განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
340100118002414149
დავის ტიპი
126
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340100118002414149

საქმე №1/101-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მაისი, 2018 წ. ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის და ბრალდებულ გე-–- დე-------ის მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გე-–- დე-------ე

მამის სახელი: გ-----

დაბადებული: 2---------

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ს-------, სოფელი ორ-----–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლა--------, სოფელი ჭი------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია: გე-–- დე-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 00:05 საათზე, ლა--------ს რაიონის სოფელ ჭი-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გე-–- დე-------ემ არასრულწლოვანი ძმის, ირ---–- დე-------ის თანდასწრებით, ღუმელის საჩხრეკი მაშით სცემა დედას, და------ ხ-----–---–ს, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გე-–- დე-------ე 2018 წლის 16 მარტს, 18:15 საათზე დააკავეს, 2018 წლის 17 მარტს წარედგინა ბრალი, ხოლო 2018 წლის 23 აპრილს წარედგინა დაზუსტებული ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 00:05 საათზე, ლა--------ს რაიონის სოფელ ჭი-----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გე-–- დე-------ემ არასრულწლოვანი ძმის, ირ---–- დე-------ის თანდასწრებით, ღუმელის საჩხრეკი მაშით სცემა დედა, და------ ხ-----–---–ი, რა დროსაც მას მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ და------ ხ-----–---–ის, არასრულწლოვანი მოწმის, ირ---–- დე-------ის, მოწმე ნა---- ც---–--ის, ნ---- ს--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- დე-------ემ სცემა დედა, და------ ხ-----–---–ი, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ და------ ხ-----–---–ის, არასრულწლოვანი მოწმის, ირ---–- დე-------ის, მოწმე ნა---- ც---–--ის, ნ---- ს--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გე-–- დე-------ემ არასრულწლოვანი ძმის, ირ---–- დე-------ის თანდასწრებით, სცემა დედა, და------ ხ-----–---–ი, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისთვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გე-–- დე-------ემ არასრულწლოვანი ძმის, ირ---–- დე-------ის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არ მოჰყოლია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გე-–- დე-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა ძალადობრივი დანაშაულისთვის.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გე-–- დე-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას აქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისთვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-–- დე-------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გე-–- დე-------ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. ნივთიერი მტკიცებულება - ღუმელის საჩხრეკი მაშა, რომელიც ინახება შსს ლა--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გე-–- დე-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, გე-–- დე-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მსჯავრდებულ გე-–- დე-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 მარტის 18:15 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ღუმელის საჩხრეკი მაშა, რომელიც ინახება შსს ლა--------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი