გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841310218002253680
საქმე N3/1-2018 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მარტი 2018 წელი ქ. ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული
განყოფილება.
წარმომადგენელი - მა-- და-–--–-–---–--
მოპასუხე - მა-- ხვ--------- (დასწრების გარეშე).
დავის საგანი: - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) 394 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 394 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
მა-- ხვ---------ს ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2012 წლიდან, სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები იყო 2017 წლის აგვისტომდე. ტყიბულის განყოფილებაში შემოსული 2017 წლის 20 თებერვლის N04-13/1739, შიდა ქართლის სამხარეო ცენტრის წერილის თანახმად, მოპასუხის ოჯახის წევრები ნა---- ქე--------–---–- თავის მცირეწლოვან შვილთან მა----- ხვ------------ ერთად 2016 წლის სექტემბრის თვიდან საცხოვრებლად გადავიდნენ გორის რაიონის სოფელ ბო----–-. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აენაზღაურებინა ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, რაც შეადგენდა 192 ლარს (2 წევრზე ზედმეტად დარიცხული 2016 წლის დეკემბრის 96 ლარი - თითოეულზე 48 ლარი და 2017 წლის იანვრის თვისა 96 ლარი საარსებო შემწეობის თანხა). 2016 წლის დეკემბრამდე საარსებო შემწეობის თანხა ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 261 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა ლეგალიზაციას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მოპასუხეს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 192 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის უკან დაბრუნების თაობაზე ტყიბულის განყოფილების მიერ 2017 წლის 1 მაისს გაეგზავნა N04-06-05/1139 გაფრთხილება, 1 ივნისს კი N04-06-05/1360 შეტყობინება, რის საფუძველზეც მა-- ხვ---------- 2017 წლის 26 ივნისს დაწერა განცხადება და N1035 ოჯახიდან წასული წევრის გამო ზედმეტად აღებული თანხის 192 ლარის და 2017 წლის მაისის თვეში არასწორად დარიცხული 384 ლარის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ, ვალის სრულ დაფარვამდე. (მოპასუხის ოჯახის წევრის გამოკლების შემდეგ ოჯახში შევსებული დეკლარაცია შეფასდა სარეიტინგო ქულით 95250 და დაენიშნა სოციალური დახმარება 10 ლარის ოდენობით (ერთ არასრულწლოვან ბავშვზე). ოჯახს 2017 წლის მაისის თვეში აუნაზღაურდა 2017 წლის თებერვლის თვეში აღებული თანხა და არასწორად მიეცა გასული პერიოდის თანხა ოჯახის ისევ 6 წევრზე, წასული ორი წევრის გამოკლების გარეშე. 2017 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის ორ წევრზე, თითოეულზე 48 ლარი - სულ 384 ლარი).
მოპასუხემ წარმოადგინა ბანკის საგადასახადო დავალებები მხოლოდ 192 ლარის ოდენობით, ამის შემდეგ კი არაერთი სატელეფონო ზარისა შეწყვიტა თანხის აღდგენა ბიუჯეტის ანგარიშზე, ამას დაემატა სააგენტოს მ/წლის 4 აგვისტოს წერილი - N04/50906 ოჯახის წევრის მო---- ხვ---------ს ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტის შესახებ, რის გამოც ოჯახს გაეგზავნა 03.10.2017 წ N04-06-05/2098 გაფრთხილება ხოლო 06.11.2017 წ N04-06-05/2231 შეტყობინება 2017 წლის ივლისის თვეში დარიცხული საარსებო შემწეობის (10 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენასთან დაკავშირებით
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება მოითხოვს მოპასუხე მა-- ხვ--------- დაეკისროს არასწორად მიღებული სოციალური დახმარების 394 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. თანხა შეტანილ იქნეს ანგარიშზე: ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N GE24NBO330100200165022, წინა წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში 302003460, მიმდინარე წელს მიღებული დაფინანსებიდან მოსაბრუნებელი თანხის შემთხვევაში - 302009921.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე მა-- ხვ--------- სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ფოსტის საშუალებით, რაც ვერ ჩაბარდა. საფოსტო გზავნილიდან ირკვევა, რომ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, პიროვნება წასულია. 2018 წლის 9 თებერვალს სასამართლომ მიიღო განჩინება (სარჩელის) საჯარო შეტყობინების შესახებ, რაც გამოქვეყნდა 2018 წლის 13 თებერვალს. შესაგებლის წარმოდგენის ვადა ამოიწურა 2 მარტს, მაგრამ მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღის ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. 2018 წლის 16 მარტს გაუგზავნა სასამართლო უწყება და იმავე დღეს მიიღო განჩინება (უწყების) საჯარო შეტყობინების შესახებ, რაც გამოქვეყნდა 21 მარტს. მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მა-- ხვ---------ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობის თანხას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- განცხადებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- გადაწყვეტილებები სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3.2.2. დადგენილია, რომ მა-- ხვ---------ს ოჯახი შედგება 6 (ექვსი) წევრისაგან და 2012 წლიდან იღებდა სოციალურ დახმარებას. 2017 წლის 20 თებერვლის N04-13/1739 შიდა ქართლის სამხარეო ცენტრის წერილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ მოპასუხის ოჯახის წევრები ნა---- ქე--------–---–- თავის მცირეწლოვან შვილთან მა----- ხვ------------ ერთად 2016 წლის სექტემბრის თვიდან საცხოვრებლად გადავიდნენ გორის რაიონის სოფელ ბო----–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- 2017 წლის 22 დეკემბრის N473 მოხსენებითი ბარათი.
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
- 2017 წლის 20 თებერვლის №04/1739 წერილი.
3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ნოემბერს N04-06-05/2231 და 2017 წლის 04-06-05/2098 წერილებით, მა-- ხვ--------- ეცნობა მისი ოჯახის წევრის ნა---- ქე--------–---–-ს გორის რაიონში გადასვლის გამო, ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2017 წლის 06 ნოემბერს N04-06-05/2231 და 2017 წლის 04-06-05/2098 წერილები.
-ნა---- ქე--------–---–-ს განცხადება.
3.1.5. დადგენილია, რომ მა-- ხვ---------ს ოჯახს ზედმეტად მიღებული 394 ლარი ბიუჯეტში არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი და სასარჩელო განცხადება);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ხოლო მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ასევე სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) განახორციელოს ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-- ხვ---------ს ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას და ოჯახის წევრს სხვა პირებთან ერთად წარმოადგენდა ნა---- ქე--------–---–- თავის მცირეწლოვან შვილთან მა----- ხვ------------ ერთად 2016 წლის სექტემბრიდან საცხოვრებლად გადავიდა გორის რაიონის სოფელ ბო----–-, მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის.
ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციარის მა-- ხვ---------ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილევლ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალკე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 20 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა-- ხვ--------- უნდა დაეკისროს 394 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო
აღნიშნულის გათვალისწინებით მხარები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მა-- ხვ--------- დაევალოს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 394 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე