განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
080100117001986450
დავის ტიპი
353 1
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/519-17 წ. (N041300517002)

განაჩენი

საქართველოს სახელით

04.04.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

პროკურორი: ნ---- ზ-------–---–ი

ბრალდებული: რ-----ი გ--------ე

მამის სახელი: ჯ----–-

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: ქუთაისი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, დ----ს ქ. მე-3 ჩიხი N12

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის მე-4 შესახვევი ე.წ. ,,წ-------–----------“

ადვოკატი: ც------ ფ----------ე

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის ტიპი: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ რ-----ი გ--------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 30 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქუთაისში ა---–-----------ის მეოთხე შესახვევში მდებარე ე.წ. ,,წ-------–---------ზე“ მთვრალ მდგო----ეობაში მყოფმა რ----- გ--------ემ წინააღმდეგობა გაუწია თავის საცხოვრებელ სახლში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის მ------ განყოფილების მუშაკს - გ---- ტ----–--ეს, კერძოდ: დაუზიანა მას პოლიციის პერანგი და ხელი დაარტყა სახის არეში.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ გ---- ტ----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 მაისს, მისი თანამშრომელის, ო---- ხ-----–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ რ----- გ--------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად და ნარკოტიკული საშუალების აღმოსაჩენად. ოპერატიულ ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ ა---- ყ-------–---–ი, მ------ ფ------–--ე და გამომძიებელი ა---–- ბ------, რომელმაც შეადგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ და მიაწოდა რ----- გ--------ეს, რომელმაც ეს დადგენილება დაკუჭა და სახეში ესროლა. ამის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ სახის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო ბეჭის არეში დაკაწრა ხელებით. ძალადობის შედეგად ჩამოხეული ჰქონდა აგრეთვე პოლიციის უნიფორმა. ამ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს პოლიციელების გარდა ესწრებოდა რ----- გ--------ის მამა. ძალადობის გამოყენებისთანავე ის დააკავეს. რ----- გ--------ის დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდა გამომძიებელი ა---–- ბ------, რომელმაც ასევე მისგან ამოიღო მხარზე ჩამოგლეჯილი და დაზიანებული უნიფორმა. მას როგორც დაზარალებულს, სურს, რომ ბრალდებული დაისაჯოს ჩადენილი ქმედებისთვის. მოწმემ დაცვის მხარის შეკითხვებზე განმარტა, რომ რ----- გ--------ეს სხვა პოლიციელების მიმართ არ გამოუყენებია ძალადობა. მას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ვინაიდან დაკავებულის ბადრაგირება ჰქონდა დავალებული. როგორც შემდეგ შეიტყო, ოპერატიული ინფორმაცია დადასტურდა და რ----- გ--------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა, მისი მცირე ოდენობის გამო არ აღმოჩნდა საკმარისი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. რ----- გ--------ე იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, ეს ეტყობოდა გარეგნულადაც და სუნიც ჰქონდა ალკოჰოლური თრობის. მას არ ახსოვს ტანზე რა ეცვა რ----- გ--------ეს (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ა---– ბ------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის მუშაობს ქ--------------------–- პოლიციის მ------ განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2015 წლის 1 ივნისიდან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ო---- ხ-----–---–მა, რომლის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით. წავიდნენ რ----- გ--------ის საცხოვრებელ სახლში, რათა მოეხდინათ მისი საცხოვრებელი სახლის გადაუდებელი აუცილებლობის წესით გაჩხრეკა. რ----- გ--------ესთან სახლში მასთან ერთად მივიდნენ გ----- ტ----–--ე და მ------ ფ------–--ე. რ----- გ--------ე დახვდათ სახლში წელს ზევით შიშველი, ეცვა მხოლოდ შარვალი და ზაფხულის ჩუსტები. რ----- გ--------ე შეიყვანეს სახლში, აუხსნეს თუ რისთვის იყვნენ მისულები, მათი ვინაობა გააცნეს და დაიწყეს დადგენილების შევსება, როცა მან შეავსო დადგენილება, გადასცა გასაცნობად და ხელის მოსაწერად რ----- გ--------ეს, რომელმაც დაკუჭა ეს დადგენილება და ესროლა მას, ხოლო შემდეგ წამოდგა ფეხზე და მის თანამშრომელს გ---- ტ----–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, რამდენიმეჯერ დაარტყა სახისა და კისრის არეში, შემოახია პერანგი, რის გამოც მათ მოახდინეს მისი ადგილზე დაკავება, შეადგინეს დაკავების ოქმი და რ----- გ--------ე გადაიყვანეს პოლიციის მ------ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების შემდეგ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე ალკოჰოლური ექსპერტიზა, სადაც დადგინდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. სხვა გამომძიებელის მიერ ჩხრეკის შედეგად სახლთან მდებარე ბოსტანში, ამოღებულ იქნა 4 ძირი მცენარე კანაფი, რომელზედაც დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ კანაფის შემცველობა იყო 8 გრამამდე და გამოძიება აღარ გაგრძელდა 260-ე მუხლით, გაგრძელდა 353-ე მუხლით. მან ასევე გ---- ტ----–--ისაგან ამოიღო დაზიანებული პერანგი, რომელიც შემდეგ დაილუქა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე მ------ ფ------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 მაისს, ქუთაისში, ინსპექტორ-გამომძიებელ ო---- ხ-----–---–ის მიერ მას მიეწოდა ინფორმაცია, მასზე, რომ ქუთაისში ა---–-----------ის მეოთხე შესახვევში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ რ----- გ--------ეს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის შედეგადაც ის, გ---- ტ----–--ე და დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ა---– ბ------ წავიდნენ შემთხვევის ადგილზე ჩხრეკის ჩასატარებლად. როცა მივიდნენ, სახლში იმყოფებოდნენ რ----- გ--------ე და მისი მამა. ა---– ბ------მ განუმარტა მათ მისვლის მიზეზი, დაიწყო დადგენილების შევსება და როცა დაასრულა, გადააწოდა რ----- გ--------ეს. თავიდან ის მშვიდად იყო, შემდეგ გახდა აგრესიული, დაკუჭა ის ფურცელი და ესროლა ა---– ბ------ს. შემდეგ გაიწია გ---- ტ----–--ისკენ, რომელსაც მუშტი ჩაარტყა სახეში. მათ შორის მოხდა შეხლა - შემოხლა, რ---- გ--------ემ გ---- ტ----–--ეს შემოახია პოლიციის ფორმა და მიაყენა დაზიანებები, ის დააკავეს ჩხუბის მომენტში, გ---- ტ----–--ემ და ა---– ბ------მ და გადაიყვანეს პოლიციის მ------ განყოფილებაში. მოწმე დასმულ შეკითხვებზე განმარტავს, რომ როცა ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, რ----- გ--------ეს თავიდან წელს ზევით არაფერი ეცვა. მერე ჩაიცვა, როცა წაიყვანეს. ამის შემდეგ მოვიდა ვ-–-------- ჟ------ი, მასთან ერთად შედგა ახალი დადგენილება და ჩატარდა ჩხრეკა რ----- გ--------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ეზოში აღმოჩენილ იქნა 4 ძირი მარიხუანის მცენარე, რომელიც მათ მიერ დალუქული იქნა 4 ცალ პაკეტად(სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულია მოწმე ო---- ხ-----–---–ის მიერ, სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ინფორმაციით (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ------ ჭ--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- გ--------ეს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დროისათვის (30/05/2017წ. 18:27 საათზე ანუ შემთხვევიდან 3 საათის შემდეგ), დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (EC/IR/II 1,13 პრომილე) (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 30.05.2017 წელს ჩატარებული პირადი შემოწმებისას გ---- ტ----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მახვილის საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმემ განმარტა, რომ ის მუშაობს ექსპერტად და აქვს 5 წლის სამუშაო სტაჟი, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა ორი სამედიცინო ექსპერტიზა, გ---- ტ----–--ისა და რ----- გ--------ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით ქუთაისის მ------ განყოფილების გამომძიებლის ა---– ბ------ს დადგენილებით და მიმართვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო გ---- ტ----–--ე 2017 წლის 30 მაისს. მას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა მარცხენა ყვრიმალის მიდამოში უსწორო ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით იყო 1.8/1.4სმ-ზე, ასევე გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნებოდა ორი განივი ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ზოლისებური ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, თვითონ ეს სისხლნაჟღენთი ზომით იყო 5.5/0.8 სმ-ზე და 4.2/0.7 სმ-ზე, ასევე კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე აღენიშნებოდა სამი განივი ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის მშრალი და კანის ფენიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი, ზომებით 6.8/0.2 სმ-ზე, 3.9/0.2 სმ-ზე და 4.5/0.2 სმ-ზე, ასევე მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ორი გასწვრივი ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი, თითოეული ნაკაწრი იყო ზომით 5.5/0.1 სმ-ზე და 5.8/0.3სმ-ზე, გ---- ტ----–--ეს სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, მას გარეგნულად დაზიანებები აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ხოლო დაზიანებები მიყენებული უნდა ყოფილიყო რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან რაიმე მკვეთრად გამოხატული კიდის მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, რაც შეეხება სისხლნაჟღენთებს, ისინი განვითარებული იყვნენ რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, აღნიშნული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელმა პირმა მიუთითა, რომ მას დაზიანება სახის მარცხენა ნახევარში მიაყენეს მუშტის დარტყმით, როგორც ექსპერტიზის დასკვნაში იქნა მითითებული დაზიანებები სახის არეში მიყენებულ იქნა მკვრივი ბლაგვი საგნით, რომელთა კატეგორიასაც მიეკუთვნება ყველა ის საგანი რომელსაც აქვს მკვრივი და ბლაგვი ზედაპირი, შესაბამისად მუშტიც მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანთა ჯგუფს და დაზიანება სისხლნაჟღენთი შესაძლებელია განვითარდეს მუშტის დარტყმით. ხოლო კისრისა და მუცლის არეში დაზიანებები მიაყენეს ფრჩხილებით. ნაკაწრები შეიძლება განვითარებული იყოს ფრჩხილებით.

რ----- გ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, ნაჭდევების, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. კერძოდ, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა განივი ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის მშრალი კანის ფენიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრი, რომელიც ზომით იყო 09-01 სმ-ზე, ასევე მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი განივ ირიბად და გასწვრივ ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრები, მათ შორის მაქსიმალური იყო ზომით 1.1/01 სმ-ზე და მინიმალური 05/01 სმ-ზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა წვივის წინა ზედა ზედაპირებზე ქვედა მესამედების დონეზე და მარჯვენა ტერფის წინა ზედაპირზეც აღენიშნებოდა მრავლობითი განი ირიბად და გასწვრივად და გასწვრივ ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრები, მაქსიმალური ზომით იყო, 11,5/01 სმ-ზე და მინიმალური ზომით 09/01 სმ-ზე, მარცხენა სხივ მაჯის სახსრის შიგნითა უკანა და გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივ ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 9.5/03 სმ-ზე. დაზიანებები მიყენებულ უნდა ყოფილიყო მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი და ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობას რაც შეეხება მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი, ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები კი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ო---- ხ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N041300517002 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ გ---- ტ----–--ის პოლიციის ფორმის პერანგზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის ხევის და ღილების წყვეტის სახით, რაც წამოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მოწმემ აჩვენა, რომ ის მუშაობს იმერეთის საექსპერტო - კრიმინალისტიკურ სამსახურში, ტრასოლოგიური ექსპერტიზის მთავარ ექსპერტად, აქვს 2 წლიან სამუშაო სტაჟი. 2017 წლის 9 ივნისის დადგენილების საფუძველზე, პოლიციის მ------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ა---– ბ------ს მიერ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო ერთი პაკეტი. ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვა, წარმოდგენილი გ---- ტ----–--ისაგან ამოღებულ სამსახურებრივი უნიფორმის პერანგს აღენიშნება თუ არა დაზიანების ნაკვალევები და დადებით შემთხვევაში რით არის ისინი გამოწვეული. დალუქული პაკეტი გაიხსნა, დათვალიერდა და სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი გ---- ტ----–--ის პოლიციის ფორმის პერანგზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების კვალი, წინა მხარეს მარჯვენა ბეჭის არეში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი, რომლის ზომა იქნებოდა დაახლოებით 10 სმ, რომელიც ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არის მიღებული, ის შესაძლებელია გამოწვეული იყოს ხელის ძლიერი მოქნევით. მის მიერ გადაღებულ იქნა ფოტოებიც, დასურათდა, შემდეგ დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. პაკეტს ეწერა, რომ წარმოდგენილია გ---- ტ----–--ის პოლიციის მაისური(სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ რ----- გ--------ის მიერ მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად 2017 წლის 30 მაისს ის იმყოფებოდა მის ნათესავ კ---- კ-–----–---–თან თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში. დილის 7 საათიდან იმყოფებოდა მასთან. ისინი სუფრასთან ისხდნენ, სვამდნენ, თვითონაც ნასვამი იყო, რა დროსაც მას დაურეკა ტელეფონმა, უთხრეს რომ პოლიცია ესაუბრებოდა. მას ეს თავიდან ხუმრობა ეგონა და დაურეკა მამამისს სახლში, რომელმაც უთხრა, რომ სახლში ელოდებოდა პოლიცია და მისი მობილურის ნომერი მამამისმა მისცა მათ. მერე ისევ დაურეკეს და ჰკითხეს სად იყო, როცა მან უპასუხა, რომ სტუმრად იყო და მალე დაბრუნდებოდა, მათ უთხრეს, რომ ეთქვა მისამართი და ისინი წამოიყვანდნენ. მან უარი განუცხადა და არც დრო მიუთითებია როდის მივიდოდა სახლში. როცა სახლში დაბრუნდა, დღის 2-3 საათი იქნებოდა, ის იყო ნახევრად შიშველი, წელს ზემოთ მაისური არ ეცვა და ფეხზე არც ფეხსაცმელი, მხოლოდ შარვალი ეცვა. ამ დროს მასთან მოვიდა პოლიცია, გაიყვანეს ის ეზოში და ეუბნებოდნენ რაღაც ფურცელზე მოეწერა ხელი, მან უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და ჰკითხა რაზე აწერინებდნენ ხელს, პასუხად კი იყო, რომ ჩხრეკის ოქმზე აწერინებდნენ ხელს. მან ხელი არ მოაწერა, ერთმა პოლიციელმა რაღაც მცენარეები ამოიღო მიწიდან და შეეკითხა - ეს რა არისო. მას სახლში შესვლა და ტანსაცმლის ჩაცმა უნდოდა, მაგრამ შესაძლებლობა არ მისცეს. ერთი წინ გადაუდგა, ამჟამად დაზარალებულად ცნობილი, თუმცა, ის ამ პიროვნებას თავს არ დასხმია. მას არ მისცეს უფლება ზედა ტანსაცმელი ჩაეცვა და ისე წაიყვანეს ჯიკავ-ჯიკავით განყოფილებაში. მაისური და ფეხსაცმელი მხოლოდ განყოფილებაში მისვლის შემდეგ მიუტანეს. დასმულ შეკითხვებზე რ----- გ--------ე განმარტავს, რომ მას დადგენილება არ დაუკუჭია, არც ხელი მოუწერია მასზე, მხოლოდ ძირს დააგდო იგი გაბრაზებულმა იმაზე, თუ რატომ ელოდებოდნენ მის მოსვლას პოლიციელები და რატომ მანამდე არ ჩაატარეს ჩხრეკა. მოწმე ადასტურებს იმ ფაქტებსაც, რომ შემთხვევის დროს მთვრალი იყო, დაზარალებულს ეცვა პოლიციის ფორმა და რომ პოლიციელებს ის არ უცემიათ. რ----- გ--------ე ვერ ხსნის სად შეიძლებოდა მიეღო გ---- ტ----–--ეს დაზიანებები, თუმცა, განმარტავს, რომ როცა ის ცდილობდა სახლში შესვლას ტანსაცმლის გამოსატანად და მამისათვის წამლის დასალევად, დაზარალებული მას წინ გადაეღობა და არ უშვებდა, ის ძალით შეეცადა სახლში შესვლას, რა დროსაც დააკავეს და დაადეს ხელბორკილები(სასამართლო სხდომის ოქმი).

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით:

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის, მათ შორის პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ასევე მისი პირადი უსაფრთხოება(ჯანმრთელობა და ხელშეუხებლობა) და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და ის დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. ასევე მნიშვნელოვანია მიზანი, კერძოდ ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას. ქმედების მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს და ის გავლენას ვერ ახდენს კვალიფიკაციაზე.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია რ-----ი გ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები გ---- ტ----–--ე, მ------ ფ------–--ე და ა---– ბ------ დამაჯერებლად განმარტავენ, რომ რ----- გ--------ემ პოლიციელ გ---- ტ----–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია მის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულ პოლიციელებს მათი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის მიზნით ჩხრეკის ჩასატარებლად მისულმა გამომძიებელმა ა---– ბ------მ, მას შემდეგ რაც ბრალდებულს წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, მან დაკუჭა ეს დადგენილება და სახეში ესროლა, რის შემდეგაც პოლიციელ გ---- ტ----–--ეს სახის არეში დაარტყა მუშტი, ბეჭის არეში დაკაწრა ხელებით და ჩამოახია პოლიციის უნიფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენებები ურთიერთთანხვედრაშია ერთმანეთთან, ვინაიდან მოწმეები არიან პოლიციის მუშაკები და გარკვეულწილად წარმოადგენენ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს, სასამართლო კრიტიკულად აფასებს მათ, შეაჯერა ისინი სხვა ნეიტრალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციებს და დარწმუნდა მათ სანდოობაში.

კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ემ, რომელსაც აქვს ექსპერტად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება და შემთხვევიდან რამდენიმე საათში შეამოწმა დაზარალებული, დაასკვნა, რომ გ---- ტ----–--ეს მარცხენა ყვრიმალის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა საკმაოდ დიდი ზომის სისხლნაჟღენთები, ხოლო კისრისა და მარჯვენა მხრის სახსრის ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომლებიც ხანდაზმულობით შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ანალოგიურად, ტრასოლოგიური ექსპერტის ო---- ხ-----------ს ჩვენებით და ამოღების ოქმით უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს წარმოდგენილ გ---- ტ----–--ის პოლიციის ფორმის პერანგზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის ხევის და ღილების წყვეტის სახით, რაც წამოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

საქმის მასალებში წარმოდგენილია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების დადგენილება, რომელსაც ამჩნევია დაკუჭვის აშკარა კვალი და გამომძიებელ ა---– ბ------ს მიერ გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნა ამ დადგენილების გასაცნობად და ხელმოსაწერად გადაცემის შემდეგ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ხასიათის აგრესიული ქმედებების შესახებ.

ბრალდებული რ----- გ--------ე სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ადასტურებს მისი მხრიდან პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს და განმარტავს, რომ მას დადგენილება არ დაუკუჭია, არც ხელი მოუწერია მასზე, მხოლოდ ძირს დააგდო იგი გაბრაზებულმა იმაზე, თუ რატომ ელოდებოდნენ მის მოსვლას პოლიციელები და რატომ მანამდე არ ჩაატარეს ჩხრეკა. იგი ადასტურებს იმ ფაქტებსაც, რომ შემთხვევის დროს იყო მთვრალი, რაც ასევე უტყუარად არის დადგენილი ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნით(1,13 პრომილე - შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ), რომ დაზარალებულ გ---- ტ----–--ეს ეცვა პოლიციის ფორმა და რომ პოლიციელებს ის არ უცემიათ. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ როცა ის ცდილობდა სახლში შესვლას ტანსაცმლის გამოსატანად და მამისათვის წამლის დასალევად, დაზარალებული გ---- ტ----–--ე მას წინ გადაეღობა და არ უშვებდა, რა დროსაც ის ძალით შეეცადა სახლში შესვლას, მაგრამ დააკავეს და დაადეს ხელბორკილები(სასამართლო სხდომის ოქმი). ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესაფასებლად აღსანიშნავია 2017 წლის 22 იანვრის სხდომაზე მის მიერ ნებაყოფლობით გაკეთებული განაცხადა, რა დროსაც მან დაადასტურა გამომძიებლის მიერ გასაცნობად წარდგენილი დადგენილების დაკუჭვის და გადაგდების ფაქტი.

სასამართლო ვერ გაზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ დასკვნით სიტყვაში 17 პუნქტად ჩამოყალიბებულ დარღვევებს, ვინაიდან მათი ნაწილი ფაქტობრივად არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს, ნაწილი დაუსაბუთებელია, ხოლო ნაწილი საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე დარღვევას. ასე მაგალითად: პუნქტი-1 – „არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ზუსტი დრო“, – გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე მითითებულია 30.05.2017 წელი, საათი და წუთი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე საერთოდ არ ფიქსირდება; პუნქტი-2 – „არ დადასტურდა ოპერატიული ინფორმაცია“, – არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების შენახვას, ხოლო ჩხრეკის შედეგად სახლის მიმდებარე საბოსტნე ნაკვეთიდან ამოღებული იქნა 4 ძირი მცენარე კანაფი; პუნქტი-3 – „გ--------ის დაკავება და ოქმის მიწოდება ერთ დროს 15:30 საათზე ხდება“, – ეს არის რეალობა, ვინაიდან დოკუმენტის დაკუჭვა და ხელის დარტყმა, თუნდაც რამდენჯერმე, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე წამი; პუნქტი-4 – „არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა“, – საგამოძიებო მოქმედება დაკანონებულია სასამართლოს მიერ, რაც არ გაუსაჩივრებია მხარეს; პუნქტი-5 – „ჩხრეკის ოქმი გამართულია და საქმეში დევს, მეორე ოქმის შედგენა არ იყო საჭირო“, – საქმეში დევს მხოლოდ ერთი ჩხრეკის ოქმი(დადგენილება დევს 2, რაც ობიექტური შემფასებლისთვის ადვილი ასახსნელია); პუნქტი-6 – „დაზარალებულს არ მისცეს საშუალება ნებაყოფლობით წარმოედგინა პერანგი“, – ნივთის ნებაყოფლობით წარმოდგენა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და ნივთიერი მტკიცებულების საქმეზე დამაგრება სწორი ფორმით - ამოღებით განხორციელდა; პუნქტი-7 – „პოლიციის პერანგი ამოიღეს, ხოლო დააკანონეს ჩხრეკა და არა ამოღება“ – გ---- ტ----–--ის პერანგის ამოღება დაკანონებულია ს.ფ.86-87-ზე.

ანალოგიური სახისაა დანარჩენი „დარღვევებიც“, რის გამოც სასამართლო ყველა მათგანს აღარ განავრცობს, გარდა ერთისა, რომელიც შეეხება პოლიციელთა მხრიდან ბრალდებულის პროვოცირების თემას. ვინაიდან ბრალად შერაცხული ქმედების ერთ მხარეს არიან მხოლოდ პოლიციელები, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ ბრალდებული რ----- გ--------ე, სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საკითხი ხომ არ ჰქონია ადგილი დანაშაულის პროვოცირებას.

ადვოკატი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის გადაწყვეტილებას რომანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ(პუნქტი 55): დანაშაულის პროვოცირებას მაშინ აქვს ადგილი, როცა სამართალდამცველები არ შემოიფარგლებიან დანაშაულებრივი საქმიანობის თვისობრივად პასიური გამოძიებით, არამედ იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, იმგვარად ზემოქმედებენ პირზე, რომ წააქეზებენ დანაშაულის ჩადენას, რომელიც სხვაგვარად ჩადენილი არ იქნებოდა.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა მოცემულ გადაწყვეტილებაში მოყვანილია სხვა კონტექსტში საქმიდან ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ (Teixeira de Castro v. Portugal § 38, 9 ივნისი 1998 წელი), რომელშიც საუბარია იმაზე, რომ პოლიციის ორი ოფიცერი არ შემოიფარგლებოდნენ ტეიშეირა დე კასტროს დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებისას ძირითადად პასიური ფორმით და გამოიყენეს ისეთი ზეგავლენა, როგორიცაა დანაშაულის ჩადენის წაქეზება. პოლიციის მიერ წაქეზებას აქვს ადგილი, როდესაც მასში ჩართული ოფიცრები, უშიშროების ძალების ან მათი ინსტრუქციით მოქმედი პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტივობისგან და ასეთ გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დანაშაულის გამოვლენა, მტკიცებულების მოპოვებისა და დევნის აღძვრისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებებში გამოთქმული მოსაზრებები, მიუხედავად წყაროს ავტორიტეტულობისა, ვერ იქნება რელევანტური რ----- გ--------ის ბრალდების საქმეზე დანაშაულის პროვოცირების თემის გასამყარებლად, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებებში საუბარია საიდუმლო აგენტების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის წაქეზებაზე, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი.

უწინარეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის პროვოცირების თემის წამოწევით დაცვის მხარე მისდა უნებურად ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს, თუმცა ამას ხსნის პოლიციელთა მიერ წაქეზებით.

რაც შეეხება საკუთრივ დანაშაულის პროვოცირებას, ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე, პრეტენზიები პოლიციელთა მიმართ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ა) ისინი დაელოდნენ რ----- გ--------ეს და მის მოსვლამდე არ ჩაატარეს ჩხრეკა მისივე საცხოვრებელ სახლში, ბ) რ----- გ--------ეს არ მისცეს საშუალება შესულიყო სახლში და ჩაეცვა წელს ზევით ტანსაცმელი, გ) მას არ მისცეს საშუალება წამალი მიეცა თავისი მამისთვის.

სასამართლოს მოსაზრებით პოლიციელების დადანაშაულება იმაში, რომ პოტენციური ბრალდებულის დასწრების გარეშე არ ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, არასწორია, მეტიც, საპროცესო კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნაა(სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-4 ნაწილი), პირიქით რომ მოქცეულიყვნენ პოლიციელები, მაშინ უფრო საფუძვლიანი იქნებოდა მსგავსი პრეტენზიის გამოთქმა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არცერთი ზემოაღნიშნული ქმედება წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- გ--------ის აგრესიული ქმედებები დაიწყო მისთვის ჩხრეკის დადგენილების გასაცნობად გადაცემის შემდეგ, რასაც ფაქტობრივად ადასტურებს ბრალდებულიც თავის ჩვენებასა თუ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ზეპირ განმარტებებში. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ასევე უარყოფს პოლიციელთა მიერ მისი ცემის ფაქტს, რაც შესაძლოა გამხდარიყო რ. გ--------ის მხრიდან საპასუხო თავდაცვითი ხასიათის ქმედების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე საფუძველი დასკვნისათვის, რომ პოლიციელებმა რაიმე სახის ძალადობა განახორციელეს რ. გ--------ის მიმართ დაკავებამდე და, ამდენად, მის სხეულზე არსებული დაზიანებები დანაშაულის პროვოცირების თემას არ უკავშირდება.

შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს არანაირი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, პოლიციელთა მიერ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება(გასაჩხრეკ ობიექტზე გამოცხადება და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების წარდგენა გასაცნობად იმ პირისათვის რომელთანაც ტარდება ჩხრეკა, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის ძალადობრივი აგრესია გ---- ტ----–--ის მიმართ) დანაშაულის წაქეზებად ან პროვოცირებად შეაფასოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ-----ი გ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას და მის წარსულს. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველად არის სამართალში, თავისი ჩვენებით ის ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად(რომლის დაწყების მცდელობას მოჰყვა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა) რ-----ი გ--------ის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადგინდა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

რ-----ი გ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-----ი გ--------ეს უნდა შეერჩეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთან და თავის მხრივ, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნით მინიმალური ზომით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 191-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ-----ი გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2125 (ორიათასასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

ვინაიდან, მსჯავრდებული რ-----ი გ--------ე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით, ანუ 18 დღე, და მას ძირითადი სასჯელის სახედ ენიშნება ჯარიმა, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1125 (ათასასოცდახუთი) ლარით და რ-----ი გ--------ეს საბოლოოდ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

რ-----ი გ--------ის მიმართ მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით რ-----ი გ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 (სამიათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად პ----- კ-–----–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების - მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში, საკადასტრო კოდი №33.06.32.020 – 3000 (სამიათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

გ---- ტ----–--ისაგან ამოღებული პოლიციელის პერანგი დაუბრუნდეს დაზარალებულ გ---- ტ----–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე