განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2018
საქმის ნომერი
340100118002371450
დავის ტიპი
381
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002371450

N1/80-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მაისი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - სო--- მჭ----–-–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023010318005)

 

ბრალდებული: სო--- მჭ----–-–--ლი;

მამის სახელი: სა-------;

დაბადებული: 19.07.1--- წელს;

პირადი ნომერი:1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლეობა: ნასამართლევის;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კ----------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი კ----------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.

 

კვალიფიკაცია:

სო--- მჭ----–-–--ლს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა :

1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა სო--- მჭ----–-–--ლმა, რომელსაც 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზუ---- მჭ----–-–--ლთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19 საათსზე, სო--- მჭ----–-–--ლი მთვრალი მივიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარ------–- მდებარე, ზუ---- მჭ----–-–--ლის საცხოვრებელ ბინაში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:

 

წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი სო--- მჭ----–-–--ლი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარ------–-, სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭ----–-–--ლის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

 

სო--- მჭ----–-–--ლს 2018 წლის 3 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი სო--- მჭ----–-–--ლი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარ------–-, სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭ---–-–--ლის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია

 

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა სო--- მჭ----–-–--ლმა, რომელსაც 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზუ---- მჭ---–-–--ლთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19 საათსზე, სო--- მჭ----–-–--ლი მთვრალი მივიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარ------–- მდებარე, ზუ---- მჭ---–-–--ლის საცხოვრებელ ბინაში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - სა--------- მჭ----–-–--ლის, ცი--–- მჭ----–-–--ლის, ზუ---- მჭ----–-–--ლის, თა----ი მჭ----–-–--ლის და ხა---- ხი-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ სო--- მჭ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სო--- მჭ----–-–--ლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარ------–-, სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭ---–-–--ლის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სა--------- მჭ----–-–--ლი და ცი--–- მჭ----–-–--ლი სო--- მჭ----–-–--ლის, მშობლები არიან, ხოლო ზუ---- მჭ----–-–--ლი და თა----ი მჭ----–-–--ლი ძმები, ხა---- ხი-–--–--ლი-რძალი. სო--- მჭ----–-–--ლი სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭ----–-–--ლის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების სა--------- მჭ----–-–--ლის, ცი--–- მჭ----–-–--ლის, ზუ---- მჭ----–-–--ლის, თა----ი მჭ----–-–--ლის და ხა---- მჭ----––--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ სო--- მჭ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ სო--- მჭ----–-–--ლი სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭ---–-–--ლის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ფსიქიკური ტკივილი (წუხილი), რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

სასამარტლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მშობლების, ძმების და რძლის მიმართ ე.ი. ორზე მეტი პირის მიმართ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

 

ჩადენილი არაერთგზის

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების სა--------- მჭ----–-–--ლის, ცი--–- მჭ----–-–--ლის, ზუ---- მჭ----–-–--ლის, თა----ი მჭ----–-–--ლის და ხა---- მჭ----––--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ სო--- მჭ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი სო--- მჭ----–-–--ლი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარ------–-, სისტემატიურად ახორციელებდა შეურაცხყოფას, დამცირებას და ფსიქიკურ ძალადობას მშობლების - სა--------- მჭ----–-–--ლის და ცი--–- მჭ----–-–--ლის, ძმების - ზუ---- მჭ----–-–--ლის და თა---- მჭდლისშვილის, ასევე რძლის ხა---- ხი-–--–--ლის მიმართ, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არაერთგზის, თუ წინათ ნასამართლევი პირი ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენს.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სო--- მჭ----–-–--ლმა არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბერს განაჩენით სო--- მჭ----–-–--ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სო--- მჭ----–-–--ლმა ჩაიდინა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა სო--- მჭ----–-–--ლმა, რომელსაც 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზუ---- მჭ---–-–--ლთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ, 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, სო--- მჭ----–-–--ლი მთვრალი მივიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარ------–- მდებარე, ზუ---- მჭ---–-–--ლის საცხოვრებელ ბინაში, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების სა--------- მჭ----–-–--ლის, ცი--–- მჭ----–-–--ლის, ზუ---- მჭ----–-–--ლის, თა----ი მჭ----–-–--ლის და ხა---- მჭ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ სო--- მჭ----–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალები, 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 თებერვლის შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ძმასთან - ზუ---- მჭ----–-–--ლთან მიახლოვება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დადგენილებით სო--- მჭ----–-–--ლი სახდელშეფარდებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ სო--- მჭ----–-–--ლმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სო--- მჭ----–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ასევე სო--- მჭ----–-–--ლმა ჩაიდინა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

სო--- მჭ----–-–--ლს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

სო--- მჭ----–-–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ არის დადგენილი.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სო--- მჭ----–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სო--- მჭ----–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სო--- მჭ----–-–--ლის მიერ აღნიშნული ძალადობრივი ქმედება დაზარალებულის მიმართ არ არის პირველი შემთხვევა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სო--- მჭ----–-–--ლის მიმართებით სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ სო--- მჭ----–-–--ლის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სო--- მჭ----–-–--ლს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ზემოთ დასახელებული კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სამი ქვა, ინახება, შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სო--- მჭ----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

2.სო--- მჭ----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით სო--- მჭ----–-–--ლს ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ სო--- მჭ----–-–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

4. აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და სო--- მჭ----–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 01 მარტის 21:10 საათიდან.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - სამი ქვა, რომლებიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონი დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

7. განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამარლოს მეშვეობით

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე