გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101212618002426607
№1/122-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.05.2018 წ. ჭიათურა
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ჭ---------ს მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
განმცხადებელი ს----–-–-----------------------------------------------------------------–---------------------------ი
წარმომადგენელი: ნ-----–------------------ე
დაინტერესებული პირი: თ-------–-----ე (არ გამოცხადდა)
მოთხოვნა: სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნა
ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/1-5) და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თ-------–-----ის (პ/ნ 5---------1) დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
სასამართლო სხდომაზე განცხადების ავტორმა მხარი დაუჭირა წერილობით მოთხოვნას; ასევე განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული სააქტო ჩანაწერი მცდარია;
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
თ-------–-----ეს წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია, მას განცხადება და თანდართული მასალები ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ-------–-----ის განცხადების საფუძველზე დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ თ-----------------–-----ე, დაბადებულია 19-- წლის 03 იანვარს ს----------ის რაიონის სოფელ ბ-––ი და მისი მშობლები არიან: დედა - ლ--–--–-----ე და მამა - ჯ----–-----ე.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 04 იანვარს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭ---------ს სამსახურის მიერ რეგისტრირებულია თ-------–-----ის დაბადების სააქტო ჩანაწერი №3. გაცემულია დაბადების მოწმობა ნკ N6----0.
3.2. სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ (I-----D) მონაცემთა ბაზის მიხედვით თ-----------------–-----ეს, დაბადებული 0---1.19-- წელს მონაცემებით მინიჭებული აქვს პირადი ნომერი 5---------1 და გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N1-------6, რეგისტრაციის ადგილი - ჭიათურა, დოკუმენტის გაცემის საფუძველია დაბადების მოწმობა ნკ N6----0 (დოკუმენტის სტატუსი-მოქმედი). როგორც მოგვიანებით დადგინდა, ბაზაში მოიძებნა თ-------–-----ის 1--7 წლის 10 აპრილის დაბადების სააქტო ჩანაწერი №3-; ამდენად ერთ და იმავე პირზე არსებობს დაბადების სააქტო ჩანაწერი;
3. სსგს-ომ ვერ მოიპოვა თ-------–-----ის თანხმობა სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, რის გამოც სამოქალაქო რეესტრის შესაბამისმა მომართა განცხადებით ჭ---------ს მაგისტრატ რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება
- განმცხადებლის ახსნა-განმარტება
- ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
- თ-------–-----ის 1--7 წლის 10 აპრილის დაბადების სააქტო ჩანაწერი №3-
- თ-------–-----ის 2008 წლის 04 იანვრის დაბადების სააქტო ჩანაწერი ნკ N6----0
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4221-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მიხედვით პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, აგრეთვე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები. ასეთ შემთხვევაში განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.
ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის დანაწესებით ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველი არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ საფუძვლით რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით. დაინტერესებული პირის თანხმობის არარსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით სააგენტო მიმართავს სასამართლოს.
ზემოთ მოყვანილი ნორმები ცხადყოფენ, რომ დაუშვებელია დაბადების აქტის მრავალჯერადი რეგისტრაცია, ხოლო მისი არსებობის დადგენის შემთხვევაში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მცდარი მონაცემებით რეგისტრირებული სააქტო ჩანაწერი და ამ ჩანაწერის საფუძვლად გამოყენებული სასამართლო გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------–-----ის სახელზე რეგისტრირებულია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი თითქმის იდენტური მონაცემებით, ბოლო სააქტო ჩანაწერი გაცემულია ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნკ N6----0; გაცემულია მოქალაქის პირადობის მოწმობა N1-------6 (პ/ნ 5---------1),ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის და განმცხადებლის პოზიციის გაზიარებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----–-–-----------------------------------------------------------------–---------------------------ის განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს სამართლებრივი საფუძველი ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე დაბადების ნკ N6----0 სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 3-4-ე, 3-9-ე, 4221-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ს----–-–-----------------------------------------------------------------–---------------------------ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის N2/1-5 გადაწყვეტილება თ-------–-----ის (პ/ნ 5---------1) მიმართ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
3. ბათილად იქნას ცნობილი ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის N2/1-5 გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 04 იანვარს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჭ---------ს სამსახურის მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი ნკ №02----2.
4. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 1- დღის ვადაში ჭ---------ს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით კეკენაძე