განაჩენი

სისხლის სამართლის 29.04.2018
საქმის ნომერი
120100118002384035
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002384035-1/126-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

24 აპრილი 2018წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ი--------------------------–---–-, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------- რაიონი, სოფელი ს--------;

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 თებერვალს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ა-------- რაიონის სოფელ ს-------–- მცხოვრები ი--------------–---–- ღამის საათებში დაბრუნდა სახლში, რაზედაც შენიშვნა მისცეს ოჯახში მყოფმა მშობლებმა მ-------------–---–-- და გ----------------–---–-ა, აღნიშნული შენიშვნის მიცემით განაწყენებულმა ი--------------–---–-- მშობლებს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი გულმკერდის არეში მამას გ----------------–---–-- რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი--------------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

გ---------------–---–-- ჩვენება,რომლის თანახმად 2018 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან მ-------------–---–---- ერთად, მისი შვილი ი--------------–---–- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და მის მეუღლეს მ-------------–---–- მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა, ეჩხუბებოდა და ასევე აგრესიული ტონით მიმართავდა რომ გასულიყო გარეთ, შემდეგ მის მიმართ გახდა აგრესიული მას დაუწყო გინება,შეურაცხყოფის მიყენება და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ.6-9;

 

მ------------–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან ერთად, რა დროსაც ი--------------–---–- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, რომელიცუმიზეზოდ იგინებოდა მისი მისამართით, სწორედ ამ დროს ოთახში შევიდა მისი მეუღლე გ---------------–---–-, მან შვილს მოუწოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ი-------------–---–- მამის დანახვაზე გახდა აგრესიული, დაუწყო გინება და ერთხელ დაარტყა ხელი გულმკერდის არეში.

 

იხ. ს.ფ.11-13;

 

ი--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

ი-------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ი-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ი--------------–---–-ს დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ---------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ი--------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ი-------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის და იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ ი-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი--------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი--------------–---–- (პ/ნ 6----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი;

 

2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი-------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.ი-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით;

 

4.ი-------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან;

 

5. სისხლის სამართლის №------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ა-------- პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე