განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010100118002360233
დავის ტიპი
260 6 ა , 260 3 ა
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100118002360233

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - შოთა ქემაშვილი

 

ბრალდებული - მა----------------------ოვა

ადვოკატი - და-----------ძე

 

ბრალდებული - მუ---------------აში

ადვოკატი - სოლ-------------–იძე

 

თარჯიმანი - ზინაიდა ანტონიანი, შორენა ქამადაძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: მა----------------------ოვა

მამის სახელი: ინომი

დაბადებული: 14.03.1982 წელი

დაბადების ადგილი: უზბეკეთის რესპუბლიკა

მოქალაქეობა: უზბეკეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პასპორტის ნომერი: GT4------

რეგისტრაციის მისამართი: უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ფერ---ი, კუ-----ის რაიონი, კურგლის ქ. N92

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ვ. გო-------–ის ქ. N136/138, ბინა N67

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი.

 

დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 14 თებერვალი, 23:35 საათი.

 

2. ბრალდებული: მუ---------------აში

მამის სახელი: მეჰმედი

დაბადებული: 10.07.1986 წელი

დაბადების ადგილი: თურქეთი, ბოლოსის რეგიონი

მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პასპორტის ნომერი: LI34----8

რეგისტრაციის მისამართი: თურქეთი, ელ----ს რაიონი

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ვ. გო-------–ის ქ. N136/138, ბინა N67

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი.

 

დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 15 თებერვალი, 01:20 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მა----------------------ოვამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0.27204 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ქ. ბათუმში, გო-------–ის ქუჩა N136/138-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. მუ---------------აშმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7.5136 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 15 თებერვალს ქ. ბათუმში, გო-------–ის ქუჩა N136/138-ში, ბინა N67-ში, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლოს დასკვნა მა----------------------ოვას და მუ---------------აშის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ომ-------–-ძის, ირ---------ძის, ნო------–----ის და თე-------------ძის გამოკითხვის ოქმებს, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებს, მა----------------------ოვას პირადი ჩხრეკის ოქმს, მა----------------------ოვას დაკავების ოქმს, მუ---------------აშის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის Nქ/65 და Nქ/66 დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

6. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----------------------ოვამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მუ---------------აშმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა:

 

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი კი, გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

 

8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქ/პუნქტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა II სიაში შეტანილია - ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები, მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია.

 

9. ნარკოტიკული საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინი (მდმა) შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების I სიაში, N96 რეგისტრაციით და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

10. ბრალდებულებმა მა----------------------ოვამ და მუ---------------აშმა დაადასტურეს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მათი კუთვნილია და მისი შეძენა-შენახვისათვის სპეციალური ნებართვა არ გააჩნიათ.

 

11. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის N2 დანართის - უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის შენიშვნის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ და ”დ” ქ/პუნქტების თანახმად, ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად. მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

12. ნარკოტიკული საშუალება ”მეთილენდიოქსიმეტანფეტამინი” (მდმა) მითითებულ ნუსხაში არის სიითი ნომრით - 93 და მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულია - 1 გრამი.

 

13. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/66 დასკვნით დადგენილია, რომ მა----------------------ოვას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ - 7 ცალ ტაბლეტში ნარკოტიკული საშუალება 3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) საერთო რაოდენობრივი შემადგენლობა შეადგენს 0.27204 გრამს.

 

14. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/65 დასკვნით დადგენილია, რომ მუ---------------აშის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ 133 ცალ ტაბლეტში ნარკოტიკული საშუალება 3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 6.3331 გრამს.

 

- 6.71 გრამი მცენარეული მასა არის ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა.

 

- მუ---------------აშის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 24 ცალ ტაბლეტში ნარკოტიკული საშუალება 3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 1.1805 გრამს.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა----------------------ოვამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0.27204 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა), ხოლო ბრალდებულმა მუ---------------აშმა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7.5136 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმეტანფეტამინს (მდმა).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. მა----------------------ოვას და მუ---------------აშის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

17. მა----------------------ოვას და მუ---------------აშს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავე პირთა რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავე პირთა წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მა----------------------ოვას და მუ---------------აშს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მა----------------------ოვასა და მუ---------------აშის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

21. ამასთან, მა----------------------ოვას და მუ---------------აშს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვათ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მა----------------------ოვა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მა----------------------ოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს.

 

მა----------------------ოვას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 თებერვლიდან.

 

ბრალდებული მუ---------------აში ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მუ---------------აშის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მუ---------------აშს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

 

მა----------------------ოვას და მუ---------------აშს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორ---ოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვათ საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: მუ---------------აშის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქული ერთ პაკეტად, ასევე მა----------------------ოვას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები დალუქული ერთ პაკეტად, (ჯამში სამი დალუქული პაკეტი), რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი