განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100118002421721 (1/211-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით,პროკურორ - მი--------–-------–-ს,ბრალდებულ - მა--------------ს და
ადვოკატ - გვ--–--–--–--ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამე-----–-------------------------–----------------------------------–-------------------ის მი-------------–---ს შუამდგომლობა
ბრალდებულ მა--------------ს მიმართ,მამის სახელი: ვ-–----,დაბადების თარიღი: 1--------- წელი,პირადი ნომერი: 1----------,საქართველოს მოქალაქე,უმაღლესი განათლების მქონე,დაოჯახებული,მისამართი: ქ------------------------–--–---------------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ მა--------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
20---–-–-----------ლს მა--------------მ უკანონოდ შეიძინა 0----------- ნარკოტიკული საშუალება ,,ბ------------------- შემცველი აბები, რასაც ინახავდა უკანონოდ პირადად და რაც ამოღებულ იქნა 20---–-–-----------ლს 2---- საათზე მა--------------ს პ---------------- შედეგად.
2----–-–------------–- გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამე-----–-------------------------–----------------------------------–------------------- მ--------------–---ს, ბრალდებულ მა--------------ს და ადვოკატ გვ--–--–--–--ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული მა-------------- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული მა-------------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული მა-------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული მა-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სს კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–----------, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით 0--–-–-- გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებულ მა--------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯ----------------------------–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, მა--------------ს 6-----ს ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 5-–-–-- ვადით ჩამოერთვას ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება, საქმეზე მა--------------ს პ---------------- შედეგად ამოღებული 0----------- ნარკოტიკული საშუალება „--------------------–ემცველი აბები, რომელიც ინახება შს-----------–------------------------არეო პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეგზავნოს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
მა--------------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-ბრალდებულ მა--------------ს ჩვენება (აღიარება);
-მა--------------ს დაკავების ოქმი;
-მოწმეების რ-------------------–------–-–-----------------------–------------------–---------------–---------ს გამოკითხვის ოქმი;
-პ---------------- ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება;
-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მა--------------ს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
მა--------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
მა--------------ს მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯ------- გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნა–--–-–---–-----------------ე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ მი-------------–---ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სამე-----–-------------------------–----------------------------------–------------------- მ--------------–---ს, ბრალდებულ მა--------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გვ--–--–--–--ს შორის;
ბრალდებული მა-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად სს კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–----------, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით 0--–-–-- გამოსაცდელი ვადით;
ბრალდებულ მა--------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯ----------------------------–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, მა--------------ს 6-----ს ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 5-–-–-- ვადით ჩამოერთვას ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
ნივთიერი მტკიცებულება, საქმეზე მა--------------ს პ---------------- შედეგად ამოღებული 0----------- ნარკოტიკული საშუალება „--------------------–ემცველი აბები, რომელიც ინახება შს-----------–------------------------არეო პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეგზავნოს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს;
მა--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 20---–-–-----------ლიდან 20---–-–------------–---------–---;
მა--------------ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მა--------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
მა--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა