გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
120210018002264498
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2264498-2/057-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2018 წ. ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

მოსარჩელე - შ----------–---

წარმომადგენელი - ვ--------------–-

მოპასუხე - თ----------–-–---–-

წარმომადგენელი - ზ--------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე თ----------–-–---–ს მოპასუხე შ---------–----- სასარგებლოდ დაეკისროს 3409.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2400.00 ლარი, სარგებელი 209.66 ლარი, პირგასამტეხლო 800.00 ლარი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შ--------–----" და თ----------–-–---–ს შორის, 2----–-–-----------------, ელექტრონული ფორმით დაიდო N-------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ----------–-–---–ზე გაიცა სესხი 2400·00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა – 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 99.65%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა პროცენტი) – 3245 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2----–-–--------------- გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 2----–-–---------------–ს, რის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო, 2----–-–------------- მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 5983.30 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2400.00 ლარი, პროცენტი – წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა · 209,66 ლარი, პირგასამტეხლო ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 21 იანვრიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე – 3373,64 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----------–-–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ--------–----" და თ----------–-–---–ს შორის, 2----–-–-----------------, ელექტრონული ფორმით დაიდო N-------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ----------–-–---–ზე გაიცა სესხი 2400·00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა – 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 99.65%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა პროცენტი) – 3245 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.15);

· სარჩელი (იხ.ს.ფ.4);

· მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;

· მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

3.1.2. გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 2----–-–---------------–ს, მოპასუხე თ----------–-–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

· შ--------–--“ ამონაწერი (იხ.ს.ფ.33);

 

3.1.3. შ--------–----" და თ----------–-–---–ს შორის, 2----–-–-----------------, ელექტრონული N-------- სესხის ხელშეკრულების 13.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა დაუყონებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის ნაწილის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

· N-------- ელექტრონული სესხის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.29);

 

3.1.4. 2----–-–-------------- მდგომარეობით თ----------–-–---–-ს დავალიანებას შ---------–---- წინაშე შეადგენს 5983.30 ლარს, აქედან 2400.00 ლარი – ძირითადი თანხა; 209.66 ლარი – სარგებელი; 3373.64 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

· ცნობა (იხ.ს.ფ.34);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შ---------–---- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 624-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.

 

შ--------–----" და თ----------–-–---–ს შორის, 2----–-–-----------------, ელექტრონული ფორმით დაიდო N-------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, თ----------–-–---–ზე გაიცა სესხი 2400·00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა – 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 99.65%, სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა პროცენტი) – 3245 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის სრულად დაფარვის თარიღი განისაზღვრა 2----–-–-------------------

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (–---------–---- და თ----------–-–---–ს) შორის 2----–-–----------------- გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება დარღვეული იქნა თ----------–-–---–-ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას კრედიტორის წინაშე დადგენილ ვადაში სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებას შ---------–---- წინაშე შეადგენს 3409.66 ლარს, აქედან 2400.00 ლარი – ძირითადი თანხა; 209.66 ლარი – სარგებელი; 800.00 ლარი პირგასამტეხლო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძირი თანხის 2400 ლარის, სესხზე დარიცხული სარგებლის 209.66 ლარის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დორს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 800 ლარს წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია თ----------–-–---–-ს მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო პირდაპირ თანხობრივად, რის გამოც ჯარიმა ანუ იგივე პირგასამტეხლო, რაც სესხის ხელშეკრულებაზე შეადგენს 800 ლარს უნდა შემცირდეს 600 ლარით, დარჩენილი თანხა 200 ლარი თ----------–-–---–ს გადასახდელად უნდა დაეკისროს შ---------–---- სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2----–-–---------------------------–-- ს---------––-------–---------- მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 102.28 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ თ----------–-–---–ს შ---------–----- სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 2809.66 ლარის ფარგლებში უნდა დაეკისროს 84.2 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე2681-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ---------–----–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თ----------–-–---–ს (---------------- შ---------–----–ს სასარგებლოდ დაეკისროს 2809.66 ლარის გადახდა, საიდანაც 2400 ლარი სესხის ძირი თანხაა, 209.66 ლარი - სარგებელი, ხოლო 200 ლარი - ჯარიმა/პირგასამტეხლო;

 

3. მოპასუხე თ----------–-–---–ს (---------------- შ---------–----–ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს – 84.2 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე