გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ს---------–-–---
სხდომის მდივანი ე---------------
მოსარჩელე შ----------------------------------–----–---------
წარმომადგენლები: დ---------------–---------–---------–-–---–-
მოპასუხე წარმომადგენელი ზ-------–------–---–------------------- ზ-------–------–---–-------------------
დავის საგანი კომპანიის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ზ-------–------–---–- მოსარჩელის შპს „------------------------------–----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–-------------------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 587.71 ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი არის ძირი თანხა, 98.29 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 189.42 ლარი არის პირგასამტეხლო; 1.2. მოპასუხე ზ-------–------–---–- გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი; (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 6) სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მსესხებელ ზ-------–------–---–ის მიერ 2017 წლის 01 აგვისტოს გამსესხებლის ვებ-გვერდზე www.lendup.ge შევსებული იქნა სესხის განაცხადი 300 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 300 ლარის ოდენობით ერთი თვის ვადით წლიურ 65% სარგებლის დარიცხვით. მსესხებელი ზ-------–------–---–------------------- დაეთანხმა, როგორც სესხის ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ასევე სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებს, სესხის ხელსეკრულების თავსართს და დადგენილი წესით მოახდინა მისი ანგარიშის ვერიფიკაცია. კერძოდ, გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხა თანხა ერთი თეთრის ოდენობით, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მსესხებელ ზ-------–------–---–- გაეგზავნა სესხის ხელშეკრულებები მის მიერ განცხადებაში მითითებულ (ვერიფიცირებულ) ელექტრონულ იმეილზე და გადაერიცხა სესხის თანხა 300 ლარის ოდენობით, იმავე ანგარიშზე, რომელი ანგარიშის ვერიფიცირებაც მოახდინა გამსესხებლის ანგარიშზე ერთი თეთრის გადმორიცხვით. 2017 წლის 01 აგვისტოს შპს „------------------------------–----–---------სა და ზ-------–------–---–- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------, რის საფუძველზეც მან კომპანიისგან ისესხა 300 ლარი, ერთი თვის ვადით, წლიური 65%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 31 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში მსესხებელს უნდა დაებრუნებინა როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.41%. მსესხებელ ზ-------–------–---–- 2017 წლის 31 აგვისტოს და არც სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისთვის არ შეუსრულებია N-------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მიუხედავად მისი არაერთგზის გაფრთხილებისა. მოპასუხე უარს აცხადებს ყოველგვარ კონტაქტზე მოსარჩელესთან. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, იქნება ეს სატელეფონო კონტაქტი თუ გაფრთხილების წერილის გაგზავნა მოპასუხის მოსარჩელისათვის ცნობილ საცხოვრებელ მისამართზე. სასამართლოში სარჩელის წარდგენის მდგომარეობით 2017 წლის 01 აგვისტოს N-------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასახდელი აქვს 587.71 ლარი, საიდანაც 300 ლარი არის ძირი თანხა, 98.29 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 189.42 ლარი - ჯარიმა. 1.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხისთვის: 1) 2----–-–-------------------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 587.71 ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი არის ძირი თანხა, 98.29 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 189.42 ლარი არის პირგასამტეხლო; 2) მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 7, 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი;)
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ზ-------–------–---–ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე ზ-------–------–---–ი თავის შესაგებელში მიუთითებს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და ის ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადება მოხდეს 12 თვეზე. (იხ. შესაგებელი ტომი 1, ს.ფ. 60, 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მსესხებელ ზ-------–------–---–ის მიერ 2017 წლის 01 აგვისტოს გამსესხებლის ვებ გვერდზე www.lendup.ge შევსებული იქნა სესხის განაცხადი 300 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 300 ლარის ოდენობით ერთი თვის ვადით წლიურ 65% სარგებლის დარიცხვით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება; 3.1.2. მსესხებელი ზ-------–------–---–ი დაეთანხმა როგორც სესხის ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ასევე სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებს, სესხის ხელშეკრულების თავსართს და დადგენილი წესით მოახდინა მისი ანგარიშის ვერიფიკაცია. კერძოდ, გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხა თანხა ერთი თეთრის ოდენობით, რის შემდეგაც მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მსესხებელ ზ-------–------–---–- გაეგზავნა სესხის ხელშეკრულებები მის მიერ განცხადებაში მითითებულ (ვერიფიცირებულ) ელექტრონულ იმეილზე და გადაერიცხა სესხის თანხა 300 ლარის ოდენობით, იმავე ანგარიშზე რომელი ანგარიშის ვერიფიცირებაც მოახდინა გამსესხებლის ანგარიშზე ერთი თეთრის გადმორიცხვით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება - გადახდის ქვითრები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ”-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე , 317-ე (მე-2 ნაწილი), 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება (სასარჩელო მოთხოვნები 1.1. და 1.2.)
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ზ-------–------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 300 ლარის, დარიცხული პროცენტის სახით - 16.00 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ზ-------–------–---–- (---------------- მოპასუხე ზ-------–------–---–ის (---------------- მიერ მინიჭებული აქვს სარჩელის ცნობის უფლებამოსილება. მოპასუხის მიერ 2017 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების სახით 300 ლარის, დარიცხული პროცენტის ნაწილის 16.00 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა N-------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი 300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად - სესხის აღების შემდეგ მფლობელი ვალდებულია გადაუხადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება კალენდარული წლის 365 დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული იყო სესხის მიღებიდან მის სრულად დაფარვამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა საპროცენტო სარგებლის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხა არ იქნა დაბრუნებული შეთანხმებულ ვადაში, მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ 2017 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს. ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო პროცენტის სახით 16,00 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით ეკისრება 82,29 ლარის (98,29-16,00) გადახდის ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------–------–---–- შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის დავალიანების სახით დამატებით უნდა დაეკისროს 82,29 ლარის გადახდა. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ძირი თანხის 0,41% თითოეულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 12,30%-ს, ხოლო წელიწადში 147%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა 2018 წლის 13 თებერვლამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრებით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, ვინაიდან ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მიკროპსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 76%; შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 24,70 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი - მოსარჩელეს 13,30 ლარი უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბიჯეტიდან, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,--------------------------------–----–--------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზ-------–------–---–- (---------------- შპს „------------------------------–----–---------ის (------------- სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 448.29 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 300 ლარი; პროცენტი 98.29, შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარი);
3. ზ-------–------–---–- შპს ,,მიკროპსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ის (------------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 24 ლარისა და 70 თეთრის გადახდა ;
4. მოსარჩელე შპს „------------------------------–----–---------ს (------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 13 ლარი და 30 თეთრი, თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოშიდა ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ს---------–-–---