გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
080210017001867263
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210017001867263

№ 2/798-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2018 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“;

წარმომადგენელი ჯ---- ტ--–----ე;

მოპასუხეები რ---–---- ო--------, მ------ წ---–---;

წარმომადგენელი ი--–---- ხ----–--–---;

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების რ---–---- ო--------ს და მ------ წ---–---ს უკანონო მფლობელობიდან სს „ს----------–--------ის“ სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე წ---–-------ს რაიონის სოფელი მ----–--ი (ს/კ 2-----------) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომრეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

1.2. მიღებული გადაწყვეტილება მიიქცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;

მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 იანვრის განკარგულების საფუძველზე სს „ს----------–--------მა“ აუქციონზე შეიძინა მ------ წ---–---ს კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც აღირიცხა სს „ს----------–--------ის“ სახელზე. ახალი მესაკუთრე წლების განმავლობაში ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

 

სასამართლო სხდომაზე სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას, თუმცა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

2. მოპასუხისპოზიცია.

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნეს (იხ. სხდომის ოქმი);

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე წ---–------- სოფელი მ----–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N2-----------, მესაკუთრეა სს „ს----------–--------ი“ და აღნიშნულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხეები რ---–---- ო-------- და მ------ წ---–---.

მტკიცებულებები:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 14-15);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს განსახილველ დავაში სადავო არცერთი გარემოება არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“ წარმოადგენს უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N2-----------, მესაკუთრეს და აღნიშნულ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხეები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს, ისინი უნდა განთავისუფლდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეების რ---–---- ო--------ს და მ------ წ---–---ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სს „ს----------–--------ის“ (ს/ნ 2--------) სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე წ---–------- სოფელი მ----–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N2----------- და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს სს „ს----------–--------ს“.

1.2. მხარეები გათავისუფლდენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე