გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2018
საქმის ნომერი
421310018002336177
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 421310018002336177

№3/1-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.05.2018 ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილება;

წარმომადგენელი – ვალერიან ბურდიაშვილი;

მოპასუხე – შო----- ჩო---–ი;

დავის საგანი - ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის სოციალური მომსახურების განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, შო----- ჩო---–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის 310 ლარის გადახდის დაკისრება, სახელმწიფო ბიუჯეტის (ბანკის კოდი:TRESG22; ანგარიშის GE24NB033011111100200165022; საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი: 302009921) სასარგებლოდ.

 

სარჩელის თანახმად, შო----- ჩო---–ის (პირ. № 4----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას .

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრების - ბე-- ჩო---–ის 376 ლარი და შო----- ჩო---–ის მიერ 927 ლარის, ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წელს ზედმეტად მიღებული შემწეობის 310 ლარის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მოსარჩელეს ეცნობა იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც ერიცხებოდათ გარკვეული შემოსავლები, მაგრამ არ დააფიქსირეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ,,ოჯახის დეკლარაციაში"'. ასთი ოჯახია შო----- ჩო---–ი ოჯახი.

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. შო----- ჩო---–ს, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის სახაზინო ანგარიშზე დაბრუნების მოთხოვნით გაეგზავნა შეტყობინება.

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3. ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ შო----- ჩო---–ს წარმოეშვა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის 310 ლარის დაბრუნების ვალდებულება.

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.4. 2017 წლის 19 დეკემბერს შო----- ჩო---–მა განცხადებით აღიარა ფულადი დავალიანების არსებობა და ამავე განცხადებით იკისრა ვალდებულება თანხის ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად შემოტანაზე, მაგრამ დღემდე მას თანხა არ შეუტანია სახაზინო ანგარიშზე.

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ თვითონ და მისი ოჯახის წევრი უკვე იღებდნენ ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

მოპასუხე შო----- ჩო---–ის ოჯახი სარეიტინგო ქულა 100001 ერთეულს არ აღემატება და იღებდა საარსებო შემწეობას.

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;

 

დადგენილია, რომ თვითონ შო----- ჩო---–ს და მისი ოჯასის წევრს ბე-- ჩო---–ს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი, და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 310 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მოსარჩელე სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” ყვარლის რაიონული განყოფილების სარჩელი მოპასუხე შო----- ჩო---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შო----- ჩო---–ს (პ/ნ 4----------) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წელს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 310 ( სამას ათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი-TRESGE22, ანგარიშის GE24NB033011111100200165022; საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი: 302009921)

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4.მხარეების მიერ, გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ყვარელი, ილ. ჭავჭავაძის ქ. № 78).

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე