განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002344908
1-228/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი ირინა მაკარაძე
პროკურორი - ო-–--- მ------–--ლი
ბრალდებული - ჯ--- დ-------ლიძე
ადვოკატი - მ-----–---------
ღია სასამართლო სხდ---------------–-------–------------–-----------075011217001
ბრალდებული: ჯ--- დ-------ლიძე
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 03.12.1----–--–---------------------–--------------–----------–--------------------–----------–------------–------------–------------------------------------------------–------------------------------------–------------------–-------------–--–---------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.2017 წლის 01 დეკემბერს დახალოებით 13:10 საათზე ქ.ბათუმში, შარტავას და პუშკინის ქუჩების კვეთაში "ჰონდა სივიკის" მარკის ავტომანქანამ სახN RE 333VI რომელსაც მართავდა ჯ--- დ-------ლიძე დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა "მერსედესის" მარკის ავტომანქანას სახNOO 318 DO, რომელსაც მართავდა ლ---- გ-------–აძე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ლ---- გ-------–აძემ .
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა:
5.2017 წლის 01 დეკემბერს დახალოებით 13:10 საათზე ქ.ბათუმში, შარტავას და პუშკინის ქუჩების კვეთაში "ჰონდა სივიკის" მარკის ავტომანქანამ სახN RE 333VI რომელსაც მართავდა ჯ--- დ-------ლიძე დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა "მერსედესის" მარკის ავტომანქანას სახNOO 318 DO, რომელსაც მართავდა ლ---- გ-------–აძე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ლ---- გ-------–აძემ.
6. 2018 წლის 09 იანვრის №2/ა სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ჯ--- დ-------ლიძეს საგზაო-სატრანსპორტო სემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1 მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი ლ---- გ-------–აძე მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ არა მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
8. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ ჯ--- დ-------ლიძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მძღოლის მოქმედებით დარღვეულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესი.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--- დ-------ლიძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას.
შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება:
10. ჯ--- დ-------ლიძის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 01 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ლ---- გ-------–აძემ, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
11. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №000316318 დასკვნის თანახმად, ლ---- გ-------–აძე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 01.12.17 წელს დაესვა დიაგნოზი: ხერხემლის წელის სეგმენტის დახურული ტრავმა წელის მე-3 მალის კომპრესიული მოტეხილობა ზურგის ტვინის კომპრესიის გარეშ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივ-ბლაგვი საგნის მოქმედებვით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრტლობის ხანგრზლივი მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს..
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთლობის ხანგრძლივი მოშლით
13. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- გ-------–აძეზე მიყენებული დაზინებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლით.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--- დ-------ლიძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ლ---- გ-------–აძის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--- დ-------ლიძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. ჯ--- დ-------ლიძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
17. ჯ--- დ-------ლიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
18. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება, გულწრფელი მონანიება და დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ--- დ-------ლიძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სანქციით ორი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ჯ--- დ-------ლიძის რესოციალიზაციისათვის.
ვინაიდან ჯ--- დ-------ლიძე წარსულში ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემოთაღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს ძალაში.
20. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით მართვის უფლების ჩამორთმევა მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯ--- დ-------ლიძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 სექტემბრის განაჩენი დარჩეს ძალაში.
ჯ--- დ-------ლიძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „ჰონდა სივიკი’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ.№RE 333 VI და ავტომანქანა “მერსედესი“ სახN OO 318 DO დაუბრუნდეს მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი