განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
820100118002389850
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ , 126
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN820100118002389850 (1-93/2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/93-2018 წ

 

10 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ბრალდებული ი-----–------–--ე (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, დაოჯახებული, უ-----–--ი განათლების მქონე, ა---------ი, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ს----ა და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ჯ-----–---–-------------------).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის მარტის თვის დასაწყისიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლის ი---------------ის მიმართ, კერძოდ 2017 წლის მარტის თვის დასაწყისში ქ. ბათუმში, ი----------–---–-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სხეულზე ხელების დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი---------------ეს.

 

ასევე, 2017 წლის აპრილის თვეში, ქ. ბათუმში, ი----------–---–-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სხეულზე ხელების დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი---------------ეს.

 

ასევე, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. ბათუმში, ი----------–---–-----------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------–--ემ, იმ მოტივით, რომ არ ეძინა არასრულწლოვან შვილს მ-----------–---ს, შელაპარაკება მოუხდა მეუღლე ი---------------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

ასევე, 2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სახის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს ი---------------ეს.

 

ი-----–------–--ე, 2017 წლის მარტის თვიდან - 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმში, ი----------–---–-----------------ში და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავისი ოჯახის წევრს მეუღლეს ი---------------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს----აში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას ი-----–------–--ე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს მეუღლეს ი---------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა ი-----–------–--ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მოწმეების ი---------------ის, კ---------–--ის, მ--–--------------ის, მ-----------–--ის, ნ-----------ის, ლ------------–-ს, ა---------–----ის, ნ-----–-–--–--ის, ზ---------–--ის, ლ-----–-–--–--ის, ჯ----–----------ის, ლ-----------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ალკოჰოლური თრობის დასკვნა, ალკოტესტით შემოწმების ქვითარი და ოქმი, შეტყობინებები.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი-----–------–--ემ ოჯახის წევრის მეუღლის ი---------------ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა, ესე იგი მისი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ი-----–------–--ემ მისი მეუღლის ი---------------ის მიმართ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ასევე ი-----–------–--ემ მისი მეუღლის ი---------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ი-----–------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მისი მეუღლის მიმართ სისტემატური ცემით და სხვაგვარი ძალადობით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით.

 

ბრალდებულმა ი-----–------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მისი მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულმა ი-----–------–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მისი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან რაიმე უარყოფითი გარემოებები არ არსებობს და ი-----–------–--ე არაა ნასამართლევი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მან აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმი ზომით.

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 111 ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ი-----–------–--ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

უნდა გაუქმედეს ი-----–------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და მის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-----–------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-----–------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-----–------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 19 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.

 

გაუქმდეს ი-----–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო, შესაბამისად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების გირაოს 5000 ლარის უზრუნველსაყოფად ც-–---------–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–-----------ა (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0------------------.

 

ი-----–------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი