განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002268423-1/033-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
03 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – დ--------------------------–---, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------- რაიონი, დაბა წ---------------–-------------------;
ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1.2017 წლის 09 დეკემბერს ბ----------- რაიონის დაბა წ-------–- საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ-----------–---- დედას მ------------------–- შელაპარაკების საფუძველზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც მ-------------------–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დ-----------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1.ბრალდებული დ-----------–--- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში;
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიხედვით;
3.1.ვ----------------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა,რომ არის ბ----------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, 2017 წლის 9 დეკემბერს ბ----------- რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე რომ ბ----------- რაიონ დაბა წ-------–- ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს, კერძოდ დ-----------–--- ახორციელებდა ძალადობას დედის მ-------------------–-ს მიმართ, დაკითხული იქნა დაზარალებული, ბრალდებული და სხვა დანარჩენი მოწმეები, ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.
3.2.ბრალდებულმა დ-----------–---- მოწმის სახის დაკითხვისას განმარტა, რომ დედა მ------------------–---- რაღაც კამათი ჰქონია, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა და არ შეუძლია რაიმეს გახსენება, იგი დედას შეურაცხყოფას არ მიაყენებდა.
4.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.შ--------------–---–--, ს-----------–------–---–--, ა-–----------------–-–---–-- ჩვენებები, რომლის თანახმად 2017 წლის 09 დეკემბერს გადაწყვიტეს წაექეიფათ, ქეიფის შემდეგ დაიშალნენ და წავიდნენ ნაქირავები ბინის მიმართულებით, მისვლისას სახლში დახვდათ მასპინძელი მ------------------–ი, ნასვამები იყვნენ და მალევე დაეძინათ, მეორე დილით მ------------------–ისაგან გაიგეს, რომ მისი შვილი დ-----------–--- მისულა მასთან და დედა-შვილს შორის კონფლიქტი მომხდარა, რა დროსაც დ-----------–---ს გაშლილი ხელი ჩაურტყავს მ------------ თავში.
ს.ფ. 33-35;36-38;39-41;
დ--------------- ჩვენება, რომლის თანახმად არის შსს ბ----------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2017 წლის 09 დეკემბერს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას დ-----------–--- დაკავებული იქნა მისი და მისი თანამშრომლის კ------------------ მიერ.
ს.ფ 13-15;
კ------------------ ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 09 დეკემბერს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მ------------------–- 2017 წლის 09 დეკემბერს შვილმა დ-----------–---- ბ----------- რაიონის დაბა წ-------–- თ---–---- ქ----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას დ------------–--- დაკავებული იქნა მისი და მისი თანამშრომლის მიერ.
ს.ფ 16-18;
2017 წლის 09 დეკემბრის დაკავების ოქმის თანახმად, დ-----------–--- დაკავებული იქნა 2017 წლის 09 დეკემბერს 20 საათსა და 00 წუთზე.
ს.ფ 10-12;
2017 წლის 09 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ბ----------- რაიონ, დაბა წ-------–- თ---–---- ქ. N--ში. მ------------------–ის საცხოვრებელი სახლი შემოღობილია ხის ღობით, სახლი წარმოადგენს ორსართულიან კაპიტალურ შენობას, შემთხვევის ადგილი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოს ოთახში, საიდანაც შევიდნენ სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოს ოთახში, სადაც შესასვლელი იყო სახლის პირველი სართულის კარიდორის გავლით. ბინა არეული არ იყო, შეინიშნებოდა წესრიგი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
ს.ფ 22-26;
2017 წლის 11 დეკემბრის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------------------–- სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ს.ფ 30-32;
2017 წლის 11 დეკემბრის დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი მ-------------------–-;
ს.ფ 60;
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.1.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
5.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
5.3.სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
5.7.კონკრეტულ შემთხვევაში დ-----------–---- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ დ-----------–---- მისი ოჯახის წევრის,კონკრეტულ შემთხვევაში დედის მ-------------------–-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
5.8.სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მხოლოდ ირიბად მიუთითებს ბრალდებულის ბრალეულობაზე წარდგენილ ბრალდებაში.
5.9.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’
5.10.სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
5.11.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N------- გადაწყვეტილების თანახმად (საქმე საქართველოს მოქალაქე ზ------------- - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დავის საგანი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით), ირიბი მტკიცებულების საფუძველზე დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
5.12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
5.13.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას;
5.14.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.15.სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმემ, დაზარალებულმა მ-------------------–-ა რომლის ჩვენებაც სადავოდ იყო გამხდარი, სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა დ------------–---მ დაკითხვისას განმარტა, რომ დედა მ------------------–---- შეკამათებას ადგილი ჰქონია, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.ამდენად სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა დ-----------–---- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ხოლო სასამართლო იმ მტკიცებულებას შეფასებას ვერ მისცემს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.17.ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.18. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
5.19.სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, დ------------–---ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ-----------–--- (პირადი №1----------)ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.დ-----------–--- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან;
3. განემარტოს დ-----------–---ს რომ მას აქვს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი CD დისკი ფოტოცხრილით, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე