განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/304-17 23 მარტი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–-; თ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ------ი ლ--–--–---–ი;
ბრალდებული - გ------ი დ--------ს ძე ხ-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 28 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დასაოჯახებელი, ს-–----–ო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თიანეთის რაიონი სოფელი ტ--–------ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახური ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში მცხოვრები გ------ი ხ-------–---–ი დის ფ-----ა ხ-------–---–ის მიმართ წლების განმავლობაში სისტემატიურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას, კერძოდ, უსაფუძვლოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა ფ-----ა ხ-------–---–ის არასრულწლოვანი შვილის - 12 წლის გ------ი ხ-------–---–ის თანდასწრებით, რა დროსაც ფ-----ა ხ-------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და დამცირებას.
2017 წლის 28 ოქტომბერს, თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ხ-------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ------ი ხ-------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, დაახლოვებით 11:00 საათზე, მისი დის ფ-----ა ხ-------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ დანით ემუქრებოდა მას მოკვლით. რადგან ფ-----ა ხ-------–---–ი იგერიებდა იატაკის ჯოხით, ხოლო მათი დედა ე------ ქ---------ი გ------ი ხ-------–---–ს არ აძლევდა მიახლოვების ს-–----–ებას, მაგიდიდან აიღო ლითონის ფინჯანი და ესროლა ფ-----ა ხ-------–---–ს, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელში. სხვაგვარი ძალადობის შედეგად ფ-----ა ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
1.2. 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ხ-------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ------ი ხ-------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატნად, რამდენიმე საათის შემდეგ მის დას ფ-----ა ხ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო დანა და იწევდა ფ-----ა ხ-------–---–ისკენ, თან ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ხოლო მათი დედა ე------ ქ---------ი აკავებდა და არ აძლევდა მიახლოვების ს-–----–ებას, რითაც ისარგებლა ფ-----ა ხ-------–---–მა და ოთახში ჩაიკეტა. ვინაიდან გ------ი ხ-------–---–ი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა აგრესიით დის მიმართ და ახორციელებდა ძალადობას ფ-----ა ხ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1.თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში მცხოვრები გ------ი ხ-------–---–ი დის ფ-----ა ხ-------–---–ის მიმართ წლების განმავლობაში სისტემატიურად ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას, კერძოდ, უსაფუძვლოდ სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა, რა დროსაც იგი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და დამცირებას.
2.2. 2017 წლის 28 ოქტომბერს, თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ხ-------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ------ი ხ-------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, დაახლოვებით 11:00 საათზე, მისი დის ფ-----ა ხ-------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ დანით ემუქრებოდა მას მოკვლით. რადგან ფ-----ა ხ-------–---–ი იგერიებდა იატაკის ჯოხით, ხოლო მათი დედა ე------ ქ---------ი გ------ი ხ-------–---–ს არ აძლევდა მიახლოვების ს-–----–ებას, მაგიდიდან აიღო ლითონის ფინჯანი და ესროლა ფ-----ა ხ-------–---–ს, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელში. სხვაგვარი ძალადობის შედეგად ფ-----ა ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2.3. 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ხ-------–---–მა, იმის გამო, რომ დილით დისშვილი 12 წლის გ------ი ხ-------–---–ი არ გაეგზავნა მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატნად, რამდენიმე საათის შემდეგ მის დას ფ-----ა ხ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო დანა და იწევდა ფ-----ა ხ-------–---–ისკენ, თან ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ხოლო მათი დედა ე------ ქ---------ი აკავებდა და არ აძლევდა მიახლოვების ს-–----–ებას, რითაც ისარგებლა ფ-----ა ხ-------–---–მა და ოთახში ჩაიკეტა. ვინაიდან გ------ი ხ-------–---–ი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა აგრესიით დის მიმართ და ახორციელებდა ძალადობას ფ-----ა ხ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სასამართლო პროცესზე გ------ი ხ-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ ის დამნაშავეა მხოლოდ იმაში, რომ ბავშვი გააგზავნა მაღაზიაში, სხვა არაფერი დაუშავებია. ასევე, არ დამუქრებია ფ-----ა ხ-------–---–ს, პირიქით, ის აღიზიანებდა და წყევლიდა, იწვევდა საჩხუბრად, ეუბნებოდა, თუ რატომ არ კვდებოდა. მას და ჰყავს გერმანიაში, რომელსაც უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ მან ვერ მიატოვა მშობლები. ის თავის დას არ ელაპარაკება უკვე 2 წელია. მის ახლობლებს უკვირდათ მის მიმართ ფ-----ა ხ-------–---–ის დამოკიდებულება, ავადმყოფ ძმას ასე როგორ ელაპარაკებაო. მას აქვს ნევროზი. ის როგორც კი დაწვებოდა, ფ-----ა ხ-------–---–ი მაშინ უწყებდა ბავშვს ყვირილს, ჩხუბს, რასაც ის ვერ იტანდა და ღიზიანდებოდა. ბრალდებულის განმარტებით, რა უნდა ექნა, ხომ არ მოკლავდა, მასაც ნერვები აქვს. ფ-----ა ხ-------–---–ს დაშინებული ჰყავს შვილი. ბრალდებულის სიკვდილი უნდა მის დას, რათა სახლი გაყიდოს და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. 2017 წლის 28 ოქტომბერს სახლში იყვნენ ის, დედამისი და მისი და ფ-----ა ხ-------–---–ი, რა დროსაც მისმა დამ უთხრა ბრალდებულს, რომ ის იყო ჭლექიანი, რატომ არ კვდებოდა და არ ანებებდა თავს. მან თავის დის შვილს სთხოვა, რომ იყო ცუდად და მაღაზიიდან მისთვის მოეტანა სიგარეტი და ნაბეღლავი. მისი დისშვილი, გ------ი ხ-------–---–ი წავიდა და ეზოში დაიწყო თამაში სხვა ბავშვებთან ერთად. როცა სახლში დაბრუნდა, მან გ------ის უთხრა, თუ რატომ არ მოუტანა, რაც დაავალა, რაზეც გ------იმ უპასუხა, რომ დაავიწყდა. ამაზე გაბრაზდა ფ-----ა ხ-------–---–ი, ბრალდებულს დაუწყო წყევლა, ლანძღვა, ბავშვის ტანსაცმელი თვითონ გადმოყარა, რაც მას დაბრალდა. ის არ იყო ნასვამი, კონფლიქტი როცა მოხდა, ის იყო ფხიზელი. მას შემდეგ, რაც გ------ი გააგზავნა მაღაზიაში, ის მეზობელთან იყო გადასული, მაგრამ სასმელი არ მიუღია. ფ-----ა ხ-------–---–ი გაბრაზდა იმაზე, ბავშვი რატომ გააგზავნე მაღაზიაშიო, წავიდა და გამოიძახა პოლიცია. მას გ------ი გზაზე შეხვდა, მაგრამ გ------იმ მიასწრო სახლში მისვლა. ის სახლში როცა მივიდა, იქ გ------ი აღარ დახვდა. ბავშვის ტანსაცმელი დაყარა შესასვლელში კარებთან, მას დანა არ ჰქონია და არც დაუნახავს. ის არ ემუქრებოდა ფ-----ას, პირიქით ფ-----ა უქნევდა ,,პოლის” საწმენდ ჯოხს. ის და დედამისი იყვნენ ერთად ოთახში, ფ-----ა იყო თავის ოთახში, მისი ოთახის კარი არ იკეტება. ის არ ცდილობდა იქ შესვლას. მას ასევე არ უსვრია ფ-----ა ხ-------–---–ისთვის ლითონის ჭიქა, ,,კრუშკა”. არც სხვა ნივთებია რ უსვრია და არც ხელი დაურტყავს. ასევე, მას არ უნდა ცუდი თავისი დის შვილისთვის.
3.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–ის პოზიციას მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახური ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, - წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლოს დასკვნა ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ბრალდების ეპიზოდში ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რომ გ------ი ხ-------–---–მა ოჯახური ძლადობა ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, იგი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.3. მოწმე ფ-----ა ხ-------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში მის არასრულწლოვან შვილთან გ------ი ხ-------–---–თან, ძმასთან გ------ი ხ-------–---–თან, მამასთან დ-------- ხ-------–---–თან და დედასთან ე------ ქ---------თან. მისი ძმა გ------ი ხ-------–---–ი 13-14 წლიდან არის ალკოჰოლიკი, აქედან გამომდინარე მათ ოჯახში სულ იყო კონფლიქტი. მან არა ერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, რომლებმაც გააფრთხილეს ბრალდებული, დააკავეს, მაგრამ ამან არ გამოიღო შედეგი. ფ-----ა ხ-------–---–ს ბრალდებული ყოველდღე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე სიტყვიერს, აგდებდა სახლიდან. რამდენიმე თვის იყო ფ-----ა ხ-------–---–ის შვილი, როდესაც გ------ი ხ-------–---–მა გააგდო გარეთ ბავშვთან ერთად და ღამის 4 საათამდე დადიოდა გზაზე, რის შემდეგაც შეიპარა სახლში ისევ. გასულ წელს ფ-----ა ხ-------–---–მა და მისმა შვილმა 2 ღამე გაათენეს გარეთ. ფ-----ა ხ-------–--–ისთვის ყოველი დღე არის ჯოჯოხეთი გ------ი ხ-------–---–ის გამო და ასევე მისი შვილისთვისაც, რადგან გ------ი ხ-------–---–ი აყენებს ბავშვს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სახლიდან გაგდებით. ყოფილა შემთხვევები, რომ გ------ი ხ-------–---–ს უსვრია დანა ფ-----ა ხ-------–---–ისთვის. ფ-----ა ხ-------–---–ს ბრალდებული არ აძლევს ს-–----–ებას ბოსტანში მოიყვანოს მოსავალი და არც სხვა ოთახების გამოყენების უფლებას აძლევს. ფ-----ა ხ-------–---–ი და მისი შვილი ცხოვრობენ ერთ ოთახში, სადაც დგას ერთ საწოლი და ერთი მაგიდა, დანარჩენი ოთახების გამოყენების უფლებას ბრალდებული მას არ აძლევს. უბრალოდ, რომ გვერდზე გაუაროს, ბრალდებული ფ-----ა ხ-------–---–ს აყენეbს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურახყოფას, აფურთხებს ხალხში. სულ ასეთი იყო 14-15 წლიდან, არამარტო მთვრალ მდგომარეობაში, არამედ ფხიზელი უფრო ბოროტია. ფხიზელ მდგომარეობაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უგინებია, ულანძღია, დერეფანშიც რომ გაიაროს მან და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა, მაგაზეც კი ეჩხუბება. 24 საათის განმავლობაში გამოუფხიზლებელია, შეუძლია გამოიძინოს 10-15 წუთი, დანარჩენი დრო სულ მთვრალია. ბრალდებული ძალიან ხშირად სვამდა და მაგის გამო დაემართა ტუბერკულიოზი. ბავშვს (არასრულწლოვან გ------ი ხ-------–---–ს) ყოველდღე აიძულებს, რომ სასმელი მოუტანოს, ბავშვი დატანჯული და დამონებული ჰყავს. დღის განმავლობაში ბავშვი ძირითადად გასულია და როცა ბრუნდება სახლში ერიდება გ------ის, რომ არ გააღიზიანოს, როცა ხედავს ბრალდებული მას აიძულებს, რომ სასმელი მოუტანოს. ბავშვი ძალიან ბრაზდება ბრალდებულზე და დედამისს ეუბნება, რომ როცა იგი გაიზრდება აღარ დააჩაგვრინებს თავს, როცა დედამისის დასარტყმელად იწევს, ძალიან მწარდება და ტირილს იწყებს. 2017 წლის 28 ოქტომბრის დილით ბავშვს დაუძახა და უთხრა, რომ სასმელი მოეტანა, ბავშვმა, გ------ი ხ-------–---–მა უპასუხა, რომ აღარ აძლევდნენ სასმელს მაღაზიაში და ვეღარ მოიტანდა. შემდეგ ბრალდებულს დაურეკეს და წავიდა სახლიდან. არ იყო გასული 2 საათი როცა დაბრუნდა, ბრალდებული გ------ი ხ-------–---–ი იყო აგრესიული, ფ-----ა ხ-------–---–ი რეცხავდა სარეცხს, ბრალდებულმა გამოუყარა ფეხით, გათელა, დაგლიჯა და გადაყარა გარეთ. შემდეგ ტანსაცმლის დახევა და გადაყრა რომ დაიწყო გარეთ, ამაზე ფ-----ა ხ-------–---–მა უთხრა, თუ რას შვებოდა, ,,რას შვები, შე ლოთოო, რატო უხევ ბავშვს ტანსაცმელს’’ და ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. ბრალდებულმა გ------ი ხ-------–---–მა უპასუხა, რომ წასულიყო თავის შვილთან ერთად, გამოიტანა ხანჯალი და დაუწყო მუქარა, ფ-----ა ძალიან შეშინდა, ამ დროს მათ დედამისი ჩაუდგა შუაში და ეხმარებოდა, ფ-----ა ოთახში ჩაიკეტა. დედამ დაუძახა ნ--- ქ---–-–---–ს დასახმარებლად, რომელიც არის მათი მეზობელი პოლიციელი, იგი შემოვარდა და ეხმარებოდა ფ-----ას და დედამისს. გ------ი ხ-------–---–ი ეუბნებოდა ფ-----ას, რომ უნდა მოგკლა, ჩაგაძაღლოვო დანით მუქარის დროს. გარეთ მაგიდაზე იდო რკინის ფინჯანი და ის ესროლა გ------იმ ფ-----ას ხელში და სისხლიანი ქონდა ხელი და დაჭრილი შუშები ზურგში ესროლა. დაზარალებულის ჩვენებით ბრალდებული მუქარის ამსრულებელი იყო, რადგან იგი იცნობს ბავშვობიდან რა სადისტიც არის, არაადეკვატურია ფხიზელიც და მთვრალიც. ფ-----ა ხ-------–---–ის ჩვენებით, გ------ი ხ-------–---–ი ჯარში ყოფნის დროს მეზობელი ბიჭი, რომელიც მსახურობდა მასთან აკუწა, ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენა, იმის გამო, რომ სასმელი არ მისცა, ყველაზე დანით იწევს, ძალიან ბოროტი და დაუნდობელია. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთებშიც იყო, ტელევიზიაშიც და მოსახლეობასაც ახსოვს. ფ-----ა ხ-------–---–ის განმარტებით, მას თავის დაცვა რომ ვერ მოეხერხებინა, ბრალდებული აკუწავდა დანით. მისი ჩვენებით, მამამისსაც სულ დანით დასდევს და დედამისი უდგება შუაში და აშველებს. როდესაც პოლიცია მივიდა და დაათვალიერეს სახლი, ამოიღეს ფინჯანი, ბავშვის ქურთუკი, რომელიც დაბლა ტალახში ეგდო, დანა ვერ იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ დედამისმა გადამალა, რომ ვერ ეპოვათ.
3.4. არასრულწლოვან გ------ი ხ-------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–ის დის შვილი. გ------ი ხ-------–---–ს ცუდი ურთიერთობა აქვს გ------ის დედასთან ფ-----ა ხ-------–---–თან, უწმაწურ სიტყვებს ეუბნება და ემუქრება, რომ გააგდებს სახლიდან. გ------ი ხ-------–---–ი ჩხუბს და გინებას ზოგჯერ შესწრებია. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში გრძელდება მათ ოჯახში ჩხუბი. ჩხუბის დროს გ------ი ხ-------–---–ი ზოგჯერ ნასვამია, ზოგჯერ არა, მაგრამ დიდიხანია გ------ი ხ-------–---–ი დამოკიდებულია ალკოჰოლზე. ფხიზელიც აყენებს გ------ი ხ-------–---–ი შეურაცხყოფას ფ-----ა ხ-------–---–ს, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც ნასვამი. ბრალდებული მის მიმართ ცუდად არ არის განწყობილი და არც უცემია, მაგრამ უწმაწური სიტყვები უთქვამს. გ------ი ხ-------–---–ი შეურაცხყოფას აყენებს როგორც თავის დას ფ-----ა ხ-------–---–ს, ასევე მშობლებსაც. ბრალდებული სასმელს აბარებს არასრულწლოვანს გ------ი ხ-------–---–ს და ფულს იხდის გ------ი ხ-------–---–ის დედა, ბებია. ბოლოს სასმელზე გააგზავნა 2017 წლის 28 ოქტომბერს. 2017 წლის 28 ოქტომბერს დილის საათებში გ------ი ხ-------–---–მა უთხრა დისშვილს, გ------ი ხ-------–---–ს, რომ წასულიყო მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის მოსატანად, გ------ი ხ-------–---–ი არ წავიდა მაღაზიაში და წავიდა ბავშვებთან სათამაშოდ. სახლში რომ დაბრუნდა ეს ინციდენტი უკვე მომხდარი იყო. მას ბებიამ უთხრა, რომ მოხდა ჩხუბი და მეტი არაფერი იცის ამის შესახებ. სახლში რომ დაბრუნდა დახვდა მხოლოდ ბებია, ხოლო ფ-----ა ხ-------–---–ი იყო პოლიციაში. იყო შემთხვევები, რომ ჩხუბის დროს ფ-----ა ხ-------–---–მა გამოიძახა პოლიცია, რასაც შეესწრო თავად დაზარალებული გ------ი ხ-------–---–იც.
3.5. მოწმე ნ--- ქ---–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს თიანეთის რაიონული სამმართველოს განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. იგი ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფელ ტ--–------ში და არის გ------ი ხ-------–---–ის მეზობელი. 2017 წლის 28 ოქტომბერს იყო სახლში, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში შემოესმა ხმა ,,ნ--- მიშველეო’’, როდესაც გავიდა გარეთ, გ------ი ხ-------–---–ის დედა ე------ ქ---------ი ითხოვდა შველას, როდესაც მივიდა მათ სახლში გ------ი ხ-------–---–ი იყო მუხლებზე და მის გვერდით იყო დედამისი და ხელი ჰქონდა დედამისზე მოკიდებული, ფ-----ა კი იყო მის ოთხში ჩაკეტილი და ამ დროს დედამისი ითხოვდა შველას, მოწმემ გ------ი ხ-------–---–ი აიყვანა საძინებელ ოთხში და დააწვინა. ხოლო დანა ეგდო გ------ისგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით, როგორც მას ახსოვს მაგიდის დანა იყო ხის ტარიანი, დაახლოებით 10 სმ-ის. შემდეგ გააღო კარები ფ-----ამ და თქვა, რომ პოლიციას გამოვიძახებო, და როდესაც ნ--- გამოვიდა მათი სახლიდან, პოლიციაც მივიდა. სანამ იგი შევიდოდა სახლში, მას ესმოდა ლანძღვა-გინების ხმა, რა დროსაც გ------ი ხ-------–---–ი იყო გარეთ ოთახის კართან და ფ-----ა კი თავის ოთახში. ორივესგან ისმოდა ლანძღვა ერთმანეთის მიმართულებით. ფ-----ა ხ-------–---–ი ეუბნებოდა თავის ძმას, ,,როდის ჩაძაღლდებიო’’, გ------ი კი პასუხობდა ,,როდის მოშორდები აქედანო’’. დანის გარდა სახლში ეყარა ტანსაცმელი, სათამაშოები იყო მიმოფანტული, სხვა ნივთები არაფერი. გ------ი ხ-------–---–ი არის დაავადებული ტუბერკულიოზით, ის რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში, მაგრამ გამოსვლის შემდეგ მაინც სვამდა სისტემატიურად, რის გამოც მოსდით ჩხუბი და ლანძღვა-გინება. გ------ი ხ-------–---–ს არ მოსწონს თავისი დის ცხოვრების წესი და ამის გამო აქვთ სულ უთანხმოება. მოწმე ნ--- ქ---–----ლმა დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ გ------ი ხ-------–---–მა უთხრა ფ-----ა ხ-------–---–ს, რომ ,,ეხლა უნდა მოგკლა და მოგაშოროო”.
3.6. მოწმე კ--- დ---------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შსს თიანეთის რაიონული სამმართველოში გამომძიებლად. 2013 წელს შეტყობინება შევიდა პოლიციაში ფ-----ა ხ-------–---–ის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე და შეეხებოდა ოჯახურ კონფლიქტს, კ--- დ---------–---–ი გავიდა შემთხვევის ადგილზე, მასთან ერთად იმყოფებოდა დათო სულხანიშვილი, გამომძიებელი. ადგილზე რომ მივიდნენ, სახლში გ------ი ხ-------–---–ი არ დახვდათ, ხოლო ფ-----ა ხ-------–---–ი იყო ეზოს გარეთ სახლს გარიდებული. ფ-----ა ხ-------–---–თან ერთად მივიდნენ, რათა დაედგინათ თუ რა მოხდა, რა დროსაც მოხდა ფ-----ა ხ-------–---–თან გასაუბრება, აღნიშნულზე შედგენილი იქნა ოქმი. 2013 წელს იყო შემთხვევა, რომ ფ-----ა ხ-------–---–ის მოთხოვნით, კ--- დ---------–---–მა, გ------ი ხ-------–---–ი სიტყვიერად გააფრთხილა, რომ არასრულწლოვანი გ------ი ხ-------–---–ი აღარ გაეგზავნა თამბაქოს და ალკოჰოლის მოსატანად, რის გამოც შეადგინა ოქმი. ფ-----ა ხ-------–---–მა გამომძიებელთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გ------ი ხ-------–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით. კ--- დ---------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ოჯახი არის კონფლიქტური. მის მიერ შედგენილი იქნა ოქმები ბინაზე გამოცხადების შესახებ, ოქმები გასაუბრების შესახებ.
3.7. მოწმე გ------ი გ--–----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს თიანეთის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. გ------ი ხ-------–---–ს და ფ-----ა ხ-------–---–ს იცნობს სამსახურიდან გამომდინარე. 2016 წლის აპრილში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ფ-----ა ხ-------–---–ი გამომძიებელთან საუბარში აღნიშნავდა, რომ გ------ი ხ-------–---–ი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით. მათ ფ-----ა ხ-------–---–ს შესთავაზეს შემაკავებელი ორდერის გაცემა, ასევე თავშესაფარში გადაყვანა, რაზეც ფ-----ა ხ-------–---–მა განაცხადა უარი. მან იცის, რომ ოჯახი არის კონფლიქტური და არაერთხელ შესულა შეტყობინება ოჯახური ძალადობის თაობაზე. მის მიერ 2016 წლის 20 აპრილს შედგენილი იქნა ოქმი გაფრთხილების შესახებ.
3.8. მოწმე ჯ-----ლ წ----–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს თიანეთის რაიონულ სამართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წელს ფ-----ა ხ-------–---–ისგან შევიდა შეტყობინება, რომ გ------ი ხ-------–---–ი აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემთხვევის ადგილზე გავიდა გამომძიებელი ჯ------– წ----–-–---–ი და გამოკითხა ფ-----ა ხ-------–---–ი, გ------ი ხ-------–---–ი და მათი დედა. ოჯახი კონკრეტულ შემთხვევამდეც იყო კონფლიქტური, ფ-----ა ხ-------–---–ის გადმოცემით გ------ი ხ-------–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ------ი ხ-------–---–ი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით იქნა გაფრთხილებული. ჯ------– წ----–-–---–ის თქმით ოჯახურ კონფლიქტს ასევე შეესწრო არასრულწლოვანი გ------ი ხ-------–---–ი. გ------ი და ფ------ა ხ-------–---–ის დედის თქმით გ------ი ხ-------–---–ს სპეციალურად აღიზიანებდა ფ-----ა ხ-------–---–ი. მის მიერ 2016 წლის 26 თებერვალს იქნა შედგენილი ოქმები გასაუბრებისა და გაფრთხილების შესახებ.
3.9. მოწმე ლ---- მ--------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თიანეთის რაიონულ სამართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს თიანეთის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. გ------ი სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას ფ-----ას და მის არასრულწლოვან შვილს გ------ი ხ-------–---–ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კიბეზე ეგდო ბავშვის ადიდასის ქურთუკი, რომელიც იქნა ამოღებული, ასევე მისაღებ ოთახში მაგიდაზე მდგარი წყლის დასალევი ფინჯანი, რომელიც ესროლა ფ-----ას. ექსპერტების მიერ მოხდა მათი დალუქვა, შემდეგ დააკავეს გ------ი ხ-------–---–ი ბრალდებულის სახით, დაკავებისას განემარტა ყველა მისი უფლება, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო ბრალდებული, დაკავების შესახებ შეატყობინეს მისი ოჯახის წევრებს. გ------ი ხ-------–---–მა მოითხოვა სამედიცინო შემოწმება, რადგან მისი განმარტებით იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული. დაკითხული იქნენ მისი მშობლები, ფ-----ა და მისი შვილი გ------ი. ბავშვმა გ------ი ხ-------–---–მა განაცხადა, რომ ბიძამისი სულ შეურაცხყოფას აყენებდა დედამისს და ბავშვს აიძულებდა მაღაზიაში წასვლას. ფ-----ა ხ-------–---–ს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მას ჰქონდა მიყენებული მსუბუქი სახის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. შემთხვევის ადგილზე, სახლში, მისაღებ ოთახში, მაგიდაზე ეყარა ვაშლები, მინის ნამსხვრევები. გ------ი ხ-------–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ მას არ მოსწონს თავისი დის ცხოვრების წესი, რაზეც აქვს მასთან სისტემატიური კონფლიქტი, ფ-----ა მას მოიხსენიებს, როგორც ჭლექიანს, ამაზე გ------ი ბრაზდება და მოსდით ჩხუბი.
3.10. მოწმე კ-----------ე ც-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშობს ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თიანეთის რაიონული სამართველოს დადგენილები საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა ფ-----ა ხ-------–---–ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით. 2017 წლის 30 ოქტომბერს მოქალაქე ფ-----ა ხ-------–---–ი მარცხენა მტევნის მეორე თითის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზა გაცემულია 2017 წლის 5 ნოემბერს. ფ-----ა ხ-------–---–მა მომხდარზე განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს დაახლოვებით 12:00 წუთზე ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა.
3.11. 2017 წლის 29 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა თიანეთის რაონის სოფელ ტ--–------ში ე------ ქ---------ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ესწრებოდა ასევე ფ-----ა ხ-------–---–ი, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკი სველ მდგომარეობაში და მოთეთრო ფერის ემალის წყლის ჭიქა.
3.12. ბრალდებულის დედამ ე------ ქ-----–---–მა და მამამ დ-------- ხ-------–---–მა უარი განაცხადეს მათი შვილის გ------ი ხ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------ი ხ-------–---–ი წლების განმავლობაში დის, ფ-----ა ხ-------–---–ის მიმართ ახორციელებდა ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას. ფ-----ა ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი ხ-------–---–ი წლების განმავლობაში აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების დამცირებაში, გ------ი ხ-------–---–ი დას, ფ-----ა ხ-------–---–ს მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, არ აძლევდა ს-–----–ებას ესარგებლა საერთო საცხოვრებელი სახლით, მას უფლება არ ჰქონდა ერთი ოთახის გარდა გამოეყენებინა სხვა ოთახები, ს-–----–ება არ ჰქონდა ესარგებლა ბოსტანით და მოეყვანა მოსავალი, მუდმივად უნდა გარიყულად ეგრძნო თავი, დაზარალებულს არ უნდა ეცხოვრა მის შვილთან ერთად და ბევრჯერ აღმოჩენილა ღია ცის ქვეშ. დაზარალებულ ფ-----ა ხ-------–---–ის უფლებაა იცხოვროს მშვიდ გარემოში და ოჯახის წევრების მოვალეობაა პატივი სცენ ერთმანეთს. ფ-----ა ხ-------–---–ის ჩვენებით, ძმის გვერდზე გავლითაც კი აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ხალხში კი ,,აფურთხებს’’. აღნიშნული გამოიხატება სისტემატურ დამცირებასა და შეურაცხყოფაში, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აგრძნობინებს, რომ იგი ოჯახის არასრულფასოვანი წევრია. აღნიშნული ფაქტები, გარდა დაზრალებულ ფ-----ა ხ-------–---–ის ჩვენებისა, დადასტურებულია ნაწილობრივ თავად ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–ის მიერ. ასევე დასტურდება პოლიციელების მიერ გამოკითხული და ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებით და ასევე გამომძიებლების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, რომ წლების განმავლობაში 112-ის ს-–----–ებით შედიოდა შეტყობინება ფ-----ა ხ-------–---–ის მიერ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ხოლო სამართალდამცავი პირების მიერ შემაკავებელი ორდერი არ ყოფილა გამოცემული, ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, რაც წამოდგენილია საქმეში არაერთი ოქმი გასაუბრების შესახებ. 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაწყებული კონფლიქტი, გადაიზარდა ჩხუბში და მუქარაში, რადგან ფ-----ა ხ-------–---–ისა და მისი შვილის გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებით, დილის საათებში ბრალდებულს უნდოდა სასმელი მოეტანა მის არასრულწლოვან დის შვილს, რომელიც დედამ არ გაუშვა მაღაზიაში. სახლში მოგვიანებით დაბრუნებული, განაწყენებული ბრალდებული მივარდა მის დას ფ-----ა ხ-------–---–ს, რომელიც სახლის ეზოში რეცხავდა სარეცხს და ამოუტრიალა სარეცხი ფეხით, გათელა, დაგლიჯა და გადაყარა გარეთ, ხოლო ფ-----ა ხ-------–---–ის პასუხით, თუ რას აკეთებდა ,,რას შვები, შე ლოთო, რატო უხევ ბავშვს ტანსაცმელს’’-ო, ამ სიტყვების გაგონებაზე დაიწყო კონფლიქტი, ბრალდებულმა მაგიდიდან აიღო ალუმინის ჭიქა და ესროლა, რომელიც მოხვდა ხელში ფ-----ა ხ-------–---–ს, შემდეგ გამოიტანა ხანჯალის მაგვარი დანა და დაუწყო მუქარა, ხმაურზე გამოვიდა მათი დედა, რომელიც ჩაუდგა შუაში და აშველებდა, დაზარალებული ძალიან შეშინდა და ოთახში ჩაიკეტა, გ------ი ხ-------–---–ი ემუქრებოდა მოკვლით, ,,ჩაგაძაღლებო’’. მოწმეთა ჩვენებებით ბრალდებული გ------ი ხ-------–---–ი არის სასმელზე დამოკიდებული და იგი მუდამ არაფხიზელ მდგომარეობაშია. დაზარალებულის ჩვენებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ბრალდებული მამასაც სულ დანით დასდევს, ბრალდებული არის არაადეკვატური პიროვნება ფხიზელიც და ნასვამიც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება მოწმე ნ--- ქ---–-–---–ის ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სველი ქურთუკით და ალუმინის ჭიქით. მოწმე ნ--- ქ---–-–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მას მეზობლის, გ------ი ხ-------–---–ის სახლიდან ესმოდა ლანძღვა-გინების ხმა, შემდეგ კი სახლიდან შემოესმა ხმა ,,ნ--- მიშველეო’’, როდესაც გავიდა გარეთ, გ------ი ხ-------–---–ის დედა ე------ ქ---------ი ითხოვდა შველას. მოწმე მივიდა მათ სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ გ------ი ხ-------–---–ი იყო მუხლებზე, მის გვერდით იყო დედამისი და გ------ის ხელი ჰქონდა დედამისზე მოკიდებული, ფ-----ა კი იყო მის ოთხში ჩაკეტილი და ამ დროს დედამისი ითხოვდა შველას, ხოლო დანა ეგდო გ------ისგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით, როგორც მას ახსოვს მაგიდის დანა იყო ხის ტარიანი, დაახლოებით 10 სმ-ის. დანის გარდა სახლში ეყარა ტანსაცმელი და სათამაშოები იყო მიმოფანტული. გ------ი ხ-------–---–ი არის დაავადებული ტუბერკულიოზით, ის რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში, მაგრამ გამოსვლის შემდეგ მაინც სვამდა სისტემატიურად, რის გამოც მოსდიოდათ ჩხუბი და ლანძღვა-გინება. მოწმემ ასევე დაადასტურა ფ-----ა ხ-------–---–ის სიტყვები, რომ მას გ------ი ხ-------–---–მა უთხრა ,,ეხლა უნდა მოგკლა და მოგაშოროო”.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვან გ------ი ხ-------–---–ის თანდასწრებით. თავად არასრულწლოვნის გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებით, ბრალდებული მას სულ კარგად ექცევა, მისთვის არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფაც კი. ვინაიდან ბრალდებული არის სასმელზე დამოკიდებული, იგი დისშვილისგან მუდმივად ითხოვდა მხოლოდ სასმელის მიტანას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას დოკუმენტის სახით გ------ი ხ-------–---–ის დედის, ე------ ქ---------თან გასაუბრების ოქმს. ოქმის მიხედვით, ე------ ქ---------ი განმარტავს, რომ მისი შვილი გ------ი ხ-------–---–ი არის ავადმყოფი, აქვს ტუბერკულიოზი და ნერვოზი, ასევე მათთან ცხოვრობს მისი შვილი ფ-----ა ხ-------–---–ი, რომელიც არის ხმაურიანი და მას ხშირად აქვს კონფლიქტი ძმასთან და შეურაცხყოფას აყენებს მას. ფ-----ა ხშირად ეჩხუბება ასევე მის არასრულწლოვან შვილს, რის გამოც გ------ი ხ-------–---–ი დის შვილის დაცვის მიზნით ეჩხუბება ფ-----ა ხ-------–---–ს.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ-----ი ხ-------–---–ი დადებითად არის განწყობილი დის შვილის, გ------ი ხ-------–---–ის მიმართ. საქმის მასალებით უტყურად არ დასტურდება, რომ ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–სა და მის დას ფ-----ა ხ-------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტების დროს, ოჯახური ძალადობის ფაქტებს ესწრებოდა არასრულწოვანი გ------ი ხ-------–---–ი.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, გ------ი ხ-------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.5. ამდენად, სასამართლოს სრულიად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ გ------ი ხ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი დაავადებულია ტუბერკულიოზით, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
6.1. სასამართლო ბრალდებულ გ------ი ხ-------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის დამოკიდებულებას დაზარალებულის მიმართ, მათ შორის ისევ ცუდი ურთიერთობაა და არ არიან შერიგებულები. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ხ-------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151 მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ი ხ-------–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლ ნაწილზე.
2. გ------ი ხ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
3. გ------ი ხ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ი ხ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
5. გ------ი ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ოქტომბრიდან.
6. გ------ი ხ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ემალის ფინჯანი და შავი ფერის ქურთუკი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი