გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1486-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- ს----------–----–---------------------------ო
მოსარჩელის წარმომადგენელი- გ--------------–-–---–ი
მოპასუხე- ი/მ გ---------------–--–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი- მ---------–----ძე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის # 407, 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 და 2016 წლის 27 ივნისს დადებული #333 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო 4742.66 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის 2016 წლის 27 ივნისს და 2016 წლის 29 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილას, კერძოდ, 2016 წლის 29 ივლისს ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის გაფორმდა #407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, მხარეებს შორის 2016 წლის 28 ოქტომბრის #1 შეთანხმებით დამტკიცებული #1 დანართის მიხედვით, მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირაში ერთხელ რუსთავი- ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯვარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 29 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა #408 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები, ამავე ხელშეკრულებაში 2016 წლის 28 ოქტომბრის #1 შეთანხმებით დამტკიცებული #1 დანართის თანახმად, მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირაში ერთხელ, რუსთავი- ყოველი კვირის შაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯვარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
2016 წლის 27 ივნისს ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტები, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმდა #1 დანართი, რომლის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: რუსთავი- ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯბარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-9 მუხლის მიხედვით, საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდების ადგილის მიხედვით.
მოსარჩელის განმარტებით, ი/მ გ---------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, 2016 წლის 29 ივლისს დადებულო #407 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად მარგარინი ახალციხის და ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 21 დეკემბერს, რის გამოც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო მთლიანი თანხის- 9777 ლარის 1%, რაც შეადგენს 195.54 ლარს.
ი/მ გ---------------–--–---–ს ს----------–----–---------------------------ოს ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 04 იანვრის #30831 წერილით ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ და განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაეფარა აღნიშნული დავალიანება, რაც არ შესრულდა მოპასუხის მიერ.
მხარეებს შორის გაფორმებული # 408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ხორცის პროდუქტები მიწოდებული იქნა ოთხი დღის დაგვიანებით, ასევე რუსთავის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებრვლისა, პროდუქტი მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს.
აღნიშნული დარვევევის გამო, ი/მ გ---------------–--–---–ს დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2879.74 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ივნისს დადებული #333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე რძის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბერისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
ციხისჯვრის ბაზაზე რძის პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით. ასევე, რძის პროდუქტები ახალციხის და რუსთავის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
შესაბამისად, ი.მ გ---------------–--–---–ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც, მას ერიცხება პირგასამტეხლო 1667.38 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–----–---------------------------ოს წარმომადგენელი ითხოვს, რომ მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის # 407, 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 და 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული #333 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო 4742.66 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ნამდვილად დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიტანის ვადა, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იქნა დაუძლეველი ძალით, უამინდობის გამო, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 ივლისს ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის გაფორმდა #407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი #1-ით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 407 ხელშეკრულება (ს.ფ.33-41).
3.1.2. ი/მ გ---------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და მარგარინი ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა მიწოდებული იქნა 2016 წლის 21 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 407 ხელშეკრულება, მიღება- ჩაბარების აქტები (ს.ფ. 42-45)
3.1.3. 2016 წლის 27 ივნისს ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტები, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმდა #1 დანართი, რომლის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: რუსთავი- ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე, ციხისჯვარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #333 ხელშეკრულება (ს.ფ. 48-58)
3.1.4. ი/მ გ---------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა #333 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და რძის პროდუქტები რუსთავის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 08 და 14 დეკემბრისა მიწოდებული იქნა სამი კალენდარული დღის დაგვაინებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 333 ხელშეკრულება (ს.ფ. 59-60)
3.1.5. 2016 წლის 27 ივნისს დადებული #333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე რძის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბერისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 61-72)
3.1.6. 2016 წლის 27 ივნისს დადებული #333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის, ციხისჯვრის და რუსთავის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 73-81)
3.1.7. 2016 წლის 27 ივნისს დადებული #333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ციხისკვრის ბაზაზე რძის პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 82-85)
3.1.8. 2016 წლის 29 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა #408 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები, ამავე ხელშეკრულებაში 2016 წლის 28 ოქტომბრის #1 შეთანხმებით დამტკიცებული #1 დანართის თანახმად, მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირაში ერთხელ, რუსთავი- ყოველი კვირის შაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯვარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 408 ხელშეკრულება, დანართი #1, შეთანხმება #1 (ს.ფ. 88-98)
3.1.9. 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რუსთავის ბაზაზე ხორცის პროდუქტები ნაცვლად 2016 წლის 06 და 13 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 08 და 14 დეკემბერს, სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №408 ხელშეკრულება (ს.ფ. 99-100)
3.1.10. 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 101-112)
3.1.11. 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 115-118)
3.1.12. 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები რუსთავის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ № 408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 119-127)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ს----------–----–---------------------------ოს და ი/მ გ---------------–--–---–ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის # 407, 2016 წლის 29 ივლისს დადებული #408 და 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული #333 ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს მიაწოდებს სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი #1-ით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა
შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების, კერძოდ, #333, #407, #408-ის 12.1 პუნქტების თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებისა და საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობების ამ მუხლში.
განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ი/მ გ---------------–--–---–მა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, დასტურდება მხარეთა ახსნა განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, კერძოდ, მოპასუხემ ხორცის და რძის პროდუქტები რუსთავის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე მიიტანა რამდენიმე კალენდარული დღის დაგვიანებით, თუმცა აღნიშნული მოპასუხის მტკიცებით გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, კერძოდ, ჰაერის დაბალი ტემპერატურით და თოვლის საფარის სიმაღლის გამო ვერ მოხერხდა პროდუქტების დანიშნულების ადგილებამდე მიტანა.
სასამართლო ვერ დაეთანხმება და გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ვალდებულება ვერ შეასრულა დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-400 და 401-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის ურთიერთკავშირი, შესაფასებელი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუძლეველი ძალა, როგორც ხშირ შემთხვევაში საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა, მტკიცებას არ საჭიროებს. დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაუძლეველი ძალა არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულების დარღვევის მიზეზად უთითებს უამინდობას, კერძოდ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ი/მ გ---------------–--–---–მა გარემოს ეროვნული სააგენტოდან წარმოადგინა 2016 წლის 06,07,13 და 20 დეკემბერს ახალციხეში და დაბა ბაკურიანში არსებული ტემპერატურის და თოვლის საფარის სიმაღლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევა, ი/მ გ---------------–--–---–ის მიერ არ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ უამინდობის გამო შეუძლებელი იყო პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე მიტანა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განიხლული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხარისხის და აღნიშნული დარღვევით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, რის გამოც მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4742.66 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და ი/მ გ---------------–--–---–ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 474.27 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ვინაიდან იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 474.27 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 474.27 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე ი/მ გ---------------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი