

გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:

 

ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა; სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა; სახიფათო ადგილებში მიტოვება; უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად; მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით; ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება.

 

ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება; მისი რწმენების საცინად აგდება; მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს; ტყუილებით მანიპულირება; ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება; მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი; იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან; განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს; ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება; მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი; მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით; ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული; ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე.

 

ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან; ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით, სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ბ--------–---------ე უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში სისტემატიურად იღებდა რა ალკოჰოლურ სასმელს, მის დას-ნ-------–---------ეს და დედას-კ---------–---------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც კ------- და ნ-------–---------ეებისთვის იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და იწვევდა ამ უკანასკნელთა ტანჯვას. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--------–---------ემ თავის დედას- კ---------–---------ეს და დას-ნ-------–---------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბ--------–---------ემ კ---------–---------ეს ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. გასაშველებლად მისულ დას ნ-------–---------ეს ერთხელ დაარტყა თავში მუშტი და თავი ჩაარტყა თავ-თხემის არეში. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით, ბ--------–---------ემ დედას-კ---------–---------ეს კვლავ ჩაარტყა მუშტი თავის არეში. ყველა ზემოხსენებული დარტყმის შედეგად ნ----- და კ---------–---------ეებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ბ--------–---------ისთვის წარდგენილი ბრალდება დაზარალებულების: ნ-------–---------ის და კ---------–---------ის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის ჩამოყალიბებულია ცალ-ცალკე, ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად და თითოეული დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ანუ ოჯახში ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც სასამართლოს არასწორად მიაჩნია. ბრალდების მხარემ ბრალდების ამგვარი ფორმულირება ახსნა იმ გარემოებით, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში გამიჯნულია დაზარალებულთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რაც რეალურად არ იკითხება ბრალდებულისთვის წარდგენილი და საქმეში წარმოდგენილი ბრალდების დადგენილებიდან. ამასთან, არცერთ ეპიზოდში ფსიქოლოგიურ ძალადობასთან მიმართებაში არ არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმპერატიული მოთხოვნები, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, რაც შეუძლებელს ხდის გაზიარებულ იქნას ბრალდების მხარის პოზიცია ბრალდების დადგენილების ასეთი სახით ფორმულირებაში. სასამართლოს მოსაზრებით, ბ--------–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი მოცულობით, შინაარსით და არსით სრულად მოიცავს 2018 წლის 23 იანვარს ნ----- და კ---------–---------ეების მიმართ ერთდროულად, ერთიანი განზრახვით ჩადენილი ოჯახური ძალადობის აღწერას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ერთ ეპიზოდად დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბ--------–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ--------–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

სასაჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ბ--------–---------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ ალტერნატივას. კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დაზარალებულები თანახმა არიან მის მიმართ სასამართლომ დანიშნოს პირობითი მსჯავრი, რადგან მიიჩნევენ, რომ პერიოდი რაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, საკმარისია მისი გამოსწორებისათვის. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ--------–---------ემ ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა არაერთჯერადი მოქმედებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ დედაზე და დაზე მოეხდინა ზეგავლენა და დაეშინებინა ისინი. ასევე საყურადღებოა, რომ დედის და დის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები და ფიზიკური ძალადობა ჩაიდენა შემთხვევის შემსწრე ოჯახის ახლობლების თანდასწრებით. უფრო მეტიც, ასეთი ქმედება დედის მიმართ განაგრძო მისი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პოლიციის მუშაკების და მეზობლების თანდასწრებით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და ადამიანურ მოვალეობათა დარღვევის ხარისხს. სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის დამოკიდებულება დაზარალებულებისადმი არ შეიძლება შეფასდეს მისწრაფებად შეურიგდეს დაზარალებულებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან დანიშნული სასჯელის ნაწილის ან მთლიანად პირობითად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, უნდა გახდეს საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის, ასევე დამაფიქრებელი, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შემცირდეს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ამდენად, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს მკაცრი სასჯელის სახე, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ--------–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 23 იანვრის ნ----- და კ---------–---------ეების მიმართ ოჯახური ძალადობის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

2. ბ--------–---------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 იანვრის 20:05 საათიდან;

 

3. ბ--------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე