გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2018
საქმის ნომერი
180310016001652608
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3/292-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

 

წარმომადგენელი - მ--------------

 

მოპასუხე - სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

 

წარმომადგენელი - ( არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი - ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის 1--------–არის და სახელმწიფო ბაჟის 1-- ლარის დაკისრება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:

 

1.1. 2----–-–-------------რს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტმა სსიპ მოპასუხე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დავალიანების 1--4,09 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 1-- ლარის დაკისრება;

 

მოსარჩელის განმარტებით სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმსა (შემდგომში ;დამკვეთი;) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენეტს შორის (შემდგომში ;შემსრულებელი;) შორის 2----–-–----- ივნისს გაფორმებული იქნა #------ ხელშეკრულება ;დამკვეთის ობიქტზე (მდებარე მცხეთა სოფ. საგურამოში დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მოპასუხემ ხელშეკრულებით არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დარღვევისათვის 1--4.09 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ 2018 წლის 10 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმსა (შემდგომში ;დამკვეთი;) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენეტს შორის (შემდგომში ;შემსრულებელი;) შორის 2----–-–----- ივნისს გაფორმებული იქნა #------ ხელშეკრულება ;დამკვეთის ობიქტზე (მდებარე მცხეთა სოფ. საგურამოში დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. 2014 წელს გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნლიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, მოსარჩელეს და დამკვეთს შორის იმის თაობაზე, რომ ობიექტზე განხორციელდა დაცვითი-საგანგაშო სიგანალიზაციის მონტაჟ - ინსტალაცია.

 

(იხ. ს.ფ 10; 12; 13-14.)

 

3.2. დამკვეთს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მას არ გადაუხდია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟისთვის 1--------–არი.

 

(იხ. ცნობა დავალიანების შესახებ ს.ფ.15-16.)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალით, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა შესრულებული ჯეროვნად, ხოლო სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2. 6.4 პუნქტების საფუძველზე უნდა გაეფორმებია დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალიზაციის მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ ობიექტზე შესრულდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია ჯეროვნად საერთო ღირებულებით ჯამში 1--------–არის ოდენობით. გადამცემს მიენიჭა ნომერი, შემოწმებული იქნა ცენტრალური დაკვირვების პუნქტთან კავშირზე, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. დამკვეთი თავის მხრივ ვალდებული იყო ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად გაწეული სამუშაოს თანხა გადეხადა, რაც მან ჯეროვნად არ შეასრულა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1-- ლარისა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-- (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-12-ე მე-13-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1--4.09 (-------------–------------------რი) ლარის გადახდა;

 

3. სსიპ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს დაეკისროს მოსარჩელის შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1-- (ასი) ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე