განაჩენი

სისხლის სამართლის 20.04.2018
საქმის ნომერი
240100118002380281
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002380281 №1/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.04.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ბ-----------–--

დაბადებული: 30.03.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: აბაშა, რ---------–-ს I--–- შესახვევი №1-

 

ადვოკატი - ნ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე -ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 0700 საათზე, აბაშის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრებმა ბ-----------–--მ, თავის საცხოვრებელ სახლში უმიზეზოდ სცემა მეუღლე ნ-----------იძე, არაერთხელ ხელი გაარტყა სახის და თავის არეში და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ნ-----------იძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ბრალდებულმა ბ-----------–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

5. 2018 წლის 28 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----------იძემ აბაშის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მიუთითა ადგილი, სადაც მას და მის მეუღლეს მოუვიდათ ჩხუბი.

 

6. 2018 წლის 01 მარტის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 27.02.18 წ 14:53-15:02 სთ ჩატარებული პირადი შემოწმებისას ნ-----------იძეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-----------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----------–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბ-----------–--ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბ-----------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

9. ბ-----------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი.

 

10. ბ-----------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

1-. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულმა, ბრალდებულის მეუღლემ, ნ-----------იძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ამჟამად ბ-----------–--ს მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და სთხოვს სასამართლოს მის მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

 

13. ბრალდებულ ბ-----------–--ს მიერ სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

14. ბ-----------–--ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 62-ე მუხლებით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 269-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ბ-----------–-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით ბ-----------–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის სამი დღე - 2018 წლის 27 თებერვლიდან 2018 წლის 02 მარტამდე, დაკავების ერთი დღის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათზე გაანგარიშებით და საბოლოოდ ბ-----------–--ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ასოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბ-----------–--ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის - 135 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, აღსრულების უზრუნველყოფა დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

2. ბ-----------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ღონისძიებები_ დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილზე შესვლის, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის და პოლიციაში სამ დღეში ერთხელ გამოცხადების და ანგარიშგების ვალდებულება.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რ---------–-ს ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე