განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002370596-1/112-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 აპრილი, 2018 წელი ქ. ა---––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ-------–----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – გ------------------------------------, დაბადებული 1--- წლის 0- მ---ს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.ა---––--- მ.კ--------ს ქ.N2-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ა---––--- გ--------–-ს ქ.2-;
ადვოკატი - ზ-------------
თარჯიმანი - ლ-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 17 თებერვალს ქ.ა---––---ში მდებარე კაფე-ბარ ვ-----–- გ--------------------მა სრულიად უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბარის მიმტან მ------------------–---–ს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც მ-----------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-------------------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მ-----------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად მუშაობს ქ.ა---––---ში ა----------ს გზატკეცილზე მდებარე კლუბ ,,ვ-----–-’’ მიმტანის პოზიციაზე. 2018 წლის 17 თებერვალს კლუბში შევიდა ტაქსისტი გ-------------------ი, ასევე შევიდა ორი ქალბატონი, მისთვის უცნობმა ქალმა შეუკვეთა ლუდი, რომელიც მიუტანა და დალია, რის შემდეგაც მივიდა ბართან და კიდევ თხოვა გაეხსნა ერთი ბოთლი, უცნობმა ქალმა სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი დროულად რატომ არ ემსახურებოდა, რაზედაც შეკამათდნენ, კამათში ჩაერია გ-------------------ი, რა დროსაც გ-------------------მა დაუწყო ლანძღვა-გინება, გამოხატა მის მიმართ აგრესია და მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ცხვირის არეში ძლიერად, რის შემდეგაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ.6-8;
გ-------------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 17 თებერვალს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შევიდა ქ. ა---––---ში ა----------ს გზატკეცილზე მდებარე კლუბ ,,ვ-----–-’’. მ-----------------–---–თან ლუდის გახსნის გამო მოუვიდა კონფლიქტი, მა-------- მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გალანძღა უწმაწური სიტყვებით, რა დროსაც თავი ვერ ,შეაგინა და გაშლილი ხელი დაარტყა ცხვირის არეში.
იხ. ს.ფ.17-20;
2018 წლის 1------------–ს №1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მ-----------------–---–ის ცხვირის არეში არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 30-31;
გ-------------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - გ-------------------ს, ს-----------------ს, თ------------–---–-ს, ქ----------------–--ს ჩვენებები, მ------------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ-------------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ-------------------ი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ-------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გ--------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდა;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი