განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
050100118002298472
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0--------------472

საქმე N 1----1-

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--05.20-- წელი ქ--------------ი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: გ--------------–--ე, გ----------------–---–ი

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------01

ბრალდებული: ზ----------------ე

მამის სახელი: ი-–--ო

დაბადებული: 1--0-.19-- წელი

პირადი ნომერი: 4---------5

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩ-----------ი, სოფელი ქ--------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-6–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 11--?, 11--? ?? 1-0-? ??????, გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე ან 11--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 20-- წლიდან ზ----------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------------–----თან. იგი 201- წლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წამოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანის შვილების - 200- წელს დაბადებული მ-----------------ის, 201- წელს დაბადებული ა--------------სა და 201- წელს დაბადებული გ------------------ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს ს-------------–----, რაც გამოიხატებოდა თანაცხოვრების პერიოდში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე მიმართვით, ღალატის დაბრალებით, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.

 

1.2. 20-- წლიდან ზ----------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------------–----თან. იგი 201- წლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წამოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, თავისი არასრულწლოვანის შვილების - 200- წელს დაბადებული მ-----------------ის, 201- წელს დაბადებული ა--------------სა და 201- წელს დაბადებული გ------------------ის თანდასწრებით, ძირითადად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნისას, ძალადობდა ს-------------–---ზე, სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, რაც ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს იწვევდა. ასევე 201- წლის 23 დეკემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ზ----------------ემ განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ მეუღლემ ს-------------–---მ უარი უთხრა სქესობრივ კავშირზე, დაუწყო კამათი ს-------------–----, რომ ის ღალატობდა და ეს იყო სქესობრივ კავშირზე უარის თქმის მიზეზი. აღნიშნული ეჭიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთირთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მან კვლავ იძალადა ს-------------–---ზე. კერძოდ რამდენჯერმე დაარტა ხელი თავის არეში, ასევე ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 201- წლის 24 დეკემბერს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ზ----------------ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, რაც გამოწვეული იყო თავისი პირველი მეუღლის ხსენების შედეგად გამოწვეული დაზარალებულის უკმაყოფილებით, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, არასრულწლოვანი შვილის მ-----------------ის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა ს-------------–---- მიმართ, კერძოდ მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ----------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამათლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-6–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ბრალდებულმა ზ----------------ემ განმარტა, რომ 24 დეკემბერს მეუღლესთან ადგილი ქონდა შელაპარაკებას ოჯახში წასვლასთან დაკავშირებით. ს-------------–--- ითხოვდა წასვლას, თუმცა არ ქონდა რა გზის ფული ვერ გაუშვა დედასთან, რის გამოც შეაგინა. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა აქვს. მისივე განმარტებით ჰყავს ხუთი შვილი, საიდანაც სამი - პირველი მეუღლისგან შეეძინა. ზ----------------ემ აღნიშნა, რომ აღიარებდა 24 დეკემბერს მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას არ ქონდა ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ს-------------–---მ განმარტა, რომ 6 წელია მეუღლესთან, ზ----------------ესთან, ერთად ცხოვრობს და ჰყავთ ორი შვილი, ასევე მათთან იზრდება ზ----------------ის ორი შვილი, რომლებიც პირველი მეუღლისგან ყავდა. დედამ დაურეკა და ჩასვლა სთხოვა, მაგრამ მეუღლემ არ გაუშვა, რადგან ბავშვებს სიცხე ქონდათ, რასაც მოყვა შეკამათება. მისივე ჩვენებით ზ----------------ე მასზე არ ძალადობდა და არც სცემდა. ს-------------–---მ აღნიშნა, რომ ძალადობის შემთხვევაში არ დარჩებოდა საცხოვრებლად ზვიადთან. მისივე ჩვენებით, პატარა ნაკაწრი ქონდა, რადგან შეშა მოჰქონდა და შემთხვევით გაიკაწრა. მისივე ჩვენებით ზ-----------------ე არის ძალიან კარგი მეუღლე და მამა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–-------------მ განმარტა, რომ მისი შვილი, ზ----------------ე, არის ცოლ-შვილის მოყვარული და მშრომელი. არასოდეს ქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს. გაიგონა, რომ ს-------------–---- სურდა სახლში წასვლა, ხოლო ზ------ ეუბნებოდა რომ არ წასულიყო. ზ------ არის ხუთი შვილის მამა და თურქეთში დადიოდა სამუშაოდ. მისივე ჩვენებით, შემთხვევის დღეს არაფერი მომხდარა და ურთიერთშეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-–----------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს შვილთან ზ----------------ესთან ერთად. ზ----------------ე შეურაცხყოფას არავის აყენებდა. მხოლოდ, როცა ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, ორი დღე ცუდად ხდებოდა. 201- წლის 23 დეკემბერს დარეკა 11--ზე, რადგან არაერთხელ გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება, ზ------ს ცუდად ყოფნის გამო. 11--ის ოპერატორს უთხრა, რომ მისულიყო პოლიცია და "ამპულა" ჩაედგათ ზ------სთვის. ი-–----------------ს განმარტებით, ზ------ს მეუღლეს სურდა წალენჯიხაში წასვლა, რაზეც ზ------მ უთხრა, რომ არ ქონდა საშუალება და სხვა დროს წასულიყო. აღნიშნულის გამო მეუღლეებს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ძალადობის ფაქტს ან მუქარას ადგილი არ ქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ--------------–---მ განმარტა, რომ არის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 201- წლის 24 დეკემბერს, ი-–----------------ს შეტყობინების საფუძველზე, რომ ადგილი ქონდა ოჯახურ კონფლიქტს, დაიწყო გამოძიება. მ--------------–---მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ--–----------–---მ განმარტა, რომ არის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებულ ზ----------------ის მამა ი-–----------------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ---------–---მ განმარტა, რომ არის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულმა გამომძიებელმა, დაკითხა არასრულწლოვანი მოწმე.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 000----18 დასკვნით, 25.1-. 201- წელს 13:0-----25 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ს-------------–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნეჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ-----------------–-–---–მა დაადასტურა სამედიცინო შემოწმების დასკვნის სისწორე და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

201- წლის 24 დეკემბრის N 30----3 შეტყობინებით, ი-–----------------მ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა ოჯახური კონფლიქტის შესახებ.

 

3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება, რომელიც ამ დაზიანებათა წარმოშობას ბრალდებულის ქმედებას დაუკავშირებდა, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ, არასრულწლოვან მ-----------------ის ჩვენებაზე. აღსანიშნავია, რომ მ-----------------ე ჩვენების მიცემის დროს გამორიცხავს ზ----------------ის მხრიდან ს-------------–---- მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რაც თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ი-–----------------ს, ლ--–------------ის, ს-------------–---- და ზ----------------ის ჩვენებებთან. რაც შეეხება არასრულწლოვანი მოწმის, მ-----------------ის ჩვენების იმ ნაწილს, რომელიც ეხება ზ----------------ის მხრიდან ს-------------–---- მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის თავად დაზარალებულის, აგრეთვე მოწმეების, ი-–----------------ს, ლ--–------------ის და ზ----------------ის, ჩვენებებთან.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ზ----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ----------------ის მხრიდან ს-------------–---- მიმართ სისტემატური ძალადობის, დამცირების ან სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზ----------------ის მხრიდან ს-------------–---- მიმართ ძალადობა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ----------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117-?, 118-? ?? 120-? ??????, გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით (ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), წარდგენილ ბრალდებებში. ზ----------------ეს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს ზ----------------ეს მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება პატიმრობა და ზ----------------ე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

3. ზ----------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა