გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
080210016001305016
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210016001305016

№2/617 - 16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე რო-–---- ჭრ--–-–---–ი, რუ------ნ გო--–---ძე, ირ---–- მე------–-ძე, ლ--–- ხა--------ძე, დე----- შა------;

წარმომადგენელი – ზ---- ხა–--–-ა;

მოპასუხე – შპს „ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის“ დირექტორი დ---თ ხ-----–იძე;

წარმომადგენელი – დ---თ შვ--–--ე;

დ---ს საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს „ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის“ დირექტორის 2013 წლის 24 აპრილის N10/0 ბრძანება, 2013 წლის 01 აპრილიდან კლინიკის დირექტორის დ---თ ხ-----–იძის შრომით ანაზღაურებად 8000 ლარის ნაცვლად 10000 ლარის განსაზღვრის ნაწილში.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის“ 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრებაზე, 81% წილის მფლობელმა პარტნიორებმა (მათ შორის მოსარჩელეებმაც) მიიღეს გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორის ხელფასის 8000 ლარამდე გაზრდის შესახებ. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე კლინიკის დირექტორმა 2013 წლის 24 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც მისი ხელფასი განისაზღვრა 10000 ლარით 2013 წლის 01 აპრილიდან. აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ თავის შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით, პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასის 8000 ლარამდე გაზრდის შესახებ. ამდენად, გამოცემული ბრძანება კანონიერია. გარდა ამისა, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, რადგან გადაწყვეტილებას მოსარჩელეთათვის რაიმე შედეგი ვერ მოჰყვება. კერძოდ, ამჟამად დირექტორის ხელფასი შეადგენს 15000 ლარს და ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2015 წლის 06 მარტს პარტნიორთა კრების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე გამოცემული ყველა ბრძანება ხელფასის თაობაზე, ძალადაკარგულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 8 აპრილს ჩატარდა ”შპს ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის” პარტნიორთა კრება, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორის ხელფასის 8000 ლარამდე გაზრდის შესახებ.

მტკიცებულება:

- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.10-21);

3.2.2. 2013 წლის 24 აპრილს ”შპს ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის” დირექტორმა გამოსცა ბრძანება 10/ო, 2013 წლის 1 აპრილიდან დირექტორის ხელფასის 10000 ლარით განსაზღვრის თაობაზე, ბრძანების საფუძვლად კი მიუთითა პარტნიორთა კრების 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

მტკიცებულება:

- ბრძანება 10/ო (ს.ფ.22);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, იურიდიული ინტერესის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის“ დირექტორის 2013 წლის 24 აპრილის N10/0 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, აღიარებითი სარჩელის კატეგორიას მიეკუთვნება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ მხარეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შეუძლია. სარჩელის დასაშვებობის, ისევე როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს მისი დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დ---ს საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის“ დირექტორის 2013 წლის 24 აპრილის N10/0 ბრძანება, არ შეესაბამება მის საფუძვლად მითითებულ ”შპს ლ---ი ხ-----–იძის სახელობის კლინიკის” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, მოსარჩელემ არ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და არ განმარტა მისი იურიდიული ინტერესი. მან ზოგადად მიუთითა, რომ მომავალში აპირებს დავას დირექტორის წინააღმდეგ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რისთვისაც სჭირდება, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებიდან განსხვავებული ბრძანების გამოცემა დირექტორის მიერ, რაც დაკავშირებულია დირექტორის ხელფასის ოდენობასთან, შესაძლებელია შპს-სათვის ზიანის მომტანი იყოს და ადასტურებდეს, რომ დირექტორი არ მოქმედებდა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ-ის 115-ე მუხლი) ფაქტის დადგენას სჭირდება მოსარჩელის სურვილი იდავოს ამ კუთხით, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების დადგენა და გამოცემული ბრძანების შეფასება, არ შეიძლება იყოს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, ეს ისედაც შესაძლებელია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები:

 

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დ---ს არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დ---ს გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დ---ს გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ., #ას-932-872-2017, 17.10.2017წ.).

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ არ დააზუსტა სარჩელი და არ მიუთითა იურიდიული ინტერესი, მოთხოვნა დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, . იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დ---ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დ---ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რო-–---- ჭრ--–-–---–ის, რუ------ნ გო--–---ძის, ირ---–- მე------–-ძის, ლ--–- ხა--------ძის და დე----- შა------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე